უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

4 თებერვალი, 2017 14:10
font-size

„ბავშვთა სამყაროს“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოვაჭრეებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გამართეს

მთავრობის ადმინისტრაციასთან „ბავშვთა სამყაროს“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოვაჭრეებმა აქცია გამართეს. ისინი სახელმწიფოსგან ითხოვენ ხანძრის შედეგად მიღებული ზიანის ანაზღაურებას.

აქციის ერთ-ერთი მონაწილის, ნათია ცანკაშვილის თქმით, 600-მდე მოვაჭრეა დაზარალებული.

„შევიკრიბეთ იმ მიზეზით, რომ დავდგებით ყველანი ერთად, იმიტომ, რომ 600-მდე ადამიანის ოჯახი დარჩა ლუკმა-პურის გარეშე. არანაირი შემოსავალი ჩვენს ოჯახებს არ გააჩნიათ“, - განცხადა ცანკაშვილმა.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ადვოკატთა ასოციაციის თავჯდომარე, ზაზა ხატიაშვილი ხელისუფლებას 10-დღიან ვადას აძლევს, რომ მოვაჭრეები სამუშაო ადგილებს დაუბრუნდნენ და მათ ზარალი აუნაზღაურდეს.

„ვაფრთხილებთ ხელისუფლებას, თუ 10 დღის განმავლობაში არ მოხდება ამ ხალხის ზარალის დათვლა და ანაზღაურება, თუ ამ ადამიანებს არ მიეცათ იმის საშუალება, რომ გააგრძელონ მუშაობა იმავე ადგილზე, ვპირდებით, რომ კარდაკარ ვივლით, მთელ თბილისს გამოვიყვანთ და მთელ საქართველოს, რამდენიმე ქალაქში გავაკეთებთ აქციას, იმიტომ რომ ადამიანების მიტოვება და თითოეული ადამიანის სახლში ჯდომა, და სეირის ყურება, არის სიბინძურე!“, - ამბობს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე.

ხატიაშვილმა აქციის მონაწილეებს გააცნო გეგმა, რომელიც ითვალისწინებს ზარალის დათვლას, კომპენსაციის გადახდას, მოვაჭრეების დასაქმების შემთხვევაში, მათთვის 1-წლიანი შეღვათების დაწესებასა და საპროცენტო განაკვეთის 1 წლით შეწყვეტას.

ანა მებურიშვილი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი რადიო ქალაქის პროექტს ახორციელებს

25 აპრილი, 2024 , 13:43

საქართველოს ბანკი ბიზნესის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს - რადიო ქალაქის მშენებლობას ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 30 მ

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი