უახლესი ამბები
- 23.04.2024 15:47ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია – იაგო ხვიჩია
- 23.04.2024 15:39საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში KIABI – ს პირველი ფილიალი გაიხსნა
- 23.04.2024 10:37ავტომანქანის ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს
- 23.04.2024 08:21აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ 2023 წლის ანგარიში გამოაქვეყნა
არქივი
საზოგადოება
,,ბავშვთა სამყაროში’’ ხანძრის შედეგად დაზარალებულები მთავრობის ადმინისტრაციასთან ხვალ კარვებს გაშლიან
ხვალ, 15:00 საათზე ”ბავშვთა სამყაროში” გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულები მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან კარავს გაშლიან და საპროტესტო აქციას გამართავენ.
ინოფრმაცია ამის შესახებ ჟურნალისტებს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ზაზა ხატიაშვილმა მიაწოდა, რომელმაც დაზარალებულ მოვაჭრეებთან თბილისის მერიაში აქციის გამართვის შესახებ განცხადება შეიტანა.
ზაზა ხატიაშვილის თქმით, კარვის გაშლას მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან ნებართვა არ სჭირდება და ეს მათი მხრიდან არის კეთილი ნების გამოხატვა.
”საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის გადაწყვეტილებით კარვის დადგმას არანაირი ნებართვა არ სჭირდება, თუმცა ჩვენ გვინდა გავაფრთხილოთ მერია, ასევე გავაფრთხილოთ პრემიერ-მინისტრის კანცელარია, რომ ხვალ, 15:00 საათზე გაიშლება კარავი მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან”, - განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.
მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების იგნორირება მოხდება და დაზარალებულ მოვაჭრეებს კარავს არ დაადგმევინებენ, ეს სისსხლის სამართლის დანაშაული იქნება, შესაბამისად, ხატიაშვილის თქმით, დაიგეგმება მასშტაბური აქციები.
თავის მხრივ, როგორც დაზარალებულები ამბობენ, ისინი მოითხოვენ მერიისგან ერთჯერადად 5 000 ლარის ოდენობით კომპენსაციას.
ნინო ექვთიმიშვილი