უახლესი ამბები
- 17.04.2024 15:51სხვადასხვა ოლიგარქებზე გაფორმებული მთელი რუსული შავი სალარო შესაძლოა ვიხილოთ საქართველოში - გია ხუხაშვილი `ოცნების` ახალ კანონპროექტზე
- 17.04.2024 15:40პარლამენტმა, პირველი მოსმენით, 82 ხმით მხარი დაუჭირა “საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებს
- 17.04.2024 14:54ამ პირობებში პარლამენტში ყოფნას ჩემთვის არც პოლიტიკური აზრი და არც მორალური გამართლება გააჩნია - გრიგოლ ვაშაძე
- 17.04.2024 13:38თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება
- 17.04.2024 13:30`საქართველოსთვის` დეპუტატებმა პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვეს
- 17.04.2024 12:54გთავაზობთ საერთო სიის გზით სიარულს ნეიტრალურ პლატფორმაზე, არა რომელიმე პარტიის ქვეშ, არამედ ნეიტრალურ პარტიაზე - მიხეილ სააკაშვილი
არქივი
საზოგადოება
„ბავშვთა სამყაროს“ მოვაჭრეებმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გადადგომა მოითხოვეს
დღეს, სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროში“ ხანძრის შედეგად დაზარალებულმა მოვაჭრეებმა ეროვნულ ბანკთან აქცია გამართეს. მათ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის გადადგომა მოითხოვეს.
მათი ინფორმაციით, მათ საბანკო სესხებს 6-თვიანი გადავადების პროცენტი ერთიანად დაერიცხებათ.
მოვაჭრეების ადვოკატის, ფრიდონ სიხუაშვილის თქმით, აღმასრულებელმა ხელისუფლებამ და ეროვნულმა ბანკმა იქამდე უნდა შეაჩერონ პროცენტის დარიცხვა ვალებზე, სანამ მოვაჭრეები გადახდისუნარიანები გახდებიან.
„კეთილი ინებოს ხელისუფლებამ და ეროვნულმა ბანკმა, შესაბამისი მექანიზმი გამოძებნონ, რითაც პროცენტების დაპაუზება მოხდება, ვიდრე ზიანი სრულად არ ანაზღაურდება, ვიდრე ხელახლა არ დაიწყებენ საქმიანობას და არ ექნებათ შესაბამისი კაპიტალი, რომ ვალების დაფარვა დაიწყონ“, - განაცხადა ადვოკატმა.
აქციაში მონაწილეობდა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილიც.
შეკრებისას მოვაჭრეებთან ეროვნული ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომლები მივიდნენ, რომლებმაც ეროვნული ბანკის წარმომადგენელთან, გიორგი მელაშვილთან შეხვედრა შესთავაზეს. აქციის მონაწილეებმა ამაზე უარი განაცხადეს და კობა გვენეტაძესთან შეხვედრა მოითხოვეს.