უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

2 მარტი, 2018 17:25
font-size

ბედნიერია არჩილ ტატუნაშვილის ოჯახი, რომ ასეთი გმირი გაზარდა - საპატრიარქოს დელეგაცია არჩილ ტატუნაშვილის ოჯახთან ჩავიდა

საპატრიარქოს დელეგაცია ცხინვალის რეგიონში დაღუპული არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს ეწვია.

ისინი გარდაცვლილისთვის პანაშვიდს გადაიხდიან. საპატრიარქოს წარმომადგენლებმა სოლიდარობა გამოუცხადეს დაღუპულის ოჯახს.

მამა შალვა კეკელიას განცხადებით, სასულიერო პირები იქამდეც აპირებდნენ ჩასვლას, თუმცა ცხედრის გადმოსვენებას ელოდნენ. არჩილ ტატუნაშვილის ოჯახისა და პატრიარქის გუშინდელი შეხვედრის შემდეგ გადაწყდა, რომ სასულიერო პირები ყოველდღე ჩავლენ ტატუნაშვილის მშობლებთან.

კეკელიამ იმედი გამოთქვა, რომ ცხედრის გადმოცემა ოჯახისთვის რაც შეიძლება მალე მოხდება.

„სამწუხარო ფაქტი მოხდა, რომ ასეთი ვაჟკაცი გამოაკლდა ჩვენს ქვეყანას. იქ, სადაც ჩვენი წინაპრები არიან, ჩვენი მარადიული სამყოფელია, ჩვენს ქვეყანას კიდევ ერთი გმირი მიემატა. იმედი გვაქვს, მისი ცხედარი დაბრუნდება ოჯახში. ვფიქრობ, ბედნიერია მისი ოჯახი, რომ ასეთი გმირი გაზარდა. ჩვენი ქვეყანაც ბედნიერია, რომ ასეთ გმირებზე დგას ჩვენი ერი და სამშობლო“, - თქვა მამა შალვა კეკელიამ.

საოკუპაციო ძალებმა არჩილ ტატუნაშვილი ლევან ქუტაშვილთან და იოსებ პავლიაშვილთან ერთად 22 თებერვალს, ახალგორში დააკავეს. მომდევნო დღეს ოსურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია ტატუნაშვილის დაღუპვის შესახებ. ქართული მხარის მოთხოვნის მიუხედავად, დაღუპულის ცხედრის გადაცემა თბილისისთვის ამ დრომდე არ მომხდარა.

ანა მებურიშვილი

ფრანგულმა გამოცემამ „ლე ფიგარო“ საქართველოს შესახებ სტატია გამოაქვეყნა

12 ივნისი, 2021 , 12:44

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, საფრანგეთის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა ჟურნალმა „ლე ფიგარომ“ საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ სტატია გამოაქვეყნა. ჟურნალში თბილისი, ქართული სამზ

თეა წულუკიანი გელათის სამონასტრო კომპლექსში იუნესკო-ს უცხოელი ექსპერტების ვიზიტის მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო

12 ივნისი, 2021 , 11:45

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი გელათის სამონასტრო კომპლექსს ესტუმრა და იუნესკოს ექსპერტების საქართველოში ვიზიტისთვის მოსამზადებელ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. სამინისტროს ინიციატივით

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლენილია 452, იმერეთში 82, აჭარაში 56

12 ივნისი, 2021 , 11:22

საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი ინფიცირების 794 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 452 შემთხვევა, აჭარა – 56, იმერეთი – 82, ქვემო ქართლი – 43, შიდა ქართლი – 47, გურია – ორი, ს

საქართველოში კორონავირუსის 794 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

12 ივნისი, 2021 , 11:17

საქართველოში კორონავირუსის 794 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 498 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში

კადეტთა სამხედრო ლიცეუმში ღია კარის დღე გაიმართა

12 ივნისი, 2021 , 11:08

გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი მომავალი სასწავლო წლისთვის კადეტთა ახალი ნაკადის მისაღებად აქტიურად ემზადება. როგორც „მედიანიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ლიცეუმის პირადმა

ჩვენ ვაქცინისთვის მობილიზებული გვაქვს იმდენი თანხა, რამდენიც ვაქცინების შეძენას დასჭირდება - ფინანსთა მინისტრი

11 ივნისი, 2021 , 20:31

ჩვენ ვაქცინისთვის მობილიზებული გვაქვს იმდენი თანხა, რამდენიც ვაქცინების შეძენას დასჭირდება, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში გამოსვლისას. როგორც მან აღნიშნა, თანხების მობილიზების კუთხით არანაირი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი