უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მოზაიკა

9 აგვისტო, 2018 13:05
font-size

Bentley-ს ოფიციალურმა წარმომადგენლობამ საქართველოში „ომეგა მოტორ ჯგუფმა“ სატესტო გასვლა გამართა

ბრიტანული ბრენდის Bentley-ს ოფიციალურმა წარმომადგენლობამ საქართველოში „ომეგა მოტორ ჯგუფმა“ განსაკუთრებული სტუმრებისთვის სასტუმროში - “Dreamland Oasis in Chakvi“ დახურულ ღონისძიება - სატესტო გასვლა გამართა, სადაც პოტენციურ მომხმარებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გამოეცადათ ლაქშერი ბრენდის უახლესი მოდელები - Bentley Bentayga (დიზელი), Bentley Bentayga, Flyng Spur, Mulsanne.

ღონისძიების პარტნიორი და მასპინძელი იყო მრავალფუნქციური დასასვენებელი კომპლექსი „დრიმლენდ ოაზისი“, რომელიც ყველაზე დიდი კომპლექსია შავი ზღვის სანაპირო ზოლზე და მოიცავს სასტუმრო ნაგებობებს, პრემიუმ აპარტამენტებს, რესტორნებისა და რეკრეაციული, გასართობი სივრცეების ფართო სპექტრს.
ბრენდის პრემიალურობიდან გამომდინარე, „ბენტლის“ ავტომობილების ტესტ დრაივმა სტარტი სწორედ “დრიმლენდ ოაზისიდან” აიღო და ავტომობილების პრეზენტაციაც ამავე სასტუმრო კომპლექსში გაიმართა.

შეგახსენებთ: „ბენტლი თბილისი“ მდებარეობს დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-10 კმ-ზე, „ომეგა მოტორ სითის“ ტერიტორიაზე. „ბენტლი თბილისი“ მომხმარებელს სთავაზობს მოდელების სრულ ხაზს: Flyng Spur, Mulsanne, Bentayga და ახალი Continental GT, გაყიდვის შემდგომ მომსახურებას და დიდებული ბენტლის ხელით ნაკეთი მოწყობილობების კოლექციას.

„ბენტლი მოტორსი“ არის ყველაზე მოთხოვნადი, მდიდრული მანქანების ბრენდი მსოფლიოში, კომპანიის მთავარი ცენტრი მდებარეობს ქალაქ ქრუში (ქალაქი ინგლისში), რომელიც არის კომპანიის მთავარი ადგილი და მოიცავს დიზაინს, კვლევას, განვითარებას, მანქანათმშენებლობას და კომპანიის ოთხი სამოდელო ხაზის წარმოებას: Bentayga, Continental, Flyng Spur და Mulsanne. აქ, პროფესიონალური მუშაობის კომბინაცია - ხელობის და კვალიფიკაციის გამოყენება, თაობებს გადაეცემა.

„ომეგა მოტორ ჯგუფი“ ამაყია, რომ „ბენტლის“ ასწლიან გამოცდილებას ახლა უკვე საქართველოს ბაზარს უზიარებს. ბრიტანული მოდელი 55 ქვეყანაშია წარმოდგენილი და აქედან ერთ-ერთი საქართველოა, რაც ქვეყნის იმიჯის და პრესტიჟისთვის უპირობოდ მნიშვნელოვანია.

ცნობისთვის: „ომეგა მოტორ ჯგუფი“ „ომეგა ჯგუფში“ შემავალი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა, რომელიც ბიზნესმენმა ზაზა ოქუაშვილმა დააარსა. გარდა ავტომობილებისა, კომპანია მომხმარებელს სათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებს და მომსახურების სრულ ხაზს სთავაზობს. კომპანია მუდმივ განვითარებაზეა ორიენტირებული, ბიზნეს ჯგუფი, რომელმაც მრავალწლიანი წარმატების გზა განვლო დღეს,საავტომობილო ბაზრის ერთ-ერთი ლიდერია და საქართველოში არაერთ წამყვან ბრენდს ოფიციალურად წარმოადგენს. კომპანია საქართველოს ბაზარზე, მაღალი ტექნოლოგიების მქონე ავტომობილების მიწოდებას უზრუნველყოფს.
კომპანია დღეისათვის, ხუთი უმსხვილესი ბრენდის წარმომადგენელია:

“ომეგა მოტორსი“- BMW და MINI , General motors, Maserati, Bentley, თითოეულ ბრენდს გააჩნია ტექნიკური მომსახურების ცენტრი, სერვის ცენტრები აღჭურვილია ევროპული სტანდარტების შესაბამისად, აქ არის ყველა ის უახლესი ხელსაწყო და დანადგარი,რაც გაყიდვის შემდგომ, საუკეთესო ხარისხის შენარჩუნებისთვის არის საჭირო.

საგაზაფხულო აქციები „გორგიაში“ - გაიგეთ, თუ რა აქციებს გთავაზობთ ყველაზე იაფი სამშენებლო-სარემონტო ჰიპერმარკეტი საქართველოში

21 მარტი, 2019 , 12:28

გაზაფხული საუკეთესო დროა თქვენს სახლში იმ ცვლილებებისა და სიახლეების შესატანად, რომელზეც მთელი წელი ფიქრობდით. იდეალურია, როდესაც არსებობს ადგილი, სადაც კომფორტულად და სწრაფად შეიძენთ ყველაფერს, რაც სახლის გასარემონტებლ

კანადის კინოფესტივალზე ქართველი მსახიობები დააჯილდოვეს

18 მარტი, 2019 , 16:15

კანადაში Redline International Film Festival-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ, სადაც გიორგი თავართქილაძის ფილმს “ცუდი ხალხი” 3 ნომინაცია ჰქონდა: საუკეთესო მსახიობი – ვახო ჩაჩანიძე საუკეთესო რეჟისორი &ndas

ნინო წიკლაურმა გიგანტური სლალომი მოიგო

18 მარტი, 2019 , 11:40

დღეს ნინო წიკლაურმა იტალიის კურორტ პასო სან პელეგრინოში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის FIS-ის ეგიდით სარეიტინგო შეჯიბრება - გიგანტური სლალომი მოიგო. ნინომ ამ შედეგით 31 ქულა მოიპოვა და მსოფლიო რეიტინგი გაიუმჯობესა.

10 უბრალო პროდუქტი, რომელიც მთლიანად გაგიწმენდთ არტერიებს

16 მარტი, 2019 , 15:00

ამ სტატიაში ჩვენ შემოგთავაზებთ 10 პროდუქტს, რომელიც გაგიწმენდთ სისხლძარღვებს და დაგეხმარებათ სერიოზული დაავადებების თავიდან არიდებაში. თევზი   მრავალი მეცნიერული კვლევითაა დამტკიცებული, რომ თევზი, განსაკუთრებით კი თ

გადაშენების პირას მყოფი ბექობის არწივის მართვე ბრაკონიერმა მოკლა - „საბუკო“

13 მარტი, 2019 , 18:07

გადაშენების პირას მყოფი ბექობის არწივი ბრაკონიერმა მოკლა. ამის შესახებ ინფორმაციას “საზოგადოება ბუნების კონსერვაციისათვის” (საბუკო) ავრცელებს. “სამწუხაროდ, გვიწევს გაცნობოთ, რომ გადაშენების პირას მყოფი

ანსამბლი ,,ბასიანი” იაპონიაში ქართული ღვინის გამოფენაზე მონაწილეობს

13 მარტი, 2019 , 14:15

იაპონიაში პროექტის - „საქართველო-ღვინის სამშობლო“ - ქართული ღვინის გამოფენა გაიმართება. მსოფლიოში უმსხვილესი კომპანიის Sony music communication და კომპანია TOPPAN-ის პარტნიორობით, ქალაქ ტოკიოში საქართველო მეო