უკან

მოზაიკა

28 მაისი, 2021 10:45
font-size

BENTLEY BENTAYGA S: ყველაზე სპორტული BENTAYGA

 ახალი Bentayga S: ეფექტური და წარმოუდგენლად მანევრირებადი

 სპორტული დაკიდების უნიკალური ფუნქციები, კიდევ უფრო მეტი დინამიურობისთვის

 მართვის ახალი გამოცდილება: მკვეთრად გამოხატული სპორტული იერი

 ტონირებული ფარები, ემბლემა Bentayga S, 22-იდუიმიანი დისკები და V8 ძრავის ახალი სპორტული ხმა წარმოაჩენს მოდელის წარმოუდგენელ

პოტენციალს

 ახალი ფერების გადაწყვეტილება და Alcantara®-ს მასალის ელემენტები, დახვეწილ სალონში

 დეკორატიული ელემენტები ბზინვარე დაფარვით, ძარის დეტალები და უკანა ხედვის სარკე შავ ფერში შესრულებული

 4,0-ლიტრიანი V8 ორმაგი ტურბო ძრავი: სიმძლავრე 550 ცხენის ძალა და ბრუნვადი მომენტი 770 ნმ

 100 კმ/სთ-მდე აჩქარება 4.5 წამში; მაქსიმალური სიჩქარით 290 კმ/სთ

 სპორტული Bentayga S წარმოდგენილია ოთხი, ხუთი ან შვიდადგილიანი კონფიგურაციის სალონით

 ახალი მოდელი ავსებს Bentayga -ს ხაზის აქტუალურ ხაზს, რომელშიც შედის V8 და Speed ვერსიები

კომპანიამ Bentley წარმოადგინა ახალი Bentayga S, რომელსაც მოაქვს უფრო მეტი სპორტული დინამიკა Bentayga-ს ოჯახში. Bentayga S, მკვეთრი დიზაინის სპორტული ელემენტებით და უნიკალური დეტალებით არის Bentley-ს ეტალონური დახვეწილი ყველგანმავალის ახალი ვერსია, რომელიც შექმნილია დიდ ბრიტანეთში და წარმოებულია ნახშირბად ნეიტრალურ ბენტლის ქარხანაში, ინგლისის ქალაქ ქრუ-ში.

მას შემდეგ რაც 2015 წელს შეიქმნა Bentayga, კომპანია ბენტლიმ პირველად შესთავაზა Bentayga S ვერსია იმ კლიენტებს, რომლებიც შეუცვლელად აფასებენ მაღალ დინამიურ ხასიათს და სპორტულ მანევრირებას გზებზე. Bentley Dynamic Ride, ისევე როგორც სტანდარტული და გაძლიერებული სპორტული დაკიდების პარამეტრები, ახალი Bentayga S გთავაზობთ დაუვიწყარ მართვის შეგრძნებებს. დაკიდების სისტემის მდგრადობის 15%-ით გაზრდა და ელექტრონული სტაბილურობის სისტემის დეტალური მომართვა უზრუნველყოფს მეტ დინამიურობას SPORT რეჟიმში მართვისას.

ბენტეიგას იერი მის S ვერსიაში სრულად იქნა გარდასახული: ძარის ეფექტური შავი დეტალები, შეღებილი შავ ფერში და ძრავის კიდევ უფრო შთამბეჭდავი ხმა, გადამუშავებული გამონაბოლქვის გამოყოფის ახალი სისტემის დანერგვით, რაც ხაზს უსვამს გზებზე მოდელის ეფექტურ გადაადგილებას.

Bentley Bentayga S აღჭურვილია 22-ინჩიანი დისკებით, რომლისთვისაც შესაძლებელია შეირჩეს სამი ტიპის მოპირკეთება, ახალი S ემბლემებით, რომლებიც განთავსებულია წინა კარებების ქვედა ზღურბლზე და Blackline ოფციების ნაკრები სტანდარტულ კომპლექტაციაში. გვერდითი ხედი გახდა უფრო გამოხატული გაზრდილი უკანა სპოილერით, ზღურბლზე საფეხურით და წინა & უკანა ბამპერების კიდეებით, შავ მბზინვარე ფერში დაფარული.

Bentayga S მოდელის ექსტერიერს ავსებს ტონირებული ფარები და უკანა მაშუქები, უკანა ხედვის შავი გარე სარკეები და შავი ოვალური გამონაბოლქვის მილები.

მდიდრული სალონი ასევე ახდენს Bentayga S უნიკალური სტილის დემონსტრირებას. ახალი სავარძლები, ახალი ფერთა გამა, ექსკლუზიური ნაკერები და Alcantara® მასალები ხაზს უსვამს მოდელის დინამიურ ხასიათს. ინსტრუმენტების პანელზე, ცენტრალურ კონსოლზე, კარებზე და სავარძლის ბალიშებზე ფერების აქცენტი, ასევე ალკანტარას მასალის ჩანართები სავარძლის ბალიშებზე და მისაყრდნობზე, საჭეზე და სიჩქარეების გადამრთველზე, წარმოაჩენს Bentayga S ოდელის ძლიერ და თანამედროვე სტილს.

მდიდრული ყველგანმავალი, რომელიც თავის სეგმენტში ეტალონს წარმოადგენს, ხელმისაწვდომია ოთხ, ხუთ და შვიდ ადგილიანი მოდიფიკაციით. ბაზარზე Bentayga-ს 2016 წლიდან მთელს მსოფლიოში რეალიზებულია 25 000-ზე მეტი ავტომობილი.

გამორჩეული სიმძლავრე და შთამბეჭდავი მწარმოებლურობა

ახალი Bentayga S აღჭურვილია ლეგენდარული 4,0 ლიტრიანი ბენზინის 8 ცილინდრიანი ტურბო ძრავით, რომელიც თავის თავში აერთიანებს მაღალ მწარმოებლურობას და ეკონომიურობას. უახლესი თაობის ძალოვანი აგრეგატი, ავითარებს 550 ცხენის ძალას, და 770 ნმ ბრუნვად მომენტს. 100 კმ/სთ-მდე აჩქარება 4.5 წამში, ამასთან მაქსიმალური სიჩქარე 290 კმ/სთ-ს აღწევს. კლასში საუკეთესო მწარმოებლურობით Bentayga S გამაგრებულია გადაადგილების 654 კმ-იანი მარაგით და CO2 გამოყოფით 294 კ/კმ დონეზე.

მაქსიმალური ეფექტურობისთვის Bentayga S მართვის სისტემა აღჭურვილია Bentley Dynamic Ride სისტემით. სამი ათეული წამის განმავლობაში მას შეუძლია განავითაროს 1300 ნმ ბრუნვადი მომენტი, მოსახვევში მოძრაობისას საბურავების გზის საფართან , მაქსიმალური კონტაქტის გარანტიისთვის მართვადობისა და კომფორტისთვის.

როგორც ბოლო დროს წარდგენილ მოდელზე Continental GT Speed, რომელშიც მართვის კონტროლი და შთამბეჭდავი გამოცდილება გამრავალფეროვნებულია დაკიდების სისტემების სხვადასხვა რეჟიმებით, ასევე S ვერსიისთვის შერჩეულია სპორტული რეჟიმის საგანგებო ფუნქციები , რომელიც მას Bentayga-ს სხვა მოდელებისგან გამოარჩევს.Bentayga S სტანდარტულ აღჭურვილობაში შედის ახალი სპორტული სისტემა გადამუშავებული გამონაბოლქვის გამოყოფის. მოდელმა შეინარჩუნა მაღალი გამავლობა, რომელიც ბენტეიგასთვის არის დამახასიათებელი. სურვილისამებრ ახალი ვერსია შესაძლოა დაკომპლექტდეს All-Terrain პაკეტით, სპეციალური ოთხი რეჟიმით: ქვიშა, თოვლი და სველი ბალახი, გრუნტი, ტალახი და უგზოობა. ამის გარდა ავტომობილს შეუძლია დაძლიოს ნახევარი მეტრის სიღრმის ღორღიანი მდინარე.

უნიკალური სალონი: ფუფუნება თითოეულ დეტალში

Bentayga S-ის ფერთა გამა, გულისხმობს ალკანტარას მასალების გამოყენებას სავარძლების ბალიშებზე და საზურგეზე, სიჩქარეების გადამრთველზე, საჭეზე, ინსტრუმენტთა დაფის ზედა ნაწილში და სახურავზე და ეს ყველაფერი ქმნის ეფექტურ შეხედულებას, მოდელის მწარმოებლურობის გამოყოფით.

ახალი მოდელის შესაძლებლობა რომ კონფიგურირდეს ოთხი, ხუთი ან შვიდ ადგილიანი მოდიფიკაციით მას კიდევ უფრო გამორჩეულს ხდის. სავარძლების აქტუალური დიზაინი სალონს მატებს სპორტულ ესთეტიკას და ყურადღებას ამახვილებს საზურგის ზონის ლაკონურ შემოკერვაზე. ნაკერი ჰარმონიაშია სალონის ტყავის ძრითად ფერთან და ალკანტარას საზურგესთან რომელზეც ამოკერილია ასო «S».

Bentayga S აღჭურვილია ციფრული ინსტრუმენტთა დაფით - ისეთივე როგორც Bentayga Speed მოდელშია. მისი განსაკუთრებული მახასიათებლებია - გრაფიკული ციფერბლატი, რომლის დიზაინის შთაგონება უმაღლესი სიზუსტის ქრონოგრაფები იყო. ინსტრუმენტთა დაფას ინტერაქტიული ფერადი ეფექტით და ელეგანტური ანიმაციით თავისი წვლილი შეაქვს თანამედროვე ინტერიერის ფორმირებაში და შეუძლია პერსონალურად მოიმართოს მძღოლის სურვილების უპირატესობების შესაბამისად.

ციფრული ინსტრუმენტთა დაფა გთავაზობთ მონაცემების გამოსახვის ორ ფორმატს: კრასიკური და გაფართოებული. პირველ შემთხვევაში დისპლეიზე გამოდის ორი ციფერბლატი - სპიდომეტრი და ტახომეტრი, ხოლო მეორე შემთხვევაში მარჯვნივ სივრცე ეთმობა რუქებს და მედიაინფორმაციას.

ცნობისთვის - Bentley Motors - მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნადი მდიდრული საავტომობილო ბრენდია. კომპანიის ქარხანა და სათაო ოფისი მდებარეობს ინგლისის ქალაქ ქრუ-ში. აქვე კონცენტრირებულია მისი ძირითადი საქმიანობა, მათ შრის დიზაინერული გადაწყვეტილებების შექმნა, სამეცნიერო კვლევები და განვითარება, ასევე სამი სამოდელო საავტომობილო ხაზის დაპროექტება და წარმოება, ესენია: Continental, Flying Spur, Bentayga.

ბრიტანული ძვირადღირებული ისეთი საავტომობილო ბრენდების უნიკალურობა, როგორიც არის Bentley, მდგომარეობს შემდეგში; დახვეწილი ხელობა, ტრადიციები რომლებიც თაობიდან თაობას გადაეცემა, საინჟინრო გამოცდილება და მოწინავე ტექნოლოგიები. კომპანიამ შეინარჩუნა მდიდრული საგნების ბრიტანელი მწარმოებლების საუკეთესო მემკვიდრეობა. Bentley ქარხანაში, ქრუში დასაქმებულია დაახლოებით 4000 ადამიანი.

“La Gazzetta Dello Sport” უკვე ქართულ მედიასივრცეშია

1 თებერვალი, 2024 , 15:01

მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი და ისტორიული იტალიური სპორტული მედიაპლატფორმა „La Gazzetta Dello Sport“ უკვე საქართველოშია. მისი ქართული ვერსიის - „La Gazzetto Dello Sport  Georgia“-ს ოფიციალური წ

სახელოვანი ვიოლონჩელისტი იან მაკსინი საქართველოში კონცერტებს მართავს

29 იანვარი, 2024 , 17:02

საქართველოში ცნობილი ვიოლონჩელისტი, კომპოზიტორი და მრავალენოვანი ამერიკელი ვოკალისტი იან მაკსინი იმყოფება. იგი ჩვენს ქვეყანას ახალი ალბომის -- “Amor Renauts”-ის გამოშვებისადმი მიძღვნილი მსოფლიო ტურნეს ფარგლებ

საქართველოდან სიყვარულით სავსე გულით მივდივარ - ალ ბანო

27 ნოემბერი, 2023 , 11:27

"იტალიელები ქართველებს ძალიან ჰგვანებიან. განსხვავებული მხოლოდ ენაა. მაგრამ ჭიქა ღვინოსთან ენაც ქრება და მხოლოდ გული რჩება", -ასე მიესალმა ლეგენდარული იტალიელი მომღერალი ალ ბანო კარიზი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში შე

თბილისი ლეგენდარული ალ ბანოს პირველ სოლო კონცერტს უმასპინძლებს

24 ნოემბერი, 2023 , 12:38

24 ნოემბერს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ლეგენდარული იტალიელი მომღერლის, ალ ბანოს პირველი სოლო კონცერტი გაიმართება. მუსიკოსი საქართველოს საქველმოქმედო ფონდ "ცხოვრება მშვენიერიას" მოწვევით სტუმრობს. როგორც მომღერალმა

ისრაელელი მხატვრების გამოფენა თბილისში

24 ნოემბერი, 2023 , 11:48

ხვალ, 25 ნოემბერს თბილისში გაიხსნება ისრაელელი მხატვრების ჯგუფური გამოფენა, რომელიც მშვიდობას ეძღვნება. "სამართლიანობა, სიმართლე და მშვიდობა?" ასე ჰქვია გამოფენას, რომელიც თბილისში მიმდინარეობდა და ისრაელზე 7 ოქტომბერს ტ

ისრაელელი მხატვრების გამოფენა თბილისში

24 ნოემბერი, 2023 , 11:48

ხვალ, 25 ნოემბერს თბილისში გაიხსნება ისრაელელი მხატვრების ჯგუფური გამოფენა, რომელიც მშვიდობას ეძღვნება. "სამართლიანობა, სიმართლე და მშვიდობა?" ასე ჰქვია გამოფენას, რომელიც თბილისში მიმდინარეობდა და ისრაელზე 7 ოქტომბერს ტ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი