უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მოზაიკა

1 მაისი, 2020 11:48
font-size

BENTLEY MOTORS იწყებს ახალ პროგრამას «COME BACK STRONGER» - გეგმები და ცვლილებები წარმოებაში

კომპანია Bentley Motors-მა განაცხადა ახალი კორპორატიული პროგრამის, «Come Back Stronger», ამოქმედების შესახებ, რომელიც მოიცავს ჰიგიენისა და სოციალური დისტანციის უზრუნველყოფისთვის 250-მდე კონპლექსურ, ფართო მასშტაბურ ნორმებს. ახალი ნორმები მიზნად ისახავს, 11 მაისიდან, ქალაქ ქრუში (ინგლისი) კომპანიის სათაო ოფისის სამუშაოების განახლებას, ეტაპობრივად.

გატარებული ღონისძიებები ეხება შვიდ საკვანძო სფეროს - სახლიდან გამოსვლა, სამსახურამდე გზა, ქარხანაში შესვლა, სამუშაოსთვის მომზადება, სამუშაო ადგილების ორგანიზება, შესვენებები და ქარხნიდან წასვლა. ისინი მიმართულია 4000-ზე მეტი თანამშრომლის დაცვისკენ, საწარმოში, სადაც ხელით ეწყობა Bentley- ს ავტომობილები
საკვანძო ცვლილებები ეხება ყველა სფეროს, მათ შორის გულისხმობს, საწარმოო სივრცის ისეთი სახით გადაგეგმვას რომ დაცული იქნეს ორ მეტრიანი დისტანცია თანამშრომლებს შორის, მოეწყოს ცალმხრივი გასასვლელები და მოხდეს ადამიანების ნაკადის განსაზღვრა. ქარხნის ტერიტორიაზე და საოფისე ნაგებობებში თანამშრომლები ვალდებული არიან ატარონ დამცავი ნიღბები. ამავე დროს კომპანია Bentley ინარჩუნებს დისტანციური მუშაობის რეჟიმს, იმ თანამშრომლებისთვის, რომელთაც შეუძლიათ სამსახურეობრივი მოვალეობები სახლიდან შეასრულონ.

დაცვის ახალმა ზომებმა უნდა უზრუნველყონ Bentley-ს თანამშრომლების მაქსიმალური უსაფრთხოება. საჭიროების შემთხვევაში დაცვითი საშუალებები მათ შორის ნიღბები, ხელთათმანები, დამცავი სათვალეები, თანამნშრომლებს გადაეცემათ კომპანიისგან, ასევე უსასყიდლოდ გადაეცემათ ადგილობრივ ჯანდაცვის დაწესებულებებს. თანამშრომლებს რეგულარულად შეუმოწმდებათ ტემპერატურა. ცვლილებები შეეხება შენობის დასუფთავების წესებსაც, ხოლო პერსონალი მიიღებს მკაფიო მითითებებს, თუ როგორ შეამცირონ დაინფიცირების რისკი თავშეყრის ადგილებში, გასასვლელებში და ტრანსპორტში.

ახალი, გაძლიერებული ზომები მოიცავს ქარხნის შენობაში, ერთდროულად, მყოფი ადამიანების რაოდენობის კონტროლს. ყველა შესასვლელი და გასასვლელი ისე იქნება რეორგანიზებული, რომ მათში გამავალი თანამშრომლების ნაკადი მაქსიმალურად განაწილდეს. საზოგადოებრივი კვების ადგილებში მიღებული იქნება ზომები ვიზიტორთა რაოდენობის შეზღუდვისთვის და დისტანციის დასაცავად, ხოლო ოფისებში დაწესდება, ახალი, ცვლებში მუშაობის გრაფიკი. ამრიგად, გაკონტროლდება, დღის განმავლობაში ქარხანაში თანამშრომლების განთავსება, ხოლო ოფისებში დამონტაჟდება გამყოფი პლასტიკური ეკრანები.

ზემოთ აღნიშნული ჰიგიენისა და უსაფრთხოები, სოციალური დისტანციის ნორმების შესახებ თანამშრომლებს ინფორმაცია მიეწოდებათ სახლში, მისამართზე, ასევე ხელმისაწვდომი იქნება ონლაინ. თანამშრომლებისთვის სპეციალურ აპლიკაციაში, ასევე შეიძლება ვიდეოს ნახვა, ავიარეისების დროს უსაფრთხოების ნორმების ვიდეო რგოლის მსგავსად ჩაწერილი, რომელშიც დეტალურად იქნება ახსნილი, ორგანიზაციაში და საწარმოო პროცესში, საკვანძო ცვლილებები
ადრიან ჰოლმარკმა, Bentley Motors-ის ხელმძღვანელი და აღმასრულებელი დირექტორი, აღნიშნა: «ამ უპრეცედენტო კრიზისის განმავლობაში, ჩვენი თანამშრომლების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე ზრუნვა იყო და რჩება ჩენს უმთავრეს პრიორიტეტად. ახალი მასშტაბური ცვლილებები, საშუალებას მისცემს ჩვენს თანამშრომლებს, დაუბრუნდნენ სამუშაო ადგილებს , უფრო ძლიერები და ორიენტირებულები. ეს ეხება Bentley მარკას მთლიანობაში. დადგა დრო, როცა Bentley-ს შეუძლია განაახლოს კონტოლირებადი წარმოება, ამავდროულად გარდაქმნას ქარხანა მაქსიმალურად უსაფრთხო ადგილად. თითოეულს შეუძლია შეიტანოს წვლილი იმის უზრუნველსაყოფად, რომ კომპანიამ გააგრძელოს თავისი ექსტრაორდინალური გზა მომავლის, ფუფუნებისა და მდგრადი მობილობის სამყაროში ».

წარმოების სრულად აღდგენა დაგეგმილია 18 მაისისთვის, რის შემდეგაც სამუშაოს ეტაპობრივად დაუბრუნდებიან ოფისის თანამშრომლები და ისინიც ვინც დისტანციურად მუშაობენ.

ქარხნის შეჩერების დროს, Bentley-ის თანამშრომლები, ადგილობრივ საზოგადოებას მხარს უჭერდნენ პანდემიასთან ბრძოლაში. კომპანია წარმოების განახლების შემდეგაც გააგრძელებს მათ დახმარებას, რადგან ამის საჭიროება კვლავაც არსებობს.

თავიანთი პროფესიული უნარ-ჩვევების გამოყენებით, თანამშრომლები 3D ბეჭდვის მეთოდით, დაამზადებენ 30 000 სამედიცინო სახის ფირფიტას. ისინი გადაეცემა ჯანდაცვის ორგანოებს ჩეშირის (დიდი ბრიტანეთი) საგრაფოში, მათ შორის მოხუცებულთა სახელს, ეროვნული ჯანდაცვის ორგანიზაციებს და სხვა ადგილობრივ ორგანიზაციებს.

ამავე დროს, Bentley მათ უსასყიდლოდ გადასცემს პირადი დაცვის საშუალებებს: ხელთათმანები, ნიღბები, დამცავი სათვალეები და სავარძლის ერთჯერადი გადასაფარებელი. კომპანიამ ასევე გააქტიურა თავისი მომსახურება « საკვების ადგილზე მიტანა 22 დუიმიანი საბურავებით »: მოხალისე თანამშრომლები, ადგილობრივ მოსახლეობას აწვდიან პირველადი მოხმარების საგნებს.

ცნობისთვის - Bentley Motors - არის მსოფლიოში პოპულარული მდიდრული ავტომობილების ბრენდი. კომპანიის ქარხანა და სათაო ოფისი მდებარეობს ქალაქ ქრუში (ინგლისში). აქვეა თავმოყრილი მისი ძირითადი საქმიანობა, დიზაინერული გადაწყვეტილებების, სამეცნიერო კვლევებისა და შემუშავებების, ასევე ოთხი სამოდელო ხაზის: Continental, Flying Spur, Bentayga და Mulsanne ავტომობილების პროექტირების და წარმოების ჩათვლით.

ბრიტანული მდიდრული საავტომობილო ბრენდების, ისეთი როგორიც არის Bentley, უნიკალურობა, გამოიხატება შემდეგი კომბინაციებით: ხელით შესრულებული საოცარი ნამუშევარი, ტრადიციები რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა, ინჟინერული გამოცდილებით და მოწინავე ტექნოლოგიებით. კომპანიამ შეინარჩუნა ბრიტანული მდიდრული საგნების მწარმოებელთა საუკეთესო მემკვიდრეობა. ბენტლის ქარხანაში, ქალაქ ქრუში დასაქმებულია დაახლოებით 4000 ადამიანი.

“La Gazzetta Dello Sport” უკვე ქართულ მედიასივრცეშია

1 თებერვალი, 2024 , 15:01

მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი და ისტორიული იტალიური სპორტული მედიაპლატფორმა „La Gazzetta Dello Sport“ უკვე საქართველოშია. მისი ქართული ვერსიის - „La Gazzetto Dello Sport  Georgia“-ს ოფიციალური წ

სახელოვანი ვიოლონჩელისტი იან მაკსინი საქართველოში კონცერტებს მართავს

29 იანვარი, 2024 , 17:02

საქართველოში ცნობილი ვიოლონჩელისტი, კომპოზიტორი და მრავალენოვანი ამერიკელი ვოკალისტი იან მაკსინი იმყოფება. იგი ჩვენს ქვეყანას ახალი ალბომის -- “Amor Renauts”-ის გამოშვებისადმი მიძღვნილი მსოფლიო ტურნეს ფარგლებ

საქართველოდან სიყვარულით სავსე გულით მივდივარ - ალ ბანო

27 ნოემბერი, 2023 , 11:27

"იტალიელები ქართველებს ძალიან ჰგვანებიან. განსხვავებული მხოლოდ ენაა. მაგრამ ჭიქა ღვინოსთან ენაც ქრება და მხოლოდ გული რჩება", -ასე მიესალმა ლეგენდარული იტალიელი მომღერალი ალ ბანო კარიზი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში შე

თბილისი ლეგენდარული ალ ბანოს პირველ სოლო კონცერტს უმასპინძლებს

24 ნოემბერი, 2023 , 12:38

24 ნოემბერს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ლეგენდარული იტალიელი მომღერლის, ალ ბანოს პირველი სოლო კონცერტი გაიმართება. მუსიკოსი საქართველოს საქველმოქმედო ფონდ "ცხოვრება მშვენიერიას" მოწვევით სტუმრობს. როგორც მომღერალმა

ისრაელელი მხატვრების გამოფენა თბილისში

24 ნოემბერი, 2023 , 11:48

ხვალ, 25 ნოემბერს თბილისში გაიხსნება ისრაელელი მხატვრების ჯგუფური გამოფენა, რომელიც მშვიდობას ეძღვნება. "სამართლიანობა, სიმართლე და მშვიდობა?" ასე ჰქვია გამოფენას, რომელიც თბილისში მიმდინარეობდა და ისრაელზე 7 ოქტომბერს ტ

ისრაელელი მხატვრების გამოფენა თბილისში

24 ნოემბერი, 2023 , 11:48

ხვალ, 25 ნოემბერს თბილისში გაიხსნება ისრაელელი მხატვრების ჯგუფური გამოფენა, რომელიც მშვიდობას ეძღვნება. "სამართლიანობა, სიმართლე და მშვიდობა?" ასე ჰქვია გამოფენას, რომელიც თბილისში მიმდინარეობდა და ისრაელზე 7 ოქტომბერს ტ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი