უახლესი ამბები
- 25.01.2021 10:25ანონსი - 25.01.21
- 25.01.2021 10:25დღის კალენდარი - 25 იანვარი
არქივი
საზოგადოება


ბედნიერია ერი, რომელსაც ასეთი სულიერი წინამძღოლი ჰყავს - ირაკლი კობახიძე
პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსსა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს.
„თქვენო უწმინდესობავ, გულითადად გილოცავთ დაბადების დღეს! ბედნიერია ერი, რომელსაც ასეთი სულიერი წინამძღოლი ჰყავს. თქვენი მოღვაწეობა სამაგალითოა და მისაბაძია მთელი მსოფლიოსთვის.
თქვენი ძალისხმევით გადაწყდა სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე და თავისი მასშტაბით ისტორიული პრობლემა - საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის საერთაშორისო აღიარება. თქვენ ბრძანდებით ცივილიზაციათა დიალოგის იდეის ერთ-ერთი ავტორი. დიდია თქვენი ღვაწლი საქართველოს არა მხოლოდ სასულიერო, არამედ საერო ცხოვრებაშიც. უმნიშვნელოვანესი და ფასდაუდებელია თქვენი როლი საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე რთულ მომენტებში.
პირადად ჩემი და საქართველოს პარლამენტის სახელით, მინდა გისურვოთ ჯანმრთელობა და დღეგრძელობა უფლის სადიდებლად და ჩვენი ერისა და ხალხის სამსახურში“, - ნათქვამია პარლამენტის თავმჯდომარის მილოცვაში.
დღეს პატრიარქს 84 წელი შეუსრულდა.
საკვანძო სიტყვები:

საქართველოში კორონავირუსის 546 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 456 პაციენტი
24 იანვარი, 2021 , 11:11

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 17 პაციენტი გარდაიცვალა
24 იანვარი, 2021 , 11:05

ისრაელის საელჩო განცხადებას ავრცელებს
24 იანვარი, 2021 , 10:52
გიორგი რურუას მხარდასაჭერად თბილისში აქცია-პერფორმანსი გაიმართა
23 იანვარი, 2021 , 17:35
სალომე ზურაბიშვილმა ქართველი სტუდენტებისა და ევროკავშირის ქვეყნების სტუდენტების სწავლის საფასურის გათანაბრების საკითხი ევროკომისიის პრეზიდენტთან განიხილა
23 იანვარი, 2021 , 16:05

„ფეხით წაბრძანდნენ სახლში და ნახონ, როგორი არის რიგითი ადამიანის ცხოვრება“ - თბილისის მერიის სამანქანო შესასვლელი ჯაჭვით ჩაკეტეს
23 იანვარი, 2021 , 15:00