უკან

საზოგადოება

1 თებერვალი, 2017 14:50
font-size

”ბავშვთა სამყაროს” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და დირექტორი სააქციო საზოგადოების ხელში ჩაგდებით იყვნენ დაინტერესებული - ”ბავშვთა სამყაროს” ერთ-ერთი აქციონერი

”ბავშვთა სამყაროს” ერთ-ერთი აქციონერი, თენგიზ ლოლაძე აცხადებს, რომ სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მერაბ ასათიანი და მისი სიძე, ”ბავშვთა სამყაროს” დირექტორი გიორგი მაჭავარიანი აქციონერების გაშვებითა და სააქციო საზოგადოების ხელში ჩაგდებით იყვნენ დაინტერესებული.

როგორც თენგიზ ლოლაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მათ უკან იდგა მსხვილი აქციონერი დიმიტრი აბდუშელიშვილი, რომლის მიერ შეძენილი წილი ობშორულ ზონაში სხვა პიროვნებაზე გაფორმდა.

ლოლაძე აცხადებს, რომ სამეთვალყურეო საბჭო ფიქტიური იყო, რადგან სიმამრი სიძეს არ შეამოწმებდა.

”დაინტერესებული იყვნენ აქციონერების გაშვებით, რომ ხელში ჩაეგდოთ მთლიანად სააქციო საზოგადოება. აპირებდნენ ინვესტიციის შემოტანას და ახალი შენობის აშენებას, რაც შეამცირებდა დანარჩენ აქციონერთა ხვედრით წილს და ასე ჩაიგდებდნენ ხელში ”ბავშვთა სამყაროს”, ეს სურდათ. დარწმუნებული ვიყავით, ყველანაირი გზით ეცდებოდნენ ამის გაკეთებას. ეს ბადებს ეჭვს. მაკეტი წარმოგვიდგინეს, მეორე ტერიტორია უნდა ავაშენო, ინვესტორი ვნახე, 10 მილიონს შემოიტანსო. იცოდა, რომ ჩვენ ჩვენს წილს, ვერავინ ვეღარ ვიყიდდით, ამიტომ , ჩვენი 49% გახდებოდა 0% და ამ თანხაში ჩვენი წილი აღარაფერი იქნებოდა. მათ უკან იდგა მსხვილი აქციონერი. სამეთვალყურეო საბჭო ფიქტიური იყო, რა შემოწმება უნდა გაეკეთებინა სიმამრს სიძის? თავისი მეგობარი მოიყვანეს და ვინც რაღაც კონტროლს ვახორციელებდით, ჩვენ გამოგვყარეს. მსხვილი მეპატრონეა დიმიტრი აბდუშელიშვილი, რომელმაც თავდაპირველად 22.5% შეიძინა, რაც ობშორულ ზონაში, კვიპროსში გაფორმდა”, - აღნიშნა თენგიზ ლოლაძემ.

ამასთან, აქციონერი ფიქრობს, რომ ხანძარი შემთხვევით არ გაჩენილა.

”ამის მტკიცება რა თქმა უნდა ძნელია, და ვერავის ხელს ვერ დაადებ, მაგრამ გამოჩნდება ვის ინტერესში იყო. გამოჩნდებიან ინვესტორები, რაღაც შემოთავაზებებს გაგვიკეთებენ ალბათ, რომ მიწა შეისყიდონ, რაღაც გააკეთონ, გამოჩნდება ვინ არის დაინტერესებული”, - აღნიშნა თენგიზ ლოლაძემ.

ნინო ექვთიმიშვილი

საკვანძო სიტყვები:

თბილისში, კიდევ ერთი ავარიული საცხოვრებელი კორპუსი ნაძალადევის რაიონში ჩანაცვლდება

24 აპრილი, 2024 , 12:03

ავარიული მრავალბინიანი სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, ნაძალადევის რაიონში, ნაგომარის ქუჩის N47-ში უკვე დაიწყო პროექტირების სამუშაოები, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნი

ახალგაზრდების სოციალური მეწარმეობის პროექტების ხელშეწყობის პროგრამაზე რეგისტრაცია განახლებული პირობებით დღეს დაიწყება

24 აპრილი, 2024 , 11:57

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ახალგაზრდების სოციალური მეწარმეობის პროექტების ხელშეწყობის პროგრამაზე რეგისტრაცია განახლებული პირობებით დღეს დაიწყება და საპროექტო განაცხადის შევსება 15 მაისამდე იქ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში KIABI – ს პირველი ფილიალი გაიხსნა

23 აპრილი, 2024 , 15:39

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს.  ამჯერად, ფინანსურ ინსტიტუტთან პარტნიორობით, კომპანია ჯითექსმა,  გლობალური ბრენდის,  KIABI - ის პირველი ფილიალი, East Point - ში გახსნა. პროექტის ჯამ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ეკონომიკის ოლიმპიადის სასკოლო რაუნდი გაიმართა

22 აპრილი, 2024 , 16:07

საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, რომლის მიზანი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაა, ეკონომიკის ოლიმპიადის მხარდამჭერია. ეკონომიკის ოლიმპიადაში მონაწილეობას მე-10, მე-

ბზის მოჭრაზე კონტროლი გამკაცრდა - სანქციის ოდენობა 500-დან 2000 ლარამდე გაიზრდა

22 აპრილი, 2024 , 10:41

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. სამინისტროს ინფორმაციით, ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ოდენობა გაზრდილია და 500-დან 2000 ლარამდე ჯა

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი