უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

21 ნოემბერი, 2017 12:50
font-size

ბაზრის ტერიტორიაზე მოვაჭრე ფიზიკური პირები საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულებისაგან 2020 წლამდე თავისუფლდებიან

ბაზრის (ბაზრობის) ტერიტორიაზე მოვაჭრე ფიზიკური პირები საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულებისაგან 2020 წლამდე თავისუფლდებიან.

აღნიშნულს საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებები ითვალისწინებს.

„2020 წლის 1 იანვრამდე საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულებისაგან თავისუფლდებიან ფიზიკური პირები, რომლებიც არ იყენებენ დაქირავებულ პირთა შრომას და ახორციელებენ ეკონომიკურ საქმიანობას ბაზრის (ბაზრობის) ტერიტორიაზე განლაგებული არასტაციონარული სავაჭრო ადგილიდან, მათ შორის, დახლიდან, გარდა იმ პირისა, რომელიც რეგისტრირებულია ან ვალდებულია გაიაროს რეგისტრაცია დღგ-ის გადამხდელად ამ კოდექსის შესაბამისად,“- აღნიშნულია საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტში.

ცვლილებების თანახმად, ბაზრობის ტერიტორიაზე განლაგებული არასტაციონარული სავაჭრო ადგილის საკონტროლო - სალარო აპარატის გარეშე გამოვლენა ბაზრობის ორგანიზატორის სტატუსის მქონე პირის (თითოეული არასტაციონარული სავაჭრო ადგილის მიხედვით, რომელიც არ არის უზრუნველყოფილი საკონტროლო - სალარო აპარატით) 1 000 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს.

პროექტის თანახმად, პირი, რომელიც 2018 წლის 1 იანვრამდე ახორციელებდა ბაზრობის ორგანიზებას ( გარდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით ვაჭრობის ორგანიზებისა), ვალდებულია არაუგვიანეს 2019 წლის 1 იანვრისა საკონტროლო-სალარო აპარატებით ბაზრობის ტერიტორიაზე არსებული არასტაციონარული სავაჭრო ადგილის 1/3; არაუგვიანეს 2019 წლის 1 ივლისისა ბაზრობის ტერიტორიაზე არსებული არასტაციონარული სავაჭრო ადგილის 2/3, ხოლო არაუგვიანეს 2020 წლის 1 იანვრისა ბაზრობის ტერიტორიაზე არსებული არასტაციონარული სავაჭრო ადგილი სალარო აპარატებით სრულად უზრუნველყოს.

ცნობისთვის, მოქმედი საგადასახადო კოდექსის თანახმად, აღნიშნულ პირებს სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულება 2018 წლიდან უნდა დაკისრებოდათ.

ნინო ექვთიმიშვილი

საკვანძო სიტყვები:

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა

18 მარტი, 2024 , 13:04

მსოფლიო ბანკის შესყიდვის პროცედურების მიხედვით, ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი