კომენტარი


ბაზრობის ადმინისტრაციამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ამ ადამიანების წინაშე - დავით ნარმანია
თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, „ბავშვთა სამყაროსა“ და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძრისგან დაზარალებული მოვაჭრეების წინაშე პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, ბაზრის ადმინისტრაციამ უნდა აიღოს.
როგორც მან ჟურნალისტებს შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას განუცხადა, ხანძრის მასშტაბი ძალიან დიდი იყო, თუმცა ამ ეტაპზე ლოკალიზებულია.
„ზარალი არის ძალიან დიდი. ძალიან ბევრი ადამიანი მუშაობდა და მათი მხრიდან ისმის კითხვები, როგორ მოხდება ზარალის ანაზღაურება. დაზარალებულებისა და ჩვენი მხრიდან მთავარი აქცენტები კეთდება ბაზრობის ადმინისტრაციაზე. ბაზრობის ადმინისტრაციამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ამ ადამიანების წინაშე. ადმინისტრაცია, პირველ რიგში, პასუხისმგებელია გამოჩნდეს ამ ადამიანებთან, უთხრან მათ, რით შეუძლიათ დაეხმარონ. გამოძიებით უნდა დადგინდეს ხანძრის გამომწვევი მიზეზები. ძალიან ბევრ კითხვას, რომელიც ამ ადამიანების მხრიდან არსებობს, უნდა გაეცეს პასუხი“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
თუ რამე იციან, თქვან, თუ არადა, ჭორაობას თავი დაანებონ - გიორგი ვაშაძე
18 იანვარი, 2021 , 18:16

ნატო ჩხეიძე: ვისაც უწმაწური სიტყვების გარეშე აზრის გამოთქმის უნარი არ აქვს, მათ „მოსაზრებებს” ვშლი
18 იანვარი, 2021 , 12:25

ალბათ ახლა ჯობია, მე სხვა საქმეებით ვიყო დაკავებული, ვიდრე პოლიტიკით - დავით საგანელიძე
16 იანვარი, 2021 , 15:40

ვანო მერაბიშვილზე მოყოლა რომ დავიწყო, ქვეყანაში შეიძლება ჭერი ჩამოინგრეს - ნიკა მელია
16 იანვარი, 2021 , 12:54

კობახიძის გაჩენილ ხანძრებს ივანიშვილი აქრობდა, ახლა არავინაა, ვისაც შეუძლია, დაიჭიროს ეს სიტუაცია – ეკა ბესელია
15 იანვარი, 2021 , 15:45

დამაზიანებელია იმის თქმა, რომ რურუა ოპოზიციის შეცდომის გამოა ციხეში –სალომე სამადაშვილი
15 იანვარი, 2021 , 14:10