უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მოზაიკა

22 ივლისი, 2019 16:31
font-size

ბენტლი წარადგენს FLYING SPUR FIRST EDITION ექსკლუზიურ მოდელს, ელტონ ჯონის ფონდის საქველმოქმედო საღამოზე

-დახვეწილი ოთხ-კარიანი გრან ტურერი, გამოშვებულია შეზღუდული ტირაჟით და პირველად წარდგენილი იქნება ელტონ ჯონის ფონდის საღამოზე.

-ლიმიტირებული სერიის ავტომობილი წარდგენილი იქნება საქველმოქმედო აუქციონზე. შემოსული სახსრები მოხმარდება აივ ინფექციასთან ბრძოლის ფონდს.

-ქრუში (ინგლისში) ხელით შექმნილი მოდელის პერსონალიზება შესაძლებელია ბენტლის დიზაინერების ექსკლუზიური გადაწყვეტილებებით.

-ლიმიტირებული სერია Bentley Flying Spur First Edition მხოლოდ 12 თვის განმავლობაში იქნება ხელმისაწვდომი.

-ყველა ავტომობილი დამშვენებული იქნება Union Jack ემბლემებით.

კომპანია ბენტლი მხარს დაუჭერს, ელტონ ჯონის ფონდის მიერ ორგანიზებულ აივ ინფექციასთან ბრძოლის წინააღმდეგო საქველმოქმედო საღამოს. ღონისძიება გაიმართება 24 ივლისს Villa Dorane რეზიდენციაში, რომელიც ეკუთვნის ბიზნესმენს და კოლექციონერს ჯინ პიგოცის (Jean Pigozzi). მდიდრული ავტომობილების ბრიტანელი მწარმოებელი აუქციონზე წარადგენს მოდელს FLYING SPUR FIRST EDITION, შემოსავალი, სრულიად მოხმარედება საქველმოქმედო ფონდის მიზნებს.

FLYING SPUR FIRST EDITION - მდიდრული საკოლექციო ავტომობილია, ეფექტური დიზაინით, ინტელექტუალური ტექნოლოგიებით, თითოეული დეტალისადმი განსაკუთრებული ყურადღებით შექმნილი. ელეგანტური მოდელი ფლობს ინტელექტუალური მართვის სისტემებს და მოგზაურობების დროს, მძღოლისთვის ქმნის დახვეწილ და კომფორტულ გარემოს. ლიმიტირებული სერია გაყიდვაში იქნება მხოლოდ 12 თვე.

დახვეწილი სედანი აღწევს 100კმ/სთ სიჩქარის ნიშნულს სულ რაღაც 3,7 წამში. სრული მართვის აქტიური სისტემა Active All-Wheel Drive System და ყველა საბურავის მართვის მექანიზმი, უზრუნველყოფს უნიკალურ მდგრადობას და მართვის დროს უნიკალური სიამოვნების გარანტიას იძლევა.

W12 - თორმეტ ცილინდრიანი მაღალტექნოლოგიური ძრავი გამოირჩევა გლუვი და ამავდროულად ეფექტური მუშაობით და ავტომობილს აძლევს განუმეორებელ სიძლიერეს.

FLYING SPUR FIRST EDITION უნიკალური საკოლექციო მოდელი ხაზს უსვამს ექსკლუზიურ დეტალებს. ცენტრალურ დაფაზე განთავსებულია ნიშანი First Edition - ბრიტანული დროშა და ციფრი 1 ცენტრში, სავარძლებზე თავის მისაყრდნობზე ამოქარგულია ასობგერა «B», ხოლო ამ დახვეწილი ავტომობილის ზღურბლი დამშვენებულია საფარით რომელზეც ასევე გამოსახულია დიდი ბრიტანეთის დროშა და წარწერა ცენტრზე First Edition.

ბრენდის უცვლელი სიმბოლო ფრთოვანი «B», პირველად შეივლავა 1959 წლის შემდეგ, და ამ ავტომობილზე ის ამოიწევა ელექტრონულად, მფლობელის მოახლოვებისთანავე და კარებების გაღებისას.

გასაკუთრებულობებს შორისაა ასევე ბრუნვადი მოდული Bentley Rotating Display, რომელიც მფლობელს საშუალებას აძლევს აირჩიოს თანამედროვე ტექნოლოგიებსა და კლასიკურ დიზაინს შორის. მფლობელის განკარგულებაშია, აპლიკაციების, მულტიმედია სისტემებისა და ავტომობილის სხვა ფუნქციების სამართავად ულტრა თანამედროვე მონიტორი, ასევე ელეგანტურად დამუშავებული შპონის დაფა და სამი კლასიკური ანალოგიური მაჩვენებელი : თერმომეტრი, კომპასი და ქრონოგრაფი.

ინტერირის უფრო მეტად პერსონალიზაციის საშუალებას იძლევა ფონური განათება: შვიდი ფერის ორ ვარიანტში განათების წყალობით ( მკვეთრი ან მკრთალი) - მძღოლს და მგზავრს შეუძლიან ინტერიერის განათება მომართონ და დაარეგულირონ მათი სურვილისამებრ.

FLYING SPUR FIRST EDITION - აღჭურვილია პანორამული სახურავით, რომლის გახსნის დროს სახურავი სრულიად ურთდება ავტომობილის უკანა პანელს. სალონი მოპირკეთებულია Alcantara უმაღლესი ხარისხის მასალით და მასთან შერწყმული ავტომობილის ელექტრონული მართვის ფარდები, იცავს ინტერიერს მზის მკვეთრი სხივებისგან.

ბრენდის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით და საქველმოქმედო მიზნებიდან გამომდინარე, ბენტლის ამ ავტომობილის მყიდველს საშუალებას აძლევს მოახდინოს ავტომობილის პერსონალიზება, ექსკლუზიური სერვისის Co-Creation Luxury Service, რომელიც როგორც წესი ხელმისაწვდომია კლიენტების მხოლოდ ვიწრო წრისთვის.

ჭეშმარიტად უნიკალური ბენტლის Flying Spur შექმნა, რომელიც იქნება მფლობელის მოთხოვნილებებით შექმნილი და ამ პროცესს წარმართავს ბენტლის ერთ-ერთი დიზაინერი, ამასთანავე სამუშაოები შეიძლება სრულდებოდეს როგორც სათაო ოფისში ქრუში(ინგლისი) ასევე მყიდველის სახლშიც. მომავალ მფლობელს ბრენდი შესთავაზებს პრაქტიკულად შეუზღუდავ არჩევანს ისეთი დეტალებისა, როგორიცაა: ძარის ფერების, ტყავის და ინტერიერის ფერების შეთავსება. აუქციონში მონაწილეობა- ეს არის უნიკალური შანსი შექმნათ იდეალური ავტომობილი.

საქველმოქმედო საღამო გაიმართება თავად სერ ელტონ ჯონისა და დევიდ ფერნიშის უშუალო მონაწილეობით, რომელბიც იქნებიან საღამოს მასპინძლები და თავად შეეგებებიან სტუმრებს , ასევე მუსიკის, კინემატოგრაფიის, გასართობი ინდუსტრიის, მოდისა და ხელოვნების წარმომადგენლებს. საღამოს პროგრამაშია საიუბილეო ვახშამი, აუქციონი და კრის მარტინის გამოსვლა.

ცნობისთვის - Bentley Motors - არის მსოფლიოში პოპულარული მდიდრული ავტომობილების ბრენდი. კომპანიის ქარხანა და სათაო ოფისი მდებარეობს ქალაქ ქრუში (ინგლისში). აქვეა თავმოყრილი მისი ძირითადი საქმიანობა, დიზაინერული გადაწყვეტილებების, სამეცნიერო კვლევებისა და შემუშავებების, ასევე ოთხი სამოდელო ხაზის: Continental, Flying Spur, Bentayga და Mulsanne ავტომობილების პროექტირების და წარმოების ჩათვლით.

ბრიტანული მდიდრული საავტომობილო ბრენდების, ისეთი როგორიც არის Bentley, უნიკალურობა, გამოიხატება შემდეგი კომბინაციებით: ხელით შესრულებული საოცარი ნამუშევარი, ტრადიციები რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა, ინჟინერული გამოცდილებით და მოწინავე ტექნოლოგიებით. კომპანიამ შეინარჩუნა ბრიტანული მდიდრული საგნების მწარმოებელთა საუკეთესო მემკვიდრეობა. ბენტლის ქარხანაში, ქალაქ ქრუში დასაქმებულია დაახლოებით 4000 ადამიანი.

„ევროპაბეთი“ წამყვანი ქვეყნების გამოცდილებას საქართველოში პირველი დანერგავს

20 თებერვალი, 2020 , 17:25

„დარწმუნებული ხართ, რომ თამაშის გაგრძელება გსურთ?“ - აზარტული თამაშების მოყვარულებს, რომლებიც სხვადასხვა ტიპის ონლაინ თამაშებს „ევროპაბეთზე“ თამაშობენ, სწორედ ეს შეკითხვა შეაწყვეტინებთ თამაშს ზუსტ

BENTLEY MULLINER BACALAR - მდიდრული მანქანათმშენებლობის მომავალი

15 თებერვალი, 2020 , 11:15

კომპანია ბენტლი, ჟენევის საავტომობილო შოუზე , წარმოგვიდგენს  მომავლის მოდელს, Bentley Mulliner Bacalar -ს. დახვეწილი, ხელნაკეთი ბენტლი მულინერი, უძველესი მწარმოებელი მსოფლიოში, წარმოადგენს გრან ტურერის  ყველაზე

გარანტ მოტორსი - თანამედროვე ავტოსერვისი

13 თებერვალი, 2020 , 10:35

ავტომობილით გადაადგილებისას უსაფრთხოების ნორმების დასაცავად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენი მანქანა იყოს გამართული. თუ დარწმუნებული არ ხართ თქვენი მანქანის გამართულობაში უნდა ეწვიოთ სანდო, ხარისხიან ავტოსერვისს. თუმცა,

კლდეში ნაკვეთი ისტორიული მარანი უფლისციხეში

5 თებერვალი, 2020 , 11:50

კლდეში ნაკვეთი მარანი, უნიკალური ადგილობრივი ვაზის ჯიშებისაგან დამზადებული ღვინის დაგემოვნება გამომშრალ ხილთან, ჩურჩხელასთან და ყველთან ერთად, არქეოლოგიური მნიშვნელობის ნაშთები, - ასეთია კლდეში ნაკვეთ უძველეს ნაქალაქარ უ

BENTLEY - ის ეკიპაჟმა მოიპოვა გამარჯვება ავსტრალიის რბოლაში «ბატერსტის 12-საათიანი» ავტომობილით Continental GT3

4 თებერვალი, 2020 , 16:05

ამ კვირის ბოლოს, Continental GT ტრიუმფალურად აჩვენა თავისი განსაკუთრებული შესაძლებლობები: GT3 მოიპოვა გამარჯვება «ბატერსტის 12-საათიანი» ურთულეს რბოლაში. Continental GT3-ის  ეკიპაჟი, რომელიც  გასვლა

Liloshop სამზარეულოს ტექნიკის ფართო არჩევანს გთავაზობთ

28 იანვარი, 2020 , 18:57

მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში და მათ შორის საქართველოშიც სულ უფრო პოპულარული ხდება ონლაინ ვაჭრობა, რაც რამდენიმე მიზეზითაა გამოწვეული, მათ შორის კი უპირველესია გლობალიზაცია, ტექნოლოგიური სფეროს მიღწევები და ცხოვრების რიტმის აჩ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`