უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

22 მაისი, 2020 16:57
font-size

ბებიის მიმართ განხორციელებული ძალადობისთვის ბრალდებული დამნაშავედ იქნა ცნობილი

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ბებიის მიმართ განხორციელებული ძალადობის და მუქარის ფაქტებზე ბრალდებული ნ.ს. დამნაშავედ ცნო.

პროკურატურის ცნობით, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ქ.თბილისში, 2019 წლის 1 იანვრიდან 18 დეკემბრის ჩათვლით, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ნ.ს-მ, რამდენჯერმე მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა ლოგინად ჩავარდნილ, უმწეო მდგომარეობაში მყოფ 88 წლის ბებიას - ა.ს-ს და სიცოცხლის მოსპობით და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა.

ნ.ს-ს ბრალდება 2019 წლის 19 დეკემბერს საქართველოს სისხლის სამართალი კოდექსის 1261-ე მუხლის 2 ნაწილი „ა“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ(ორი ეპიზოდი), 1261-ე მუხლის 1 ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია), 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ (ორი ეპიზოდი)) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნ.ს. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ყოფილი სიძის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებული დააკავეს

2 ივნისი, 2020 , 15:00

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ბათუმში 1994 წელს დაბადებული რ. ი. დააკავეს. "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბათუმში, ღამის საათებში, ურთიერთშელაპარაკებისას, დის

ქუთაისში პოლიციელების მიმართ ძალადობისა და წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

2 ივნისი, 2020 , 15:00

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა 1999 წელს დაბადებული, ქურდობისთვის ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი და წარსუ

ბათუმში საზღვრის უკანონო გადაკვეთის ფაქტზე თურქეთის ცხრა მოქალაქე დააკავეს

2 ივნისი, 2020 , 12:35

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებების შედეგად ბათუმში თურქეთის მოქალაქეები დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გატ

სამეგრელო, გურიასა და ზემო სვანეთში უაქციზო საქონლის შენახვის ფაქტები გამოვლინდა

1 ივნისი, 2020 , 17:30

25-31 მაისს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს მიერ, გატარებული მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგად, უაქციზო საქონ

სუს-ის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტმა რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

30 მაისი, 2020 , 17:15

სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში არსებული ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში არსებობენ პირთა ჯგუფები და რიგი მოქალაქეები, რომლებიც ცდილობენ ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონში ეთნიკურ ქართველებსა და აზერბაი

თბილისში, წერეთლის გამზირზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ორი პირი დააკავა

30 მაისი, 2020 , 15:00

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული ლ. ა. და 1996

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ქრისტე აღსდგა!