უკან
საზოგადოება
2 თებერვალი, 2017 12:35
”ბავშვთა სამყაროს” დაზარალებული მოვაჭრეები შენობაში დემონტაჟის დაწყებამდე შესვლას მოითხოვენ
სავაჭრო ცენტრ ”ბავშვთა სამყაროს” დაზარალებული მოვაჭრეები შენობაში დემონტაჟის დაწყებამდე შესვლას მოითხოვენ.
როგორც ერთ-ერთმა დაზარალებულმა ნანა შევარდენიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, იმ შემთხვევაში თუ დემონტაჟის დაწყებამდე შესვლას შეძლებენ, მათ შეეძლებათ გადარჩენილი პროდუქციის გამოტანა.
”მოვითხოვთ, რომ შემოგყვნენ სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები, დაგვაფარონ ჩაფხუტები და მორიგეობით შევალთ. დემონტაჟის მერე კი, იქ შესვლას არანაირი აზრი აღარ ექნება, რადგან ყველაფერი ჩაიმარხება და ნივთების მოძებნა შეულებელი გახდება”, - განაცხადა ნანა შევარდენიძემ.
ნინო ექვთიმიშვილი