უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მოზაიკა

5 აპრილი, 2019 12:45
font-size

BENTLEY BENTAYGA V8 DESIGN SERIES: თანამედროვე სტილი და დინამიური ხასიათი

-Bentayga ექსკლუზიური სერია , V8 ძრავით.

-მდიდრული ქროსოვერის ახალი მკვეთრი ვერსია, განსაკუთრებულად შესამჩნევია ქალაქის ნაკადში.

-ნაცრისფერი Palladium Grey Paragon საბურავის დისკები და ორ-ფერში ტყავით მოპირკეთება Mulliner ატელიესგან.

-Bentayga Blackline დაბოლოებების შავად მოპირკეთებული ელემენტები, სტანდარტული განათებით.

კომპანია Bentley წარმოგიდგენთ Bentayga V8 Design სერიას - მსოფლიოში ყველაზე მდიდრული ქროსოვერის თანამედროვე, მოდურ და წარმოუდგენლად დინამიურ ვერსიას.

ახალი სერიის ინტერიერისა და ექსტერიერის უნიკალური დიზაინერული გადაწყვეტილებები, პერსონალიზაციის ალეტიე მულინერისგან (Mulliner), ჰარმონიულად შეესაბამება ბენტაიგას ოფციებს, რაც უკვე ცნობილ მოდელს უფრო მიმზიდველს და გამორჩეულს ხდის.

Bentayga Design Series შექმნილია დინამიური და მანევრირებადი Bentayga V8 ბაზაზე და ისევე როგორც, სხვა დანარჩენი მოდელი, ესეც იქმნება საავტომობილო მარკის ერთადერთ ქარხანაში ინგლისში, ქალაქ ქრუ - ში.

Design Series – ეს არის ელეგანტური და ამავდროულად ათლეტური Bentayga -ს სხვა კუთხით ხედვა და წარმოჩენა - სადაც აქცენტი კეთდება განსაკუთრებულ მახასიათებლებზე და ფუფუნებაზე. ახალ ვერსიაში მულინერის ატელიერები გვთავაზობენ ექსკლუზიურ ნაცრისფერ (Palladium Grey Paragon) ალუმინის დისკებს, თვით-ბალანსირებადი ჩანართებით და ასო-ბგერა «В» გამოსახულებით.

ორ ფერში გაწყობილი სალონი გაფორმებულია მიმზიდველი ელფერით და სრულყოფილია განსაკუთრებული დეტალებით: კარბონის ელემენტები, ახალი რომბისებური ნახატით, ტყავის სავარძლები - ფერით Beluga, მკვეთრად გამოხატული ხაზებით და Breitling - ის მოდური საათით, მარგალიტისფერი ფირფიტით.

თანამედროვე, დინამიური და მიმზიდველი დიზაინი

Bentayga V8 Design Series უდაოდ მიიქცევს ყურადღებას ქალაქის ნაკადში. მდიდრული ქროსოვერის სპორტული ხასიათი დასრულებულია დინამიური, მკვეთრი და თანამედროვე დიზაინერული ელემენტებით.

ახალი მოდელის სტანდარტულ კომპლექტაციაში შედის, შავი Bentayga Blackline- ით მოპირკეთებული ელემენტები, რომელთა შორისაც არის ძარის ფერში შეღებილი ბამპერის წინა ნაწილი და შავად შეფერილი V8 ორმაგი მაყუჩი. Design Series სპეციალური ვერსია, სხვებისგან გამოირჩევა, წინა კარებების ქვედა მხარეზე დატანილი შესაბამისი წარწერით.

Mulliner Paragon ახალი დიკები არის მუქი-ნაცრისფერი Palladium Grey, დამშვენებული მეტალიკის ეფექტით, პოლირებული ელემენტებით. Design Series განსაკუთრებულობებში შედის - უნიკალური თვით- ბალანსირებადი ჩანართები დისკებში, ატელიე მულინერის სპეციალისტებისგან, დამშვენებული ასო-ბგერა «В» რომელიც, თანამედროვე ბალასირების მექანიზმის დამსახურებით, ავტომობილის გადაადგილების დროს ინარჩუნებს ვერტიკალურ მდგომარეობას.

ექსკლუზიური და მდიდრული სალონი

Bentayga V8 Design სერიისთვის ბენტლის სპეციალისტებმა შეიმუშავეს, ინტერიერის გაფორმების ახალი ელემენტებ. სალონში გამოყენებულია მშვენიერი ორ-ფერიანი მოპირკეთება. ტყავის ძირითად Beluga ფერთან ერთად, შესაძლებელია დამატებითი კონტრასტული ოთხი ფერიდან არჩევა: წითელი Pillar Box Red, ნარინჯისფერი Orange, თეთრი Mulliner White და ლურჯი Klein Blue.

ფერების ასეთი კომბინაცია პირველად ბენტაიგაზე გამოყენებული იქნება სპეციალურად დიზაინერული სერიისთვის. მკვეთრი კონტრასტული ელემენტები განთავსებულია სალონის წინა ნაწილში კონსოლის ზონაში და მაჩვენებელთა დაფის ქვედა ნაწილში. დიზაინერული სერიის უნიკალურობას გამოხატავს ასევე წინა და უკანა სავარძლების ცენტრალური ნაწილის პერფორირებული კონტრასტული მოპირკეთება.

მაჩვენებლთა დაფა, ისევე როგორც კარებების მოპირკეთება დამშვებეულია ბრჭყვიალა რომბისებური კარბონის ჩანართებით, რომელიც სპეციალურად არის შემუშავებული Design Series ვერსიისთვის. კონსოლის და წინა დაფის მოპირკეთება ფერში - Piano Black ჰარმონიულად შეესაბამება სალონის მუქ ფერებს და ავტომობილის მკვეთრად გამოხატულ დიზაინს, სრულყოფილს ხდის.

მინიმალური, ორ-ფერიანი გრავირება სავარძლების საზურგეზე, ეხმიანება Design Series ემბლემების გარე გრავირებას. მაჩვენებელთა დაფის ცენტრში განთავსებულია ბრაიტლინგის საათი, მარგალიტისფერი დაფით და ბრილიანტებით. სალონის უნიკალური გაფორმება მოიცავს ხშირი ნაქსოვის ფარდაგებს და კონტრასტულ დაბოლოებებს, ასევე კარის ზღურგლზე დატანილი წარწერით «Bentley» განათებით. ახალი ვერსიის სტანდარტულ მახასიათებლებში ასევე შედის: წინა სავარძლების Comfort ფუნქცია და პერფორირებული საფარი პედალზე და ფეხის დასადებზე.

Bentayga V8: სიჩქარე და აღმაფრთოვანებელი მართვა

ბენტლი ბენტაიგასთვის (Bentley Bentayga) დამახასიათებელი მართვის ფუნქციებისა და ფუფუნების უმაღლესი დონის წყალობით, ეს მდიდრული ქროსოვერი, ნებისმიერ მოგზაურობას დაუვიწყებელს გახდის. მძლავრი, უნიკალური, განუმეორებელი ბენტაიგა შექმნილია მათთვის, ვინ აფასებს ფუფუნებას და არ თანხმდება ნაკლებზე.

Bentayga V8 Design სერიაში ფუფუნება, სიმძლავრე, პრაქტიკულობა და სპორტული მახასიათებლები განსაზღვრავს ახალ სტანდარტებს. ავტომობილის გასაოცარი შესაძლებლობები უზრუნველყოფილია უახლესი თაობის 4,0 ლიტრიანი ბენზინის ძრავით და Bentley Drive Dynamics სისტემით, რომელიც გვთავაზობს სხვადასხვა ფუნქციებს - დაწყებული სედანისთვის დამახასიათებელი კომფორტით, დასრულებული სპორტული ავტომობილებისთვის დამახასიათებელი ზუსტი მართვით.

V8 ძრავი 550 ცხენის ძალით ვითარდება და მაბრუნი მომენტი 770 ნ.მ შეადგენს, ამ დახვეწილი ქროსოვერის აჩქარება 100კმ/სთ -მდე სულ რაღაც 4,5 წამში ხდება და ამასთან ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე 290 კმ/სთ აღწევს. [WLTP ციკლში Bentayga V8 მოდელის მაჩვენებლები: საწვავის მოხმარება შერეულ ციკლში, ლ/100 კმ – 13; გამონაბოლქვი CO₂ შერეულ ცილკში – 296 გ/კმ.]

ისევე როგორც ბენტაიგას ყველა ავტომობილი, აღნიშნული Design Series ოთხივე წამყვანი თვლით მოდელიც, აღჭურვილია დიფერენციალის ელექტორნული ბლოკირებით და მართვის ოთხი რეჟიმით Drive Dynamic, რომელიც მდიდრულ ქროსოვერს საშუალებას აძლევს აითვისოს ყველაზე გაუვალი გზები და არასპორტული ნალდშაფტი. Sport რეჟიმი უზრუნველყოფს კიდევ უფრო დინამიურ მართვას, ხოლო გაწევის მძაფრი ხმა და კიდევ უფრო მძიმე დაკიდება ავტომობილის მართვას კიდევ უფრო აღმაფრთოვანებელს ხდის.

ბენტლის იუბილე: 100 ექსტაორდინარული წელი

1919 წელს უოლტერ ოუენ ბენტლიმ დააარსა კომპანია, მარტივი მიზნით - შეექმნა «სწრაფი ავტომობილი, კარგი ავტომობილი, საუკეთესო თავის კლასში». მას მერე ეს პრინციპი შეუცვლელი რჩება, რაც ბენტლის ხდის მსოფლიოში წამყვან მწარმოებელს და შტააგონებს ახალ მიღწევებზე.

2019 წლის 10 ივლისს ბენტლის საავტომობილო მარკას უსრულდება 100 წელი. კომპანია, მთელი მსოფლიოს მასშტაბით აღნიშნავს დღევანდელმსოფლიო ბაზარზე წარმატებას და ამ წარმოუდგენლად დიდ განვლილ გზას, რომელიც მხოლოდ ერთეული მწარმოებლებისთვის არის მიღწევადი.

ცნობისთვის - Bentley Motors - არის მსოფლიოში პოპულარული მდიდრული ავტომობილების ბრენდი. კომპანიის ქარხანა და სათაო ოფისი მდებარეობს ქალაქ ქრუში (ინგლისში). აქვეა თავმოყრილი მისი ძირითადი საქმიანობა, დიზაინერული გადაწყვეტილებების, სამეცნიერო კვლევებისა და შემუშავებების, ასევე ოთხი სამოდელო ხაზის: Continental, Flying Spur, Bentayga და Mulsanne ავტომობილების პროექტირების და წარმოების ჩათვლით.

ბრიტანული მდიდრული საავტომობილო ბრენდების, ისეთი როგორიც არის Bentley, უნიკალურობა, გამოიხატება შემდეგი კომბინაციებით: ხელით შესრულებული საოცარი ნამუშევარი, ტრადიციები რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა, ინჟინერული გამოცდილებით და მოწინავე ტექნოლოგიებით. კომპანიამ შეინარჩუნა ბრიტანული მდიდრული საგნების მწარმოებელთა საუკეთესო მემკვიდრეობა. ბენტლის ქარხანაში, ქალაქ ქრუში დასაქმებულია დაახლოებით 4000 ადამიანი.

ბზა - ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები

18 აპრილი, 2019 , 13:38

ბზობა ერთ-ერთი მთავარი ქრისტიანული დღესასწაულია. აღინიშნება აღდგომის წინა კვირა დღეს. ქრისტიანული კულტის მსახურებაში ბზობის დღესასწაული IV საუკუნეში შემოვიდა. მისი შინაარსი დაფუძნებულია სახარებაზე, რომელშიც გადმოცემულია

როგორ გავაწყოთ ლამაზად სააღდგომო სუფრა

17 აპრილი, 2019 , 15:22

თუ თქვენ ეძებთ იდეებსა და შთაგონებას, როგორ გააწყოთ სააღდგომო სუფრა მარტივად, ლამაზად  და რაც მთავარია, იაფად, მაშინ ეს სტატია თქვენთვისაა. სააღდგომო სუფრის მორთვა-გაწყობა ერთგვარი სადღესასწაულო რიტუალია, რაშიც მთელ

ვითიბი ბანკის მხარდაჭერით ვიტალი დარასელიას სახელობის ტურნირი მეოთხედ გაიმართება

17 აპრილი, 2019 , 13:39

ვითიბი ბანკი განაგრძობს ქართული ფეხბურთის განვითარების მხარდაჭრას. 16 აპრილს, დინამოს საფეხბურთო აკადემიაში, ვითიბი ბანკის მხარდაჭერით, ვიტალი დარასელიას სახელობის რიგით მეოთხე ტურნირი დაიწყო. ტურნირში მონაწილეობას იღებს

კომპანია Bentley გთავაზობთ პირველად იხილოთ ახალი FLYING SPUR

16 აპრილი, 2019 , 13:46

კომპანია Bentley - მსოფლიოში წამყვანი მდიდრული ავტომობილების მწარმოებელი კომპანია - 2019 წელს წარმოადგენს, სრულიად ახალ ოთხ-კარიან გრან ტურერს (Gran Turismo) , რომელიც თავის თავში გააერთიანებს - დინამიკაზე, დახვეწილობაზე

ვითიბი ბანკი გათამაშებას იწყებს

11 აპრილი, 2019 , 13:00

ვითიბი ბანკი გათამაშებას იწყებს, გამარჯვებული დაჯილდოვდება საგზურით კოპენჰაგენში, ეროვნული ნაკრების 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩზე: დანია - საქართველო. გათამაშებაში ჩართვა შეუძლია ნებისმიერი ქარ

შავი ხვრელის პირველი ფოტო - ასტრონომიაში ახალი ეპოქა იწყება

10 აპრილი, 2019 , 17:50

საერთაშორისო პროექტის Ever Horizon Telescope (EHT)-ის ასტრონომებმა შავი ხვრელის პირველი გამოსახულების დემონსტრაცია მოახდინეს. სურათის შექმნა 8 რადიოტელესკოპის ქსელის დახმარებით მოხდა, რომელიც მთელ მსოფლიოში იყო განთავსებ

ვიდეო გალერეა

ნატო ჩხეიძე ინგა გრიგოლიასთან `რეაქციაში` - 07.03.2019