უკან
საზოგადოება
30 იანვარი, 2017 18:05
„ბავშვთა სამყაროს“ შენობის ნაწილის დემონტაჟი მოხდება - ლაშა აბაშიძე
„ბავშვთა სამყაროს“ შენობის ნაწილის დემონტაჟი მოხდება, რის შემდეგაც იქნება შესაძლებელი შენობიდან დაზარალებულთა ნივთების გამოტანა, - განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის ვიცე-მერმა ლაშა აბაშიძემ.
მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც შენობა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტებმა დაათვალიერეს.
ამასთან, როგორც აბაშიძემ აღნიშნა, ის თუ როდის დაიწყება დემონტაჟი, ეს დღის ბოლომდე გაირკვევა.
ნინო ექვთიმიშვილი