უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

28 ივლისი, 2017 14:10
font-size

„ბავშვთა სამყაროს“ მოვაჭრეები სავაჭრო ცენტრის დირექტორის დაკავებას ეთანხმებიან, ცენტრის მოიჯარეები და აქციონერები კი აპროტესტებენ

სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეები მთავარ პროკურატურასთან აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები გამოეხმაურნენ სავაჭრო ცენტრის დირექტორისა და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლის დაკავების ფაქტს.

ლია ვასაძის თქმით, შენობაში ხანძრის გაჩენაში პასუხისმგებლობა დირექციასა და დაცვას აკისრია.

„პირადად მაჭავარიანს ხელს ვერ ვადებთ, მაგრამ პირველი მოთხოვნა მას წავუყენეთ, რადგან ჩეკს მათ ვაძლევდით, ჩვენი ქონება ებარათ მაგათ. დღე ჩვენ ვიცავდით და ღამე უნდა დაეცვათ დაცვასა და დირექციას. ამიტომ პირველი დამნაშავეები არიან დაცვიდან დაწყებული დირექტორამდე“, - განაცხადა ვასაძემ.

მოვაჭრეები პროკურატურასთან სადღეღამისო აქციას უკვე ერთი კვირაა მართავენ. ისინი დაშლას მანამდე არ აპირებენ, სანამ ზარალს სრულად არ აუნაზღაურებენ.

პარალელურად იუსტიციის სამინისტროსთან „ბავშვთა სამყაროს“ აქციონერები და მოიჯარეები სავაჭრო ცენტრის დაკავებული დირექტორის გათავისუფლების მოთხოვნით აქციას მართავენ. აქციის მონაწილეთა თქმით, გიორგი მაჭავარიანი უდანაშაულოა, ხოლო შენობაში უსაფრთხოების წესები დაცული იყო.

თავიდან, აქციონერები და მოიჯარეები აქციის გამართვას პროკურატურასთან აპირებდნენ, მაგრამ მოვაჭრეებთან უსიამოვნების თავიდან ასაცილებლად, იუსტიციის სამინისტროსთან შეიკრიბნენ.

პროკურატურამ „სავაჭრო სახლი ბავშვთა სამყაროს“ დირექტორი გიორგი მაჭავარიანი და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი მიხეილ თევზაძე გუშინ დააკავა. პროკურატურის ინფორმაციით, მაჭავარიანი სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევის გამო, ხოლო თევზაძე სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე დააკავეს.

გიორგი მაჭავარიას ბრალი უკვე წარედგინა. მისი ადვოკატის, გაგი მოსიაშვილის თქმით, ბრალი წარდგენილია სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევის გამო.]

მისივე ინფორმაციით, დაკავებული ბრალს არ აღიარებს.

მაჭავარიანისადმი წაყენებული ბრალი 4-დან -6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ანა მებურიშვილი

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

მესტიის მერი მეორე წელია დეკლარაციაში არ უთითებს ხელფასსა და 7 უძრავ ქონებას - `საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს`

24 აპრილი, 2024 , 12:38

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი 2024 წლის თებერვალში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში საკუთარ ქონებას, ასევე შრომის ანაზღაურებიდან

თბილისში, კიდევ ერთი ავარიული საცხოვრებელი კორპუსი ნაძალადევის რაიონში ჩანაცვლდება

24 აპრილი, 2024 , 12:03

ავარიული მრავალბინიანი სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, ნაძალადევის რაიონში, ნაგომარის ქუჩის N47-ში უკვე დაიწყო პროექტირების სამუშაოები, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი