უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მოზაიკა

4 თებერვალი, 2020 16:05
font-size

BENTLEY - ის ეკიპაჟმა მოიპოვა გამარჯვება ავსტრალიის რბოლაში «ბატერსტის 12-საათიანი» ავტომობილით Continental GT3

ამ კვირის ბოლოს, Continental GT ტრიუმფალურად აჩვენა თავისი განსაკუთრებული შესაძლებლობები: GT3 მოიპოვა გამარჯვება «ბატერსტის 12-საათიანი» ურთულეს რბოლაში.

Continental GT3-ის ეკიპაჟი, რომელიც გასვლაში მონაწილეობდა რბოლაზე ნომერით 7, ლიდერობდა ბატერსტის Intercontinental GT Challenge 2020 პირველ ტურში. ამ ინტენსიურ და ამაღელვებელ რბოლაში პილოტები იყვნენ მაქსიმ სულე (ბელგია), ჯორდან პეპერი (სამხრეთ აფრიკა) და ჟიულ გუნონი (საფრანგეთი).

სტარტზე ავტომობილი იყო მე-11 პოზიციაზე, თუმცა მალევე პილოტებმა შეძლეს წინ გასვლა. სულეს, პეპერის და გუნონის ოსტატობის და ასევე სწორად არჩეული სტრატეგიის წყალობით, რომელიც საშუალებას აძლევდათ პიტ-სტოპები ყველაზე ხელსაყრელ დროს შეესრულებინათ, გუნდმა ბევრი მოწინააღმდეგე უკან ჩამოიტოვა.

Bentley-ის გუნდი ლიდერობდა 7 საათის განმავლობაში , რომლის მანძილზეც სპორტულმა Gran Turismo-მ წარმოადგინა შთამბეჭდავი ეფექტურობა. დროული პიტ-სტოპმა ფინიშამდე თითქმის ერთ საათზე ადრე, საშუალება მისცათ საბურავის დაზიანებისგან მიღებული შედეგები მოეგვარებინათ და მოუტანა გუნდს დამსახურებული გამარჯვება. გასვლის დროს ჰაერის ტემპერატურა 40°C აჭარბებდა, მაგრამ სიცხის მიუხედავად Continental GT3 №7 პირველმა გადაკვეთა ფინიშის ხაზი და გახდა «ბატერსტის 12-საათიანი» რბოლის გამარჯვებული. შედეგად ეკიპაჟმა დაამყარა ახალი რეკორდი ტრასაზე - 314 წრე.

პოლ უილიამსი, Bentley-ის სპორტული განყოფილების დირექტორი გვიზიარებს თავის შთაბეჭდილებებს: „ეს იყო შესანიშნავი კვირის დასასრული! ჩვენი გუნდი სრულად დაიხარჯა და დაამტკიცა, რომ რაც არ უნდა მოხდეს რბოლის დროს, დანებება არ შეიძლება. Continental GT3 მოიპოვა დამსახურებული გამარჯვება რბოლაში Intercontinental GT Challenge. ჩვენ ბევრჯერ ვყოფილვართ ამასთან ძალიან ახლოს, განსაკუთრებით აქ - ბატერსტში. ამიტომ ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ როგორც იქნა გავიმარჯვეთ. ეს არის სეზონის მშვენიერი დასაწყისი. ახლა ჩვენ აქტიურად განვახორციელებთ ავტოსპორტის განვითარების ჩვენს გლობალურ პროგრამას. და ეს გამარჯვება გვპირდება დადებით ცვლილებებს ჩვენი მომხმარებლების გუნდისთვის“.

Intercontinental GT Challenge შემდეგი ეტაპია რბოლა «24 საათი ესპიეი» (24 Hours SPA) – რომელიც შედგება ივლისში. Bentley და M-Sport-ში დიდი ყურადღება ეთმობა მომხმარებლების სარბოლო გუნდებს და ახალ პროგრამას - Bentley Motorsport Academy, ასევე გაფართოებულ პროგრამას გამოცდებისა და შემუშავებებს.

ცნობისთვის -Bentley Motors არის მსოფლიოში პოპულარული მდიდრული ავტომობილების ბრენდი. კომპანიის ქარხანა და სათაო ოფისი მდებარეობს ქალაქ ქრუში (ინგლისში). აქვეა თავმოყრილი მისი ძირითადი საქმიანობა, დიზაინერული გადაწყვეტილებების, სამეცნიერო კვლევებისა და შემუშავებების, ასევე ოთხი სამოდელო ხაზის: Continental, Flying Spur, Bentayga და Mulsanne ავტომობილების პროექტირების და წარმოების ჩათვლით.

ბრიტანული მდიდრული საავტომობილო ბრენდების, ისეთი როგორიც არის Bentley, უნიკალურობა, გამოიხატება შემდეგი კომბინაციებით: ხელით შესრულებული საოცარი ნამუშევარი, ტრადიციები რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა, ინჟინერული გამოცდილებით და მოწინავე ტექნოლოგიებით. კომპანიამ შეინარჩუნა ბრიტანული მდიდრული საგნების მწარმოებელთა საუკეთესო მემკვიდრეობა. ბენტლის ქარხანაში, ქალაქ ქრუში დასაქმებულია დაახლოებით 4000 ადამიანი.

BENTLEY MULLINER BACALAR - მდიდრული მანქანათმშენებლობის მომავალი

15 თებერვალი, 2020 , 11:15

კომპანია ბენტლი, ჟენევის საავტომობილო შოუზე , წარმოგვიდგენს  მომავლის მოდელს, Bentley Mulliner Bacalar -ს. დახვეწილი, ხელნაკეთი ბენტლი მულინერი, უძველესი მწარმოებელი მსოფლიოში, წარმოადგენს გრან ტურერის  ყველაზე

გარანტ მოტორსი - თანამედროვე ავტოსერვისი

13 თებერვალი, 2020 , 10:35

ავტომობილით გადაადგილებისას უსაფრთხოების ნორმების დასაცავად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენი მანქანა იყოს გამართული. თუ დარწმუნებული არ ხართ თქვენი მანქანის გამართულობაში უნდა ეწვიოთ სანდო, ხარისხიან ავტოსერვისს. თუმცა,

კლდეში ნაკვეთი ისტორიული მარანი უფლისციხეში

5 თებერვალი, 2020 , 11:50

კლდეში ნაკვეთი მარანი, უნიკალური ადგილობრივი ვაზის ჯიშებისაგან დამზადებული ღვინის დაგემოვნება გამომშრალ ხილთან, ჩურჩხელასთან და ყველთან ერთად, არქეოლოგიური მნიშვნელობის ნაშთები, - ასეთია კლდეში ნაკვეთ უძველეს ნაქალაქარ უ

Liloshop სამზარეულოს ტექნიკის ფართო არჩევანს გთავაზობთ

28 იანვარი, 2020 , 18:57

მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში და მათ შორის საქართველოშიც სულ უფრო პოპულარული ხდება ონლაინ ვაჭრობა, რაც რამდენიმე მიზეზითაა გამოწვეული, მათ შორის კი უპირველესია გლობალიზაცია, ტექნოლოგიური სფეროს მიღწევები და ცხოვრების რიტმის აჩ

მექანიკურად თუ გამიზნულად ბრალს მდებენ თითქოს მე ვმონაწილეობდი საკრებულოში ფიზიკურ დაპირისპირებაში - ეს არის დიდი ტყუილი - გიორგი ჩაკვეტაძე

28 იანვარი, 2020 , 13:35

თბილისის საკრებულოს სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე 24 იანვარს, თბილისის საკრებულოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მედიაში არასწორად გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. როგორ

სულ მალე ექიმი დალიკა პაციენტებს ესთეთიკურ ცენტრ Dr. Dalika-ში უმასპინძლებს

21 იანვარი, 2020 , 16:05

„აქედან გამოსულ მანდილოსანს ნუ გაეარშიყებით, ის შეიძლება ბებიათქვენი აღმოჩნდეს“ _ ეს სიტყვები, რომელიც აშშ-ში ერთ-ერთი წამყვანი ესთეტიკური ცენტრის სლოგანს წამოადგენდა, პირველად გადაჭარბებულად მომეჩვენა. 

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`