უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მოზაიკა

22 ოქტომბერი, 2020 21:49
font-size

BENTLEY MOTORS წარმოგიდგენთ ახალ 8 ცილინდრიან FLYING SPUR

ენტლი მოტორსი წარმოგიდგენთ, განსაცვიფრებლად მდიდრულ Bentley Flying Spur მოდელს, ლეგენდარული ძრავით Bentley V8, რომელიც წარმოდგება W12 ძრავის ალტერნატივად.

ბრენდის კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში მომხმარებლების დამოკიდებულება მკვეთრად შეიცვალა ავტომობილის ფლობის მიმართ: თუ ადრე მფლობელები მძღოლის მომსახურებით სარგებლობას ამჯობინებდნენ, დღეს ავტომობილების მართვას ამჯობინებენ, და მათ ზოგჯერ თან ახლავს მგზავრები. ამასთან, მთელს მსოფლიოში ბრენდის მომხმარებელთა 40%-ს კვირაში მინიმუმ ერთხელ მაინც გადაჰყავთ მგზავრები, უკანა სავარძელზე. ამ ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო ახალი Flying Spur V8-ს შემუშავება: სპეიალისტებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს მძღოლის ადგილის შემუშავებას, ამავდროულად შეინარჩუნეს შთამბეჭდავი სივრცე სალონში, სადაც დახვეწილი მდისრული ინტერიერი ერწყმის მოწინავე ტექნოლოგიებს.

Bentley Flying Spur V8, ახლა დიდი დოზით არის მძღოლზე ორიენტირებული, დინამიური მახასიათებლების და ძრავის უფრო ექსპრესიული ხმის წყალობით. ამავდროულად დეველოპერებმა ამით გაზარდეს მგზავრობის დიაპაზონი და შეამცირეს CO2-ის გამოყოფა.

ავტომობილმა მიიღო ბენზინის 4 ლიტრიანი, V8 ორმაგი ტურბო ძრავი, რომელიც ავითარებს 550 ცხენის ძალას და მაქსიმალურ ბრუნვად მომენტს 770 ნმ.

საწვავის ეფექტურობის გასაუმჯობესებლად დაბალ დატვირთვაზე, როდესაც ბრუნვის მომენტი არ აღემატება 235 ნმ- ს, ხოლო მუხლა ლილვის ბრუნვა 3000 ბრ/წთში- ია, რვა ცილინდრიდან შესაძლებელია ოთხის გამორთვა. მძღოლი და მგზავრები ვერ ამჩნევენ ძრავის გადასვლას ოთხცილინდრიან მუშაობაზე. ამას სჭირდება დაახლოებით 20 მილიწამი, ანუ ათჯერ ნაკლები დრო, ვიდრე თვალის დახამხამება.

Bentley Flying Spur V8 იწონის 100 კილოგრამით ნაკლებს ვიდრე W12 ვერსია და ახდენს შთამბეჭდავი დინამიკის და მანევრირების დემონსტრირებას, რაც მას გამორჩეულ ხასიათს ანიჭებს. ავტომობილში რეალიზებულია უახლესი გადაწყვეტილებები ძრავის და ძარის მიმართულებით: ადაპტირებული საჰაერო დაკიდება, ბრუნვის მომენტის გადანაწილების ფუნქცია, Drive Dynamics Control მართვის სისტემა, და ელექტრონული მართვის სისტემა - ეს ყველაფერი შედის სტანდარტულ აღჭურვილობაში.

ახალი Flying Spur ხელმისაწვდომია ოთხადგილიანი და ხუთადგილიანი კომპლექტაციით, აღჭურვილია, სეგმენტში არსებული ინტელექტუალური და ინტუიციური გაგების ტექნოლოგიების და სისტემების, მდიდარი ნაკრებით, რომელიც ამაღლებს მძღოლისა და მგზავრის კომფორტის დონეს. Flying Spur V8-სთვის ასევე ხელმისაწვდომია საავტომობილო ინდუსტრიაში პირველი ბენტლის ბრუნვადი ეკრანი, რომელიც შესრულებულია Apple CarPlay ინტერფეისით, სატელიტური რუქების ფოტორეალისტური გამოსახულებებით და საგზაო პირობების ცვლილების შესახებ, განვითარებული შეხსენების ფუნქციით.

« ბენტლი Bentley Flying Spur გამოირჩევა შემართებით და ელეგანტურობით. მოდელისთვის დამახასიათებელია ბენტლის კლასიკური დიზაინ, კლასში უმაღლესი ხარისხი, ორიგინალი მასალები, და დეტალების ზედმიწევნით ყურადღებით შესრულება. ახალი Flying Spur V8 აღჭურვილია მძღოლის დამხმარე მოწინავე ტექნოლოგიებით და საინფორმაციო გასართობი სისტემებით, რომელიც ერთობლივად ზრდის უსაფრთხოების, დაცულობის და კომფორტის ხარისხს, თითოეულ მგზავრობაში ». ასე აფასებს მოდელს დოქტორი მატიას რაბე (Matthias Rabe), პროექტირებაზე პასუხისმგებელი საბჭოს წევრი.

თანამედროვე და მაღალეფექტური V8

Flying Spur-ის ახალმა ვერსიამ მიიღო ბენზინის 4 ლიტრიანი, V8 ორმაგი ტურბო ძრავი, რომელიც ავითარებს 550 ცხენის ძალას და მაქსიმალურ ბრუნვად მომენტს 770 ნმ.

ორმაგი ტურბოს twin-scroll ძირითადი მახასიათებელია ტურბინის კორპუსში ორი ცალკეული პარალელური არხი. ასეთი კონსტრუქციით ტურბოს გამოყენებისას მაღალი ბრუნვადი მომენტი ხელმისაწვდომია დაბალი სიჩქარის დროსაც კი. ტურბოჩარჯერი ინარჩუნებს წნევის ნაწილს დაბალ სიჩქარეზე (ამ დროს მისი მოქმედება შეიძლება შევადაროთ კაშხალს ან წყალსაცავს).

V8 ძრავის ემოციური და უნიკალური ჟღერადობის საიდუმლო იმალება, ცილინდრების 90 გრადუსიან კუთხეში, მუხლა ლილვში, რომელშიც დამაკავშირებელი მილები განთავსებულია სხვადასხვა დონეზე, ერთმანეთთან 90 გრადუსიანი კუთხი, და რვა იდეალურად დაბალანსებულ ცილინდრში. ენერგიის ერთეულის შთამბეჭდავი სიმძლავრის წყალობით ავტომობილი 100 კმ/სთ-მდე ჩქარდება 4,1 წამში და აღწევს მაქსიმალურ სიჩქარეს 318 კმ/სთ-ს

დიზაინის, მასალებისა და განსაკუთრებული ოსტატობის შესანიშნავი კომბინაცია

Flying Spur-ის ექსპრესიული დიზაინის საფუძველია მოწინავე გადაწყვეტილებები, რომლითად ბენტლის ბრენდი შეუცდომლად ამოიცნობა. ბორბლების ბაზის 130 მმ-თი გაზრდის საშუალებით (მოდელის მეორე თაობასთან შედარებით) ავტომობილი გამოიყურება უფრო შთანმბეჭდავად და ეფექტურად. ის ასევე გამოირჩევა სკულპტურული ხაზებით, რომელიც ავტომობილის მთელს კორპუსზე მიუყვება.

ახალი Flying Spur V8-ს სტანდარტულ კომპლექტაციაში შედის 20 დუიმიანი 10 დანაყოფიანი შეღებილი დისკები, ფრთოვანი ემბლემა V8 და 4 გამონაბოლქვის მილი, რომლებიც ქმნიან განუმეორებენ ვიზუალურ ეფექტს, ავტომობილის უკანა ნაწილში.

Flying Spur V8– ს ინტერიერი აჩვენებს Bentley– ის გამოცდილებას თანამედროვე ინტერიერების შექმნისას, რომლებიც განსაკუთრებულ ფუფუნებას და ინოვაციებს ერწყმის. ელეგანტური და უნიკალური ინტერიერი აღჭურვილია წარმოუდგენლად კომფორტული სავარძლებით, რომელიც ტყავისგან არის მოპირკეთებული ხუთიდან ერთ-ერთ ფერში , ხოლო მაჩვენებელთა დაფის ქვედა ნაწილი გაფორმებულია Bentley სტილში. ასევე შეგიძლიათ აირჩიოთ 10 დამატებითი ტყავის ფერი და ორი ორტონიანი ინტერიერი.

ოპციის სახით ახალ Flying Spur V8-ში შესაძლებელია დაყენდეს ბენტლის ბრუნვადი ეკრანი - სეგმენტში პირველი მსგავსი გადაწყვეტილება. სტარტის ღილაკზე დაჭერით ხით მოპირკეთებული პანელი, რომელიც მოთავსებულია მთლიანი პანელის შუაში, იცვლება 12,3 დუიმიანი სენსორული ეკრანით, რომელსაც თავის მხრივ კიდევ აქვს სამი საკონფიგურაციო სეგმენტი. ბრუნვადი ეკრანის მეორე მხარეს განთავსებულია ელეგანტური საზომი ინდიკატორები რომელიც გიჩვენებთ ტემპერატურას, კომპასს და ქრონომეტრს. მესამე ვერსია შესაძლებელია იყოს შპონით მოპირკეთებული. ამ შემთხვევაში სრული პანელი იქნება ხით მოპირკეთებული ერთი სივრცის მომცემი.

სალონის უკანა ნაწილში გათვალისწინებულია მოსახსნელი სამართავი პანელი სენსორული ეკრანით. ის ჰარმონიულად არის კონსოლშ ინტეგრირებული, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში მარტივად შეიძლება მისი მოხსნა, სულ რაღაც ერთ ღილაკზე თითის დაჭერით. ამ პულტის საშუალებით მგზავრებს წვდომა აქვთ სხვადასხვა აპლიკაციებთან, მაგალითად ყველა ფარდის სამართავად, მასაჟის ფუნქციაზე უკანა სავარძლებზე და უკანა კლიმატ კონტროლი. ამის გარდა მისი დახმარებით შესაძლებელია უკანა ფონური განათების მართვაც.

ახალი Flying Spur - სასურველი როგორც არასდროს

ყველა ავტომობილი Flying Spur იწარმოება ინგლისის ქალაქ ქრუში - მდიდრული ავტომობილების მსოფლიოში პირველი მწარმოებელი, ნახშირორჟანგის გამოყოფის თვალსაზრისით.

მსოფლიოშ საუკეთესო გრან ტურერი გახდა უფრო მიმზიდველი, რომელიც მძღოლს სთავაზობს მართვის ახალ გამოცდილებას და უზრუნველყოფს უმაღლეს ყოველდღიურ პრაქტიკულობას, რაც თანხვედრაში მოდის გამორჩეულ ფუფუნებასთან და შეუდარებელ შესრულებასთან.

ცნობისთვის - Bentley Motors - არის მსოფლიოში პოპულარული მდიდრული ავტომობილების ბრენდი. კომპანიის ქარხანა და სათაო ოფისი მდებარეობს ქალაქ ქრუში (ინგლისში). აქვეა თავმოყრილი მისი ძირითადი საქმიანობა, დიზაინერული გადაწყვეტილებების, ასევე სამეცნიერო კვლევითი სამუშაოები მისი ოთხი სამოდელო ხაზის: Continental, Flying Spur, Bentayga და Mulsanne ავტომობილების პროექტირების და წარმოების ჩათვლით.

ბრიტანული მდიდრული საავტომობილო ბრენდების, ისეთი როგორიც არის Bentley, უნიკალურობა, გამოიხატება შემდეგი კომბინაციებით: ხელით შესრულებული საოცარი ნამუშევარი, ტრადიციები რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა, ინჟინერული გამოცდილებით და მოწინავე ტექნოლოგიებით. კომპანიამ შეინარჩუნა ბრიტანული მდიდრული საგნების მწარმოებელთა საუკეთესო მემკვიდრეობა. ბენტლის ქარხანაში, ქალაქ ქრუში დასაქმებულია დაახლოებით 4000 ადამიანი.

BENTLEY MOTORS წარადგენს განვითარების ახალ სტრატეგიას BEYOND100

2 ნოემბერი, 2020 , 19:56

-კომპანია BENTLEY MOTORS წარადგენს განვითარების ახალ სტრატეგიას  BEYOND100, ონლაინ პრეზენტაციის ფარგლებში. -პირდაპირი ტრანსლირება იქნება პორტალზე Bentley Motors Newsroom, 2020 წლის 5 ნოემბერს, თბილისის დროით 20:00 ს

ბენტლის შესრულებაზე ფოკუსირებული ჩვენება გუდვუდში SPEEDWEEK-ზე

21 ოქტომბერი, 2020 , 16:20

Flying Spur V8-ის გლობალური დებიუტი - ბენტლის მძღოლზე ორიენტირებული ოთხ-კარიანი გრან ტურერი. Bentayga Speed-ის დინამიური დებიუტი - მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ქროსოვერი Continental GT V8-ს სისრულეში მოჰყავს ბენტლის ოჯახუ

ყველაზე დაცული ნარდი „ევროპაბეთზე“

30 სექტემბერი, 2020 , 10:22

„ევროპაბეთი“ მომხმარებელს სამაგიდო თამაშების გაუმჯობესებულ უსაფრთხოების სისტემას სთავაზობს. ონლაინ ნარდი კომპიუტერული პროგრამების გარეშე - მუდმივი მონიტორინგის დახმარებით პორტალზე მომხმარებელი დაზღვეულია კომპ

ორთოპედია - რას გვთავაზობს „ახალი ხედვა“?

28 სექტემბერი, 2020 , 19:24

ორთოპედია არის მედიცინის დარგი, რომელიც ფოკუსირებულია კუნთოვანი სისტემის მოვლასა და მის სწორ ფუნქციონირებაზე. ორთოპედიაში გამოიყენება ქირურგიული და არაქირურგიული მიდგომები, მედიკამენტებით მკურნალობა, ფიზიკური თერაპია, ვა

როგორ ვიქირაოთ მანქანა თბილისში?

24 სექტემბერი, 2020 , 10:38

თბილისში ავტო-გაქირავების დაახლოებით 300 კომპანიაა რეგისტრირებული. მათ შორის არიან საერთაშორისო კომპანიებიც, როგორებიცაა: Avis, Sixty, Kayak და სხვა. თუმცა, თუ გსურთ ავტომობილის ქირაობა დაბალ ფასად და უკეთესი პირობებით,

„ევროპაბეთი“თამაშის წესების შეცვლას განაგრძობს

23 სექტემბერი, 2020 , 10:20

„ევროპაბეთი“ მომხმარებლებს მაგიდის თამაშების ახალ, უალტერნატივო რეალობას, სათამაშო ინდუსტრიას კი კიდევ ერთ გამოწვევას სთავაზობს. 17 სექტემბრიდან ნარდი, ბურა და დომინო  „ევროპაბეთზე“ სრულიად უ