უკან

საზოგადოება

13 მარტი, 2017 12:50
font-size

„ბავშვთა სამყაროს“ მოვაჭრეები პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ

თბილისში მთავრობის ადმინისტრაციასთან „ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეები აქციას მართავენ. ისინი კომპენსაციების გაცემის გარდა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრასაც ითხოვენ.

„შეხვედრა გვინდა პრემიერ-მინისტრთან და თვითონ თუ არ შეგხვდება, გამოაგზავნოს პიროვნება, რომელიც ორიოდე სიტყვით გვეტყვის, გვეხმარება თუ არ გვეხმარება“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ლევან ლოტოევმა.

დაზარალებულმა მოვაჭრეებმა სპეციალური სიებიც შეადგინეს, სადაც ჩამოთვლილია მიღებული დანაკარგი.

შეგახსენებთ, რომ 9 მარტს „ბავშვთა სამყაროს“ მოვაჭრეებმა აქცია გამართეს თბილისის საკრებულოსთან, რომლის შემდეგ საკრებულოს თავმჯდომარესა და „ქართული ოცნების“ დეპუტატებს შეხვდნენ, რაც კონკრეტული შედეგების გარეშე დასრულდა. განმეორებითი შეხვედრა ხვალისთვისაა დანიშნული.

სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროში“ ხანძარი 30 იანვარს გაჩნდა, რომლის გამო 1000-ზე მეტი მოვაჭრე დაზარალდა. გამოძიება ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე ამ დრომდე მიმდინარეობს.

ანა მებურიშვილი

ტექნიკური უნივერსიტეტი და „ვიონი საქართველო“ - ახალი პერსპექტივა სტუდენტებისთვის

13 ნოემბერი, 2018 , 17:45

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების და ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების ფაკულტეტების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტები პრაქტიკული უნარ-ჩვევების ათვისებასა და განვითარებას &b

როდესაც საქმე ეხება ბავშვებს, მათი რაციონის ხარჯზე გადაცდომები კატეგორიულად მიუღებელია - კახა კალაძე

13 ნოემბერი, 2018 , 16:55

ბავშვების კვების რაციონის ხარჯზე გადაცდომები და ღალატი არავის ეპატიება, - განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. „რეალურად პრობლემა არ არის. სამწუხაროდ, ყველაფრის პოლიტიზირება ხდ

Wizz Air უარყოფს ბრალდებას იმის თაობაზე, რომ 12 ნოემბერს დაგეგმილ რეისზე თვითმფრინავის ბორტზე ხელმისაწვდომ ადგილებზე მეტი ბილეთი გაიყიდა

13 ნოემბერი, 2018 , 15:25

Wizz Air-ის ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს მილანის მალპენსას აეროპორტში მომხდარი ინციდენტის შესახებ: "Wizz Air უარყოფს გავრცელებულ ცრუ ბრალდებას იმის თაობაზე, რომ 12 ნოემბერს დაგეგმილ რეისზე W6 6412 (მილანი მალპენსა - ქ

კიევი-თბილისის მიმართულებით ფრენებს უკრაინული ავიაკომპანია “SkyUp” შეასრულებს

13 ნოემბერი, 2018 , 15:25

23 დეკემბრიდან კიევი-თბილისის მიმართულებით ფრენებს უკრაინული ავიაკომპანია “SkyUp” შეასრულებს. “ტავ ჯორჯია”-ს ინფორმაციით, ზამთრის სეზონის განმავლობაში ავიკომპანია რეისებს კვირაში ორი სიხშირით, ყოვ

ეროვნული ციფრული ბიბლიოთეკა - განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ახალი, ინოვაციური პროექტი ამოქმედდა

13 ნოემბერი, 2018 , 14:45

წიგნიერების დონის ასამაღლებლად, ციფრულ ბიბლიოთეკაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის ურთიერთთანა

თბილისის 150-ე სკოლაში რეფორმის ფარგლებში მიმდინარე ახალი სასწავლო საპილოტე მოდელი წარმატებით დასრულდა - განათლების სამინისტრო

13 ნოემბერი, 2018 , 14:20

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი თბილისის 150-ე საჯარო სკოლაში სააზროვნო უნარების განვითარებაზე დაფუძნებულ ახალი მოდელის გაკვეთილს დაესწრო, რომელიც ახალი სასწავლო წლიდა