უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მოზაიკა

15 ივლისი, 2019 14:53
font-size

BENTLEY ახალი ხედვა GRAN TURISMO კლასის მომავალზე , წარმოდგენილია განსაკუთრებული მოდელით BENTLEY EXP 100 GT

  • BENTLEY EXP 100 GT , მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მდიდრული საავტომობილო ბრენდის 100 წლის იუბილის დღეს, განსაზღვრავს მდიდრული მოგზაურობის მომავალს.
  • ახალი კონცეპტუალური ავტომობილი - ბენტლის მომავლის განსახიერება - განსაზღვრავს „ლუქს“ სეგმენტში გადაადგილების მდგრადობას, რომლის საფუძველშიც დევს დამოუკიდებელი გადაადგილება და ელექტრო მართვა.
  • „ჭკვიანი“ ავტომობილი, რომლის ხელოვნური ინტელექტი იმახსოვრებს მოგზაურობის ყველაზე მკაფიო მომენტებს და საშუალებას გაძლევთ თავიდან გამოსცადოთ იგი.
  • სრულიად ავტონომიური მართვა, რომელიც სურვილისამებრ შეგიძლიათ გამორთოთ და დატკბეთ აღმაფრთოვანებელი მართვით.
  • ხელით მუშაობის მომავალი, მასალების ჰარმონიული შეთანხმებით და საგულდაგულოდ შერჩეული ტექნოლოგიებით. ასევე ახალი დახვეწილი მასალა - სინათლე.
  • მომავლის მდიდრული მოპირკეთება - 5000 წლის მუხა Cooper Infused Riverwood; კუზაოს ლაკირებული დაფარვა Compass, რომელიც დამზადებულია გადამუშავებული ბრინჯის გარსისგან; 100%ით ორგანული ტყავის ტექსტილი - დამზადებული მეღვინეობის ნარჩენებისგან; ინტერფეისი Cumbrian Crystal; ბრიტანულ ფერმებში გაზრდილი ცხვრის ბეწვისგან დამზადებული ფარდაგები, და ბამბის მასალით ინტერიერი - რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს ეკოლოგიური ფუფუნების მომავალს.
  • ბორტ. სისტემა Bentley Personal Assistant რომელიც ზრუნავს მძღოლის და მგზავრების კომფორტზე და შეგრძნებებზე.
  • რეგულირებადი ბიომეტრიული სავარძლები სამი სახის კონფიგურაციით
  • დინამიურიბის, ტექნოლოგიების და ოსტატური შესრულების განსაცვიფრებელი თანხვედრა
  • ვიდეო ხელმისაწვდომია ბმულზე : https://www.youtube.com/watch?v=k6XY-w0v1Lk&feature=youtu.be

ბრენდის სათაო ოფისში ინგლისში, ქალაქ ქრუში, კომპანია ბენტლი აღნიშნავს 100 წლის იუბილეს, მდიდრულ მოგზაურობაში თავისი ხედვის წარმოდგენით. Bentley EXP 100 GT - ბენტლის მომავლის განსახიერებაა და წარმოადგენს გრან ტურიზმოს კლასის განვითარების ხედვას.

კონცეპტ-ავტომობილი Bentley EXP 100 GT აფართვოებს მფლობელის შესაძლებლობებს, აძლებს მას საშუალებას აირჩიოს ავტონომიური ან აქტიური მართვა.

Bentley EXP 100 GT არის ბენტლის დნმ, რომლის შექმნის შთაგონება გახდა ბრენდის მომხმარებლების მოთხოვნების და სურვილების ღრმა გათვითცნობიერება.

Bentley EXP 100 GT - შექმნილი სრულიად ელექტრონულ ბაზაზე, დეტალებისადმი განსაკუთრებული ყურადღებით, აწესებს ახალ სტანდარტებს გრან ტურიზმოს კლასში, რომელიც ორინეტირებულია 2035 წელზე. ეს არის ფუფუნების სამყარო, სადაც მგზავრასაც და მძღოლსაც თანაბრად შეუძლია ისიამოვნოს განუმეორებელი მოგზაურობით. მისი გასაოცარი დიზაინი და შთამაგონებელი პროპორციები - არის ბენტლის ისტორიული გრან ტურიზმოს კლასის მოდელების ხსოვნა, რომლებიც თავის მხრივ გახდნენ მომავალი მდიდრული თაობების ეტალონი. შედეგად მივიღეთ, მომავლის ახალი ხედვა, რომელიც შეესაბამება ბენტლის - ყველაზე პოპულარული მდიდრული ბრენდის მდგომარეობას.

სალონის დიდი სივრცე ფოკუსირებულია მძღოლისთვის და მგზავრისთვის მდიდრული შეგრძნებების გადაცემაზე და მათთვის ჰარმონიული და კომფორტული გარემოს შექმნაზე. Bentley Personal Assistant ხელოვნური ინტელექტის სისტემა, გარანტიას იძლევა მგზავრობისგან განუმეორებელი სიამოვნების მიღებაზე.

Bentley EXP 100 GT საფუძვლად უდევს ეკოლოგიური ინოვაციები. ეს ავტომობილი მოწოდებულია გახსნას გარემოზე ჩამოყალიბებული შეხედულებების საზღვრები: საგულდაგულოდ შერჩეული მასალები მოიცავს 5000 წლის მუხას Cooper Infused Riverwood, კუზაოს ლაკირებული დაფარვა Compass - რომელიც დამზადებულია გადამუშავებული ბრინჯის გარსისგან; 100%ით ორგანული ტყავის ტექსტილი - დამზადებული მეღვინეობის ნარჩენებისგან; ინტერფეისი Cumbrian Crystal; ბრიტანულ ფერმებში გაზრდილი ცხვრის ბეწვისგან დამზადებული ფარდაგები, და ბამბის მასალით ინტერიერი - რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს ეკოლოგიური ფუფუნების მომავალს.

ადრიან ჰოლმარკი (Adrian Hallmark) - ბენტლი მოტორსის მმართველი აცხადებს: „ ბენტლის საუკუნოვანი იუბილეს აღნიშვნასთან დაკავშირებით, ჩვენ წარმოგიდგენთ მომავალზე ბრენდის ხედვას - ავტომობილით - Bentley EXP 100 GT, გრან ტურიზმოს კლასის თანამედროვე და მკვეთრი წარმომადგენელი, რომელიც ახდენს მდიდრული ავტომობილების მომავლის დემონსტრირებას, ისევე შთამაგონებლად და ამბიციურად, როგორც განვლილი 100 წელი.

კომპანია ბენტლი შეუწყვეტლივ მუშაობს თითოეული მოგზაურობის და პიროვნების ცხოვრების გაუმჯობესებისთვის, რაც ასე თუ ისე დაკავშირებულია ჩვენი მხრიდან განსაკუთრებული ტექნოლოგიების გამოყენებასთან ან შექმნასთან“

მდიდრული გადაადგილება

Bentley EXP 100 GT - არის ავტომობილის ახალი კონცეფცია, როგორც განუმეორებელი ემოციების მისაღები სივრცე, ის ცხოვრებას ხდის უფრო მკაფიოს და ახალი ქმედებების შთამაგონებელია. თავისი მომავალი ხედვის წარმოდგენის დროს ბენტლის ეყრდნობა მდიდრული დიზაინის და ოსტატობის 100 წლიან გამოცდილებას. ზუსტად ამ გრანდიოზულ საუკუნოვან თარიღს აღნიშნავენ მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

Bentley EXP 100 GT დახვეწილი და ათლეტური სილუეტი, წარმოადგენს როგორი მიმართულებით აპირებს ბრენდი მომავალში განვითარებას. ის ახდენს ბრენდის საფირმო სტილის დემონსტრირებას. ეფექტური უკანა ნაწილი ნასესხებია R-Type Continental მოდელისგან, მრგვალი წინა მანათები, რომელიც რადიატორის გრილზე გადადის ისეა როგორც ცნობილ მოდელზე Bentley Blower და გრძელი ელეგანტური კუზაო გვაგონებს წარსულის საკულტო მოდელებს. და ამავე დროს ზუსტად ეს ბენტლი წარმოადგენს ჩვენს მომავალს.

მოდელი - მსუბუქი ალუმინის დიკებით და კარბონის ბოჭკოთი სიგრძეში აღწევს 5,8 მეტრს და სიგანეში 2,4 მეტრს და იძლევა ნამდვილად დახვეწილ ეფექტს.

მძღოლის და მგზავრის კარებები სიგანეში 2 მეტრს აღწევს და იღება გარედან ზედა მიმართულებით, იმისათვის რომ ავტომობილში მოთავსება კომფორტული იყოს. სრულად გაღებული კარები სიმაღლეშ 3 მეტრს აღწევს, რა დროსაც ავტომობილი უფრო ეფექტურად გამოიყურება.

ავტომობილის სრულიად ახალი ფერის დაფარვა Compass დამზადებულია სპეციალური პიგმენტით Colourstream, რაც ქმნის ფერების შემოდგომისფერ გარდასვლას და გარმეოსთვის სრულიად უვნებელია. პიგმენტი ხელოვნურად არის შემუშავებული ბრინჯის გარსისგან, ბრინჯის წარმოების უკუმაჩვენებელი ბიოპროდუქტით, რომლის გადამუშავება სპეციალურად ამ მოდელისთვის, ნარჩენების შემცირების საშუალებას იძლევა.

ინტერიერის დახვეწილი დეტალები ერთმანეთთან სრულ თანხვედრაშია და გვაძლევს ხელით შესრულებული ნამუშევრებისგან სრულ ჰარმონიას. მაგალითად ეკოტექსტილი და ეკოტყავი გასაოცრად ასრულებს შპონების მარცვლოვან ნახატს, რომელიც მიღებულია ბუნებრივად წაქცეული/მკვდარი ხეებისგან. ეს ტრადიციული, შესახებად სასიამოვნო მასალები აღადგენს ადამიანსა და ბუნებას შორის კავშირს.

ხელოვნური ინტელექტი განსაზღვრავს გრან ტურიზმოს კლასის მომავალს.

მგზავრის დაუვიწყარ შთაბეჭდილებებზე პასუხისმგებელია Bentley Personal Assistant სისტემები. ეს არის მოწინავე სისტემა რომელიც განსაზღვრავს გრან ტურიზმოს კლასის მომავალს, ქმნის მძღოლისთვის და მგზავრისთვის უმაღლესი ხარისხის პერსონიზირებულ შთაბეჭდილებებს, და ემყარება ხუთ განსხვავებულ პოზიციას: Enhance, Cocoon, Capture, Re-Live , Customise.

Enhance - კრებს ინფორმაციას გარემოცვიდან, როგორიც არის სინათლე, ხმა, სურნელი , ჰაერის ხარისხი და ავტომობილში შუშის ლუქით, ქმნის ღია სახურავით მოძრაობის შთაბეჭდილებას.

Cocoon - ქმნის დაცულ სივრცეს, ჰაერის გაწმენდით და შუშების დამუქებით, ხოლო Capture კრებს მოგზაურობებიდან როგორც გარე ისე ავტომობილის შიგნით არსებულ შთაბეჭდილებებს და ქმნის მათგნა მომავალში გასახსენებლ ისტორიებს.

Re-Live - იმეორებს თქვენი მოგზაურობებიდან ყველაზე მკაფიო მომენტებს, ხოლო Customise აერთიანებს ყველა პოზიციის ელემენტებს და შესაძლებელია მათი ცალკეულად მომართვა მძღოლის ან მგზავრის მიერ.

ეკოლოგიური ინოვაციები - ბენტლის მომავალი

კომპანია ბენტლიში თვლიან რომ ინოვაციებისადმი მიდგომა დაფუძვნებულია ბალანსზე: გარემოს დაცვა და საზოგადოების ჯანმრთელობა უნდა იყოს პრიორიტეტი, ხოლო მნიშვნელოვანი ინტელექტუალური ინოვაციები ყოველთვის უნდა იყოს მიმართული პირველ რიგში რესურსების რაციონალური და ეკოლოგიური გამოყენებისკენ.

Bentley EXP 100 GT აღჭურვილია ჰაერის და ხმის გადამამუშავებლებით, რომელიც აუმჯობესებს მძღოლის და მგზავრის შეგრძნებებს, ის მათთვის ქმნის ფიზიოლოგიურ და გაუმჯობესებულ სივრცეს.

მაგალითად, Capture პოზიცია, ახდენს გარე პირობების იმიტაციას ავტომობილის სალონში, და ქმნის კაბრიოლეტით მგზავრობის შეგრძნებას. ზუსტად ეს სისტემა იცავს ავტომობილის მგზავრებს დიდი ქალაქების დაბინძურებული ჰაერისგან, ფილტრაციის თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.

სალოში შემოსულ სხვა სურნელთან ერთად სპეციალისტებმა სპეციალურად შეიმუშავეს უნიკალური არომატი. „12.29“ პარფიუმერულ სახლთან თანამშრომლობით - რომელიც ცნობილია ბუნებისადმი თავისი ეთიკური დამოკიდებულებით, შემუშავებულ იქნა არომატი რომელიც შეიცავს სანტალის ხის და მუხის ქერქის სურნელის არომატებს.

დინამიკა და ტექნოლოგიები

Bentley EXP 100 GT - ეს არის ნახშირორჟანგის გარეშე მომავლისკენ გადადგმული გრანდიოზული ნაბიჯი.

ბრუნვადი მომენტის ვექტორიზაციის ტექნოლოგია, უზრუნველყოფს ავტომობილზე მაქსიმალურ კონტროლს, და ბრუნვის თავისუფალ საშუალებას იძლევა. ელემენტები კვებავს ოთხ ელექტროძრავს, რომელიც ავტომობილს 0-დან 100კმ/სთ-მდე სულ რაღაც 2,5 წამში აჩქარებს, ავითარებს მაქსიმალურ 300კმ/სთ სიჩქარეს და მაქსიმალურ ბრუნვად მომენტს - 1500 ნმ.

ელემენტები, რომელთა ენერგეტიკული ტევადობა ხუთჯერ უფრო შებოჭილი/შეკრული ვიდრე ტრადიციული, საშუალებას იძლევა შემცირდეს ავტომობილის მასა და მოძრაობის რეზერვს 700კმ-მდე იძლევა. ეს ნიშნავს რომ, ბენტლი EXP 100 GT, 1900 კგ მასით, დაიმუხტოს 80%მდე ენერგიით სულ რაღაც 15 წუთში.

ბენტლის 100 წლის იუბილის აღნიშვნა

2019 წლის 10 ივლისს, ბენტლიმ აღნიშნა ერთი საუკუნე - გასაოცარი გარბენი, რომელიც მხოლოდ რამდენიმე კომპანიამ გაიარა. საიუბილეო წელი, აღინიშნებოდა და აღინიშნება მთელი მსოფლიოს მასშტაბით, განუმეორებელი აქტივობებით.

ხდება ბენტლის ბოლო 100 წლის მანძილზე ევოლუციის დემონსტრირება, განსაკუთრებულად გამოიყოფა ბრენდის წარმატება დღევანდელი დღისთვის და განსაცვიფრებელი პერსპექტივები მომავალში.

ცნობისთვის - Bentley Motors - არის მსოფლიოში პოპულარული მდიდრული ავტომობილების ბრენდი. კომპანიის ქარხანა და სათაო ოფისი მდებარეობს ქალაქ ქრუში (ინგლისში). აქვეა თავმოყრილი მისი ძირითადი საქმიანობა, დიზაინერული გადაწყვეტილებების, სამეცნიერო კვლევებისა და შემუშავებების, ასევე ოთხი სამოდელო ხაზის: Continental, Flying Spur, Bentayga და Mulsanne ავტომობილების პროექტირების და წარმოების ჩათვლით.

ბრიტანული მდიდრული საავტომობილო ბრენდების, ისეთი როგორიც არის Bentley, უნიკალურობა, გამოიხატება შემდეგი კომბინაციებით: ხელით შესრულებული საოცარი ნამუშევარი, ტრადიციები რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა, ინჟინერული გამოცდილებით და მოწინავე ტექნოლოგიებით. კომპანიამ შეინარჩუნა ბრიტანული მდიდრული საგნების მწარმოებელთა საუკეთესო მემკვიდრეობა. ბენტლის ქარხანაში, ქალაქ ქრუში დასაქმებულია დაახლოებით 4000 ადამიანი.

NS

“La Gazzetta Dello Sport” უკვე ქართულ მედიასივრცეშია

1 თებერვალი, 2024 , 15:01

მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი და ისტორიული იტალიური სპორტული მედიაპლატფორმა „La Gazzetta Dello Sport“ უკვე საქართველოშია. მისი ქართული ვერსიის - „La Gazzetto Dello Sport  Georgia“-ს ოფიციალური წ

სახელოვანი ვიოლონჩელისტი იან მაკსინი საქართველოში კონცერტებს მართავს

29 იანვარი, 2024 , 17:02

საქართველოში ცნობილი ვიოლონჩელისტი, კომპოზიტორი და მრავალენოვანი ამერიკელი ვოკალისტი იან მაკსინი იმყოფება. იგი ჩვენს ქვეყანას ახალი ალბომის -- “Amor Renauts”-ის გამოშვებისადმი მიძღვნილი მსოფლიო ტურნეს ფარგლებ

საქართველოდან სიყვარულით სავსე გულით მივდივარ - ალ ბანო

27 ნოემბერი, 2023 , 11:27

"იტალიელები ქართველებს ძალიან ჰგვანებიან. განსხვავებული მხოლოდ ენაა. მაგრამ ჭიქა ღვინოსთან ენაც ქრება და მხოლოდ გული რჩება", -ასე მიესალმა ლეგენდარული იტალიელი მომღერალი ალ ბანო კარიზი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში შე

თბილისი ლეგენდარული ალ ბანოს პირველ სოლო კონცერტს უმასპინძლებს

24 ნოემბერი, 2023 , 12:38

24 ნოემბერს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ლეგენდარული იტალიელი მომღერლის, ალ ბანოს პირველი სოლო კონცერტი გაიმართება. მუსიკოსი საქართველოს საქველმოქმედო ფონდ "ცხოვრება მშვენიერიას" მოწვევით სტუმრობს. როგორც მომღერალმა

ისრაელელი მხატვრების გამოფენა თბილისში

24 ნოემბერი, 2023 , 11:48

ხვალ, 25 ნოემბერს თბილისში გაიხსნება ისრაელელი მხატვრების ჯგუფური გამოფენა, რომელიც მშვიდობას ეძღვნება. "სამართლიანობა, სიმართლე და მშვიდობა?" ასე ჰქვია გამოფენას, რომელიც თბილისში მიმდინარეობდა და ისრაელზე 7 ოქტომბერს ტ

ისრაელელი მხატვრების გამოფენა თბილისში

24 ნოემბერი, 2023 , 11:48

ხვალ, 25 ნოემბერს თბილისში გაიხსნება ისრაელელი მხატვრების ჯგუფური გამოფენა, რომელიც მშვიდობას ეძღვნება. "სამართლიანობა, სიმართლე და მშვიდობა?" ასე ჰქვია გამოფენას, რომელიც თბილისში მიმდინარეობდა და ისრაელზე 7 ოქტომბერს ტ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი