უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

16 ნოემბერი, 2017 12:55
font-size

ბელარუსის ვიცე-პრემიერი კაზრეთში საცხოვრებელ კორპუსებში ლიფტების მოწყობის სამუშაოებს გაეცნო

საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფი, ბელარუსის ვიცე-პრემიერი მიხაილ რუსი ბოლნისში, დაბა კაზრეთში საცხოვრებელ კორპუსებში ლიფტების მოწყობის სამუშაოებს გაეცნო.

კაზრეთში მიმდინარეობს არსებული ყველა ძველი ლიფტის, ბელარუსში წარმოებული ახალი ლიფტებით ჩანაცვლება. რამდენიმე კორპუსის მცხოვრებლები ახალი ლიფტით უკვე სარგებლობენ.

შესრულებული სამუშაოები დელეგაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ კახა გულედანმა და მხარის გუბერნატორმა გიგა ნემსაძემ გააცნეს.

,,ბოლნისში იმ სამუშაოების შედეგებს ვეცნობით, რომელიც ორ სახელმწიფოს სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის ფარგლებში გაკეთდა. მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს მთავრობას, ადგილობრივ ხელისუფლებასა და ბიზნეს სექტორს წარმატებული თანამშრომლობისთვის. ეს არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ სოციალური პროექტია, რომელიც ათეულობით ოჯახის საყოფაცხოვრებო პირობებს გააუმჯობესებს და ხელს შეუწყობს მათი სოციალური ფონის ამაღლებას,’’-განაცხადა ბელარუსის ვიცე-პრემიერმა ბოლნისში ვიზიტისას.

პროექტის ფარგლებში, წლის ბოლომდე დაგეგმილია 30-ი ლიფტის განახლება, ხოლო მომავალ წელს დარჩენილი ნაწილის სრულად რეაბილიტაცია. პროექტის ძირითადი ნაწილი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. ასევე, ლიფტების კეთილმოწყობის პროექტში კერძო სექტორიც ერთვება. რამდენიმე ერთეული ლიფტის მოწყობის სამუშაოებს კომპანია ,,ARG“ და ,,PSP” დააფინანსებს.

საკვანძო სიტყვები:

11-25 აპრილს გომბორი-თელავის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

10 აპრილი, 2024 , 11:05

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 11 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზ

საქართველოს ბანკის რიგით 21-ე იდეათეკა ახალციხეში გაიხსნა

25 მარტი, 2024 , 17:05

საქართველოს 8 რეგიონში უკვე საქართველოს ბანკის 21 მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე - იდეათეკა ფუნქციონირებს. ეს ყველაფერი არაა. ფინანსური ინსტიტუტი მოსწავლეებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. საქ

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

25 მარტი, 2024 , 12:09

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. "აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ოჩხამურთან მოხდა და გარდაცვლილები ოჯახის წევრები არიან.  სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის განმარტებით,

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა

20 მარტი, 2024 , 12:00

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ახალ გუბერნატორს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრემიერმა ლევან ხარაბაძ

ოზურგეთი-თბილისის მატარებელი სოფელ ნატანებთან ლიანდაგიდან გადავიდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

20 მარტი, 2024 , 11:48

ოზურგეთი-თბილისის მატარებლის ელმავალი და პირველი ვაგონი სოფელ ნატანებთან ლიანდაგს ასცდა. როგორც საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ცნობით, ამ დროისათვის მიმდინარეობს მოკვლევა დ

დედოფლისწყაროში, ტყის მიმდებარედ მამაკაცი ხანძრის გაჩენას ცდილობდა - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

5 მარტი, 2024 , 11:16

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც დედოფლისწყაროს რაიონში, ტყის მიმდებარედ ხანძარს მიზანმიმართულად აჩენდა, 500 ლარით დაჯარიმდა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „შინა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი