უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მოზაიკა

5 მარტი, 2021 17:05
font-size

BENTLEY წარმოგიდგენთ ახალ MULLINER VISUALISER , ექსკლუზიური კონფიგურაციების შესაქმნელად

  • ახალი ვიზუალიზატორი ატელიე მულინერისგან საშუალებას იძლევა მომხმარებლების, პერსონიფიცირებულ კომფლექტაციაზე მოთხოვნები პირდაპირ გადაიგზავნოს სადილეროს ახალი ციფრული აპლიკაციიდან.
  • დამატებითი აღჭურვილობის არჩევა და ინტერიერის/ ექსტერიერის პერსონიფიცირება შესაძლებელია დისტანციურად
  • Mulliner Visualiser-ში წარმოდგენილია მულინერის ფერების ფართო პალიტრა
  • Bentley-ის პალიტრას დაემატა 26 ექსკლუზიური შეფერილობა: სატინისებური, «მეტალიკის» ეფექტით და პერლამუტრი, მბზინვარე ეფექტებით.

Mulliner-ის ვიზუალიზატორის დახმარებით, ბენტლის მომხმარებლები შეძლებენ დილერებს დისტანციურად გაუგზავნონ საკუთარი მოთხოვნები, ავტომობილის ინდივიდუალური კონფიგურაციით შექმნის თაობაზე.

Bentley Mulliner Visualiser- ეს არის ციფრული აპლიკაცია, რომელიც კლიენტებს საშუალებას აძლევს მოახდინონ მათი შერჩევით, დაკვეთით დამზადებული ტყავის, შპონის და ნაკერის ვიზუალიზაცია და მიიღონ მაქსიმალურად მკვეთრი წარმოდგენა იმაზე, თუ როგორი იქნება მათი მომავალი, იდეალური Bentley-ის ავტომობილი. სადილერო ცენტრთან ან Bentley Mulliner-ის დიზაინერებთან თანამშრომლობით, მომხმარებლები შეძლებენ სალონის დიზაინის შერჩევის დროს, მოახდინონ სამი სხვადასხვა ფერის კომბინაცია.

ციფრული აპლიკაცია ასახავს საფეხურეობრივ ინსტრუქციას და აჩვენებს დიზაინის ვარიანტებს, რეალური დროის რეჟიმში. სწორედ ამ ფუნქციის დახმარებით კლიენტს შეუძლია ცვლილებების შეტანა და ის სრულიად დარწმუნებული იქნება რომ შექმნილი დიზაინი სრულად შეესაბამება მის ხედვას.

აპლიკაცია Mulliner Visualiser ასევე კლიენტებს აძლევს საშუალებას შექმნან ან შეარჩიონ ინდივიდუალური ძირითადი ფერი და მოახდინონ ფერის კოდის გენერირება, რომელიც შეუძლიათ პირდაპირ გაუგზავნონ ბენტლი მულინერის სპეციალისტებს.

პერსონალური დიზაინის შერჩევის შესაძლებლობა არ შემოიფარგლება ინტერიერით. ბენტლის სტანდარტული პალიტრის მიღმა, ატელიე მულინერი გთავაზობთ, 26 გულდასმით შერჩეული ექსკლუზიური ფერების დახვეწილ გამას.

დამატებით პალიტრაში შედის 15 სატინის და «მეტალიკი» ფერები, ასევე ოთხი მბზინავი ფერი და შვიდი რთული სამდონიანი ფერი პერლამუტრის ეფექტით. უახლესი რობოტიზირებული ტექნოლოგიები, ხელით ღებვის უმაღლეს ხარისხთან ერთად, თითოეული ავტომობილის იდეალური ექსტერიერის გარანტიას იძლევა. ლაკსაღებავების სფეროში მოწინავე ტექნოლოგიების და მიღწევების წყალობით ბენტლი ამ ეტაპზე, თავის მომხმარებლებს სთავაზობს ყველაზე ფართო პალიტრას, მდიდრული ავტომობილების მწარომებლებს შორის.

იმისათვის რომ მიღწეული ყოფილიყო მაქსიმალური ექსკლუზიურობა, ბენტლის სპეციალისტებს, ინდივიდუალური შეკვეთების განყოფილებიდან, შეუძლიათ შეარჩიონ პრაქტიკულად ნებისმიერი ფერი წარმოდგენილი ნიმუშებიდან, ყველაზე თანამედროვე პროგრამული უზრუნველყოფის წყალობით, რომელიც ახდენს ფერის ნიმუშის ანალიზს და აწარმოებს მას იდეალური სიზუსტით. პერსონალიზაციის შესაძლებლობების საზღვარი მხოლოდ კლიენტის ფანტაციაა.

Bentley-ის კონფიგურაციის საშუალებით, კლიენტები შეძლებენ ვიზუალიზაციას პრაქტიკულად უსაზღვრო შესაძლებლობებით, ფერების ფართო პალიტრის საშუალებით. აღსანიშნავია, რომ ფერის შერჩევის დროს, საინფორმაციო დაფაზე გამოდის ამ ფერის აღწერა და მისი შექმნის ისტორია.

ფერების მდიდარი პალიტრა

ფერთა ფართო პალიტრაში შედის სატინისებური და მბზინავი ფერები, ასევე ფერები «მეტალიკის» და «პერლამუტრის» ეფექტით. ახალი ფერების დანიშნულებაა მულინერის პალიტრა კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახადოს და 62 ელფერისგან შემდგარი არჩევანი, უფრო სრულყოფილი გახადოს ყველა ასპექტით. ახალი ფერების რამდენიმე მაგალითი:

შთამბეჭდავი მბზინავი ფერი Oxford Blue შეიქმნა გასული 60-იან წლებში და გახდა ბენტლის პალიტრის ერთ-ერთი ყველაზე მუქი ლურჯი ფერი. მულინერის ამ ფერის მომხიბლელი სიღრმისეულობა წარმოადგენს «ოქსფორდ-კემბრიჯის» სანაოსნო რბოლას.

Viridian - ეს არის უახლესი ფერი, «მეტალიკის» ეფექტით და ბრიტანული სარბოლო ავტომობილების ტრადიციული მწვანე ფერის თანამედროვე გარდასახვა. ეს იდუმალი მუქი-ზურმუხტისფერი ტონი შთაგონებულია EXP 10 Speed 6 კონცეპტ მოდელით, რომელიც 2015 წლის ჟენევის ავტოშოუზე იქნა წარმოდგენილი.

Snow Quartz - ეს არის თანამედროვე თეთრი სამ-დონიანი ფერი «პერლამუტრის» ეფექტით, რომელიც გამოირჩევა ელეგანტურობით და სიახლით. «პერლამუტრის» მსუბუქი ეფექტი ქმნის მოციმციმე და მბზინავ სითეთრეს, რომელიც ავტომობილის ინტერიერის სხვადასხვა ფერების შესარჩევად ქმნის უსაზღვრო შესაძლებლობებს.

Extreme Silver Satin ფერი - არის თბილი ვერცხლისფერი Extreme Silver-ის ახალი მბზინავი ვარიანტი. ამ ახალ ექსკლუზიურ მულინერის ფერში ჩვეულმა მბზინვარებამ ადგილი დაუთმო სატინისებურ მბზინვარებას, რომელიც განსაკუთრებულად უსვამს ხაზს ბენტლის მკვეთრ დიზაინს.

ექსტერიერის და ინტერიერის

ფერების გადაწყვეტილებების გაერთიანება

იმ კლიენტებისთვის, რომელტაც სურთ ავტომობილის სალონში მკვეთრი ფერები შეიტანონ, ატელიე ბენტლი მულინერი სთავაზობს დეკორატიულ ფერად ელემენტებს, რომელიც დაფარული იქნება მბზინავი საფორტეპიანო ლაკით. ეს დეტალები ხაზს უსვამს სალონის თანამედროვე იერს და იდეალურად ავსებენ ტყავის სალონის ფერთა გადაწყვეტილებებს.

დეკორატიული ჩანართებისთვის გამოიყენება იგივე სათუთად შერჩეული ხის შპონი რაც ლაკირებული მოპირკეთებისთვუს, რომელიც უზრუნველყოფს ყველა ელემენტის, ერთნაირად მაღალ ხარისხს. ხელით შესრულებული მოსაპირკეთებელი სამუშაოების შემდეგ ზედაპირის გაპრიალება ხდება ცხვრის მატყლით, სარკისებური ზედაპირის მისაღებად და ყველანაირი დეფექტის გამოსარიცხად.

Bentley Mulliner-ს შეუძლია შეარჩიოს ექსტერიერის 86 ფერიდან ნებისმიერი ტონი და ბენტლის ტყავის მოპირკეთების ნებისმიერი ფერი.

Mulliner ფერთა პალიტრა

პერლამუტრის შეფერილობა

ამ ფერთა გამაში შედის ისეთი დასახელების ფერები როგორიცაა: Ghost White; Radium; Silver Frost; St. James Red Pearlescent; Special Magnolia Pearlescent; Julep; და ჩვენს მიერ ზემოთ განმარტებული Snow Quartz.

სატინის შეფერილობა

Anthracite Satin - ეს არის 2011 წელს წარდგენილი ფერი, როგორც Bentley Arnage ორიგინალი ფერის ვერსიის სატინის ვერსია.; Extreme Silver Satin - ეს ფერი სპეციალურად შეიქმნა 2010 წელს Continental GT მოდელის გამოშვებასთან დაკავშირებით.; Light Grey Satin - სპეციალურად შემუშავებული ფერი GT Supersports მოდელისთვის, რომლის პრემიერაც 2010 წელს ჟენევის ავტოშოუზე მოხდა; და White Satin - რომელიც პირველად მოდელზე Continental Supersports Convertible იქნა წარმოდგენილი, 2010 წელს პარიზის ავტოშოუზე.

მბზინავი შეფერილობები და «მეტალიკის» ეფექტით დაფარვა

Arctica - ეს ფერი Arnage სამოდელო ხაზისთვის იქნა სპეციალურად შექმნილი 1998 წელს; Amber - ასევე ექსკლუზიური ფერია, 1998 წელს შექმნილი მოდელისთვის Arnage; Breeze - სპეციალურად Continental GTC მოდელისთვის შექმნილი დაფარვა, ეს მეტალიკი ფერი გამოირჩევა „ქამელეონის“ ეფექტით; Candy Red - ახალი სპორტული მკვეთრი წითელი ფერი, დაუჯერებელი სიღრმეებით. Claret - ეს არის სპეციალურად მისი უდიდებულესობა ელიზაბეტ II-სთვის შექმნილი ავტომობილის ფერი, რომელიც მას ოქროს იუბილეზე გადაეცა ბენტლისგან. ამ ფერის შექმნის შთაგონება იყო, Royal Claret-ფერი რომელიც გასული საუკუნის 40-იან წლებში, ყველა სამეფო Bentley-ის ავტომობილს ჰქონდა. Khamun; Viridian - ამ ფერის შემქმნელები შთაგონებას იღებდნენ კონცეპტ ავტომობილიდან Bentley EXP 10 Speed 6.; Light Gazelle ; Light Sapphire; Light Windsor Blue; Old English White - ეს არის ტრადიციული Bentley Heritage კოლექციის ფერი, რომელიც შეიქმნა გასული საუკუნის 50-იან წლებში; Oxford Blue - ეს დახვეწილი ფერი პირველად წარდგენილ იქნა გასული საუკუნის 60-იან წლებში, ხოლო შემდეგ ხელმეორედ იქნა შექმნილი 1998 წელს Diamond Series გამოშვების ფარგლებში; White Sand Porcelain; Royal Ebony და Storm Grey ორივე შექმნილი და პირველად წარმოდგენილი გასული საუკუნის 90-იან წლებში.

ცნობისთვის - Bentley Motors - არის მსოფლიოში პოპულარული მდიდრული ავტომობილების ბრენდი. კომპანიის ქარხანა და სათაო ოფისი მდებარეობს ქალაქ ქრუში (ინგლისში). აქვეა თავმოყრილი მისი ძირითადი საქმიანობა, დიზაინერული გადაწყვეტილებების, ასევე სამეცნიერო კვლევითი სამუშაოები მისი ოთხი სამოდელო ხაზის: Continental, Flying Spur, Bentayga და Mulsanne ავტომობილების პროექტირების და წარმოების ჩათვლით.

ბრიტანული მდიდრული საავტომობილო ბრენდების, ისეთი როგორიც არის Bentley, უნიკალურობა, გამოიხატება შემდეგი კომბინაციებით: ხელით შესრულებული საოცარი ნამუშევარი, ტრადიციები რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა, ინჟინერული გამოცდილებით და მოწინავე ტექნოლოგიებით. კომპანიამ შეინარჩუნა ბრიტანული მდიდრული საგნების მწარმოებელთა საუკეთესო მემკვიდრეობა. ბენტლის ქარხანაში, ქალაქ ქრუში დასაქმებულია დაახლოებით 4000 ადამიანი.

საკვანძო სიტყვები:

ახალი CONTINENTAL GT SPEED - პრემიერა მალე გაიმართება

17 მარტი, 2021 , 17:00

-უახლესი მოწინავე ტექნოლოგიები Continental GT Speed გამორჩეული თავგადასავლებისთვის -მოდელის მსოფლიო პრემიერა 2021 წლის 23 მარტს, თბილისის დროით 20:00 Bentley Motors ემზადება წარადგინოს ყველაზე დინამიური საგზაო ავტომობილი

ბენტლი თბილისი გთავაზობთ დახვეწილი აქსესუარების ფართო არჩევანს

2 მარტი, 2021 , 10:39

ჩვენთვის და ჩვენი ლოიალური მკითხველისთვის კარგად ცნობილია, როგორ ფართო ბენტლის ავტომობილების არჩევანს გთავაზობთ, საქართველოში, ბენტლი თბილისის სადილერო ცენტრი. მაგრამ, ახლა გვსურს, თქვენთან ერთად აღმოვაჩინოთ ხელნაკეთი, დ

ევროპაბეთსა და ნარდის სპორტულ ფედერაციას შორის თანამშრომლობა გრძელდება

9 თებერვალი, 2021 , 20:28

კომპანია ევროპაბეთსა და საქართველოს სპორტული ნარდის ფედერაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 2020 წლის აპრილში გაფორმდა. მას შემდეგ  ევროპაბეთი  სპორტის ამ სახეობას აქტიურად უჭერს მხარს და მ

რამ შეიძლება გამოიწვიოს ვარიკოზი?

3 თებერვალი, 2021 , 19:09

ვარიკოზი ვენების დაავადებაა, რომელიც ძირითადად ქვედა კიდურებზე ვრცელდება. საწყის სტადიაზე ხილულ ნიშნებს ვერ შეამჩნევთ, თუმცა მეორე სტადიაზე წვრილი, ობობისებრი ვენები აღინიშნება, რომლებსაც მოლურჯო შეფერილობა აქვთ. შემდგომ

როგორ ვიქირაოთ მანქანა?

29 იანვარი, 2021 , 19:39

საქართველოში მანქანის ქირაობა უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ამ სერვისით სარგებლობენ, როგორც საქართველოს მოქალაქეები, ასევე ტურისტები. მანქანას ბევრი სხვადასხვა მიზეზის გამო ქირაობენ: საქმიანი ვიზიტის დროს, ქალაქში გადას

ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 10 592, საიდანაც 3 867 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში

9 იანვარი, 2021 , 11:59

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 808 თბილისში, 363 იმერეთში, 183 კი სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ინტენს