უახლესი ამბები
- 28.01.2021 17:57მედიაჰოლდინგ `იმედის` 100%-იანი წილი იყიდება
- 28.01.2021 17:49დავით ზალკალიანი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს ტელეფონით ესაუბრა
- 28.01.2021 17:35პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა 49 ოპოზიციონერისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა
- 28.01.2021 17:35პრემიერ-მინისტრმა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე რეგიონში არსებული ვითარება და ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარება განიხილა
- 28.01.2021 17:35`ტელეიმედის` მფლობელი კომპანიის 100%-იანი წილი იყიდება
- 28.01.2021 17:151 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2995 ლარი გახდა
- 28.01.2021 17:15სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ეს გათავისუფლება არის მოლაპარაკების შედეგი - ალეკო ელისაშვილი
- 28.01.2021 17:09კომუნიკაციების კომისიამ „მთავარი არხი“ ეთერში უხამსობის ტირაჟირების გამო სამართალდამრღვევად ცნო, მაგრამ პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა
- 28.01.2021 16:45პარტია „ევროპელი სოციალისტები“ საჯარო რეესტრში ოფიციალურად დარეგისტრირდა
- 28.01.2021 16:45ზაზა გახელაძის ე.წ. სასამართლო პროცესი ოკუპირებულ ცხინვალში ისევ გადაიდო
არქივი
საზოგადოება


ბაზრობებზე, მოლებში, მაღაზიებში და საცალო ვაჭრობის სფეროში დასაქმებულები 300 ლარიან კომპენსაციას მიიღებენ და გარდა ამისა, მათ სახელმწიფო სესხების გადავადებაში დაეხმარება - გიორგი გახარია
იქიდან გამომდინარე, რომ რამდენიმე კვირით ვზღუდავთ საცალო ვაჭრობას, ბაზრობებს, მოლებს, მაღაზიებს და გვესმის, რომ აქ დიდი რაოდენობით ჩვენი მოქალაქეა დასაქმებული, ჩვენ ვაწესებთ იგივე სახის სოციალურ მიზნობრივ დახმარებას, როგორიც გვქონდა თვითდასაქმებულებისთვის პირველი ტალღის პერიოდში. ეს გახლავთ 300 ლარის ოდენობით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ბრიფინგზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, 300 ლარიანი დახმარების გარდა, მთავრობა იღებს ვალდებულებას, რომ ამ სექტორში დასაქმებულ თითოეულ ადამიანს, რომელსაც გააჩნია სესხი, დაეხმაროს სესხის გადავადებაში.
„რაც შეეხება საქართველოს მთავრობის სოციალური და ბიზნესის დახმარების მეოთხე ტალღას - ჩვენი ბიზნესის და სოციალური დახმარების წინა სამი ტალღა იყო უკიდურესად მიზნობრივი. თუ პირველი ტალღის პირობებში იქიდან გამომდინარე, რომ არ ვიცოდით ეპიდემიის და ეკონომიკური კრიზისის შედეგების მასშტაბი, ვეცადეთ, რომ ეს ყოფილიყო მაქსიმალურად გადანაწილებული ყველა სოციალურ ჯგუფზე. დღეს უკვე გამოვყოფთ წერტილოვნად, თუმცა დაფარვის პრინციპსაც ვინარჩუნებთ.
იქიდან გამომდინარე, რომ რამდენიმე კვირით ვზღუდავთ საცალო ვაჭრობას, ბაზრობებს, მოლებს, მაღაზიებს და გვესმის, რომ აქ დიდი რაოდენობით ჩვენი მოქალაქეა დასაქმებული, ჩვენ ვაწესებთ იგივე სახის სოციალურ მიზნობრივ დახმარებას, როგორიც გვქონდა თვითდასაქმებულებისთვის პირველი ტალღის პერიოდში. ეს გახლავთ 300 ლარის ოდენობით.
ჩვენ დაწყებული გვაქვს ამ ადამიანების აღრიცხვა იმ კომპანიებთან ერთად, სადაც ისინი არიან დასაქმებულები. ამ 300 ლარიანი დახმარების გარდა, ჩვენ ვიღებთ იმ ვალდებულებას, რომ ამ სექტორში დასაქმებულ თითოეულ ადამიანს, რომელსაც გააჩნია სესხი, სახელმწიფო მიეხმარება სესხის გადავადებაში.
არაფორმალურად დასაქმებულთათვის, 300 ლარიანი ერთჯერადი დახმარებით პირველი ტალღის პერიოდში ისარგებლა 250 000-მა ადამიანმა. ამჯერად, იქიდან გამომდინარე, რომ დავიწროებულია სფერო, რომლის მიმართაც იქნება მიმართული ეს დახმარება, ვფიქრობთ, რომ იქნება დაახლოებით 100-120 ათასი ბენეფიციარი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მედიაჰოლდინგ `იმედის` 100%-იანი წილი იყიდება
28 იანვარი, 2021 , 17:57

`ტელეიმედის` მფლობელი კომპანიის 100%-იანი წილი იყიდება
28 იანვარი, 2021 , 17:35

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2995 ლარი გახდა
28 იანვარი, 2021 , 17:15
კომუნიკაციების კომისიამ „მთავარი არხი“ ეთერში უხამსობის ტირაჟირების გამო სამართალდამრღვევად ცნო, მაგრამ პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა
28 იანვარი, 2021 , 17:09

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უმაღლეს სასწავლებლებთან თანამშრომლობას ააქტიურებს
28 იანვარი, 2021 , 16:45

„აზერბაიჯანელებმა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან თანამედროვე საავტომობილო გზის მშენებლობა დაიწყეს“
28 იანვარი, 2021 , 15:15