უკან

მოზაიკა

21 ოქტომბერი, 2020 16:20
font-size

ბენტლის შესრულებაზე ფოკუსირებული ჩვენება გუდვუდში SPEEDWEEK-ზე

  • Flying Spur V8-ის გლობალური დებიუტი - ბენტლის მძღოლზე ორიენტირებული ოთხ-კარიანი გრან ტურერი.
  • Bentayga Speed-ის დინამიური დებიუტი - მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ქროსოვერი
  • Continental GT V8-ს სისრულეში მოჰყავს ბენტლის ოჯახური ხაზი - სპორტული ესტეთიკა და დინამიური ხარისხი რომელიც ტრასაზე უნდა წარმოჩინდეს
  • გუდვუდი მასპინძლობს EXP 100 GT კონცეპტს - მდიდრული მომავლის განსაზღვრებით

ბენტლიმ მიიღო მონაწილეობა გუდვუდ სიჩქარის ფესტივალში (Goodwood SpeedWeek), რომელიც გაიმართა ამ შაბათ-კვირას და მან მოახდინა შთამბეჭდავი მოდელების დემონსტრირება, რომლებიც ერთიანობაში, წარმოადგენენ ბრენდის სპორტულ სულს. ბენტლიმ გამოიყენა ეს შესაძლებლობა, იმისათვის რომ წარმოედგინა, შესრულებაზე ორიენტირებული - სამი მოდელი, ახალი რვა ცილინდრიანი Flying Spur -ის მანევრირების დემონსტრირებით, Bentayga Speed -ის სიმძლავრით გლობალურ საზოგადოებრივ დებიუტში და ასევე რვა ცილინდიანი Continental GT-ის ექსტრაორდინარული დინამიკით და ვიზუალური შესრულებით.

მომავლის განჭვრეტით და თავისი შორსმჭვრეტელი კლიენტების ბენტლის ღრმა გაგებით, EXP 100 GT, რომლის მსოფლიო პრემიერა შედგა შარშან, კომპანიის 100 წლის იუბილეზე, განასახიერებს მომავლის ხედვას, რომელიც შეესაბამება ბენტლის სტატუსს - მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნადი ლუქს კლასის საავტომობილო ბრენდი.

Flying Spur V8 გლობალური დებიუტი

კვლევებზე, მფლობელების შეფასებებზე და კლიენტების მიერ მისი გამოყენების ტენდენციებზე დაყრდნობით, ახალი რვა ცილინდრიანი Flying Spur შეიქნა იმისათვის რომ მოაწოდოს მძღოლზე ორიენტირებული შესაძლებლობები, ამავდროულად შესთავაზოს მგზავრებს დახვეწილობა, კომფორტი და ტექნოლოგიები რომელსაც მოელით დიდი ლიმუზინისგან.

Flying Spur გთავაზობთ უფრო მძღოლზე ორიენტირებულ გამოცდილებას, გაზრდილი მანევრირების და ძრავის უფრო დამახასიათებელი ხმის ხარჯზე, ამავდროულად სარგებელს გაძლევთ საწვავის შევსებებს შორის დროის დიაპაზონის გაზრდით და შემცირებული CO2 გამონაბოლქვით.

რვა ცილინდრიანი Flying Spur არის 100 კილოგრამით უფრო მსუბუქი ვიდრე W12 ვერსია, რაც ავტომობილს უფრო მანევრირებას და საკუთარ ინდივიდუალურობაზე პასუხისმგებელს ხდის. ახალი მოდელი მოიცავს ტრანსმისიის და შასის უახლეს გაუმჯობესებებს: ადაპტირებული საჰაერო დაკიდების სისტემა, მუხრუჭების ბრუნვადი მომენტის ვექტორიზაცია, დინამიური მართვის კონტროლი და ელექტრონული მართვის სისტემა, და ყველა მათგანი შედის სტანდარტულ ფუნქციებში. ამის გარდა კლიენტებს შეუძლიათ დაამატონ ბენტლის ნოვატორული ტექნოლოგია ელექტრო აქტიური სტაბილიზატორი - ბენტლი დინამიური მართვა და კიდევ უფრო მეტი მანევრირებისთვის ოთხივე თვლის ელექტრონული მართვა.

ავტომობილში მოთავსებულია ბენტლის 4,0 ლიტრიანი, 8 ცილინდრიანი ტურბო ძრავი, რომელიც გამოიმუშავებს მაქსიმალურ სიმძლავრეს 542 ცხენის ძალას და იყენებს ორმაგი სპირალით ტურბინებს, მაქსიმალური ბრუნვადი მომენტის მისაღწევად 770 ნმ-ით.

90 გრადუსით “V” ფორმისებური კონფიგურაცია და იდეალურად დაბალანსებული რვა ცილინდრი აძლევს ძრავს მისთვის დამახასიათებელ და შეუცდომელ ხმას და შთამბეჭდავ სიმძლავრეს რომელიც უზრუნველყოფს 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას 4,1 წამში და მაქსიმალურ სიჩქარეს 318 კმ/სთ-ს.

ყველაზე მძლავრი Bentayga

ახალ Bentayga Speed-ს გადაყავს ბენტეიგას ექსტრაორდინარული შესაძლებლობები ახალ დონეზე, რომელიც იყენებს 6 ცილინდრიან W12 ორმაგ ტურბო ძრავს და ავითარებს მაქსიმალურ სიმძლავრეს 626 ცხენის ძალას. მარტივად აჩქარება ყოველთვის გარანტირებულია 900 ნმ ბრუნვადი მომენტის წყალობით, რომელიც ხელმისაწვდომია 1,500 დან 5000მდე ბრუნვით წუთში. W12 ტრანსმისიის აწყობისთვის, გამოცდილ ძრავის მწარმოებლებს სჭირდებათ, Bentayga Speed-ის ასაწყობად საჭირო საერთო დროიდან დაახლოებით 10 პროცენტი.

გამორჩეული შესრულების ტექნიკით, კომფორტით და მართვით, მისი მაქსიმალური სიჩქარე არის 306 კმ/სთ, ხოლო 100 კმ/სთ-მდე აჩქარება მოწოდებულია 3,9 წამში.

იმისათვის რომ უმაღლეს მახასიათებლებთან მოდიოდეს შესაბამისობაში, Bentayga Speed-ს აქვს გამიზნული სპორტული ექსტერიერი. მუქი ფარები, გვერდები ერთ - ექსტერიერის ფერში შეფერილი, უნიკალური წინა და უკანა ბამპერი, და ეფექტური დაგრძელებული სპოილერი უკანა კარებბებზე - აი რა არის Speed-ისთვის დამახასიათებელი. რადიატორის და ბამპერის ცხაურის მუქი შეფერილობა, 22 დუიმიანი დისკების უნიკალური დიზაინი, რომელიც ორი მოპირკეთებით არის ხელმისაწვდომი (შეღებილი და მუქი შეფერილობა) და ასევე საფირმო Speed ნიშანი, რომელსაც სრულყოფილებაში მოჰყავს მისი სპორტული დიზაინი.

გამონაბოლქვის მილების სისტემა ახლა ოვალური ფორმისაა, რაც გამოარჩევს W12 ტრანსმისიას. მუქი უკანა ფარები კიდევ უფრო მეტად ავსებს Speed-ის შესახედაობას.

Continental GT - ექსტრაორდინარული სიმძლავრე და სტილი

ბენტლი Continental GT-ის მესამე თაობა, აერთიანებს ენერგიულ, მიზანმიმართულ ტექნიკას ხელით შექმნილ ლუქსთან ერთად და მოწინავე ტექნოლოგიებს, იმისათვის რომ შექმნას საუკეთესო გრან ტურერი, რაც კი ოდესმე შექმნილა.

დაკუნთული ექსტერიერის დიზაინი, შექმნილია რევოლუციური ტექნოლოგიების გამოყენებით, რაც შედეგად იძლევა მსუბუქ მაგრამ უხეშ ძარას. ძრავი განთავსებულია კიდევ უფრო უკან, იმისათვის რომ გაუმჯობესდეს წონის გადანაწილება, რაც შედეგად იძლევა მძღოლზე ორიენტირებულ, დინამიური შესრულების ტექნიკას.

აქტიური ოთხივე წამყვანი თვლის სისტემა ცვლის ბრუნვადი მომენტის გადანაწილებას წინა და უკანა თვლებზე, იმის მიხედვით თუ როგორი საგზაო მდგომარეობაა და ავტომობილი მაქსიმალურად გამოიყენებს უკანა თვლებს, ჩვეულებრივი მართვის დროს, იმისათვის რომ ჰქონდეს მაქსიმალური ეფექტურობა და დინამიური მახასიათებლები. გარემოებებიდან და მძღოლის ქცევიდან გამომდინარე, სისტემას შეუძლია მართვა წინა წამყვან თვლებზე გადმორთოს. ეს ამცირებს არასაკმარისი მობრუნებადობის ეფექტს, რომესლაც ფიქსირებული ოთხივე წამყვანი თვლის სისტემის დროს ვიღებთ, და ასევე ზრდის მძღოლის ჩართულობას მათთვის, ვინც სიამოვნებას იღებს Continental GT-ის დინამიური მახასიათებლებისგან.

მათთვის ვისაც სურს ხაზი გაუსვას თავისი Continental GT-ის სპორტულობას, ხელმისაწვდომია Styling და Blackline სპეციფიკაციები. შექმნილია ხელით და მათთვის, ვინც უკვე ფლობს ბენტლის, Styling სპეციფიკაცია ხელმისაწვდომია ბენტლის ნებისმიერ სადილეროში.

ლუქსის და გრან ტურინგის მომავალი

Bentley EXP 100 GT კონცეპტუალური ავტომობილი, დაბადებულია სუფთა ბენტლის დნმ-იდან და შთაგონებულია კომპანიის ღრმა გაგებით, თავისი ინტელიგენტი, შორს-მჭვრეტელი მომხმარებლებისგან. მშვენივრად გაფორმებული, ის მოიცავს ხელოვნურ ინტელექტს, დასამტკიცებლად, რომ შეიქმნა ავტომობილი როგორც, ადამიანური ემოციების და გამოცდილებების შემოქმედების, აღქმის და შენახვის ადგილი.

თავიდან ბოლომდე შემუშავებული და სრულიად ელექტრონული პლათფორმის გამოყენებით, Bentley EXP 100 GT გარდასახავს გრან ტურერზე წარმოდგენებს 2035 წლისთვის. ეს არის სამყარო თანამედროვე ფუფუნებისა, რომელშიც მძღოლი და მგზავრი სარგებლობენ, თავიანთი ექსტრაორდინარული მოგზაურობებისგან მიღებული სიამოვნების, თანაბარი სტატუსით. მისი არსებობა და ავტომობილის ექსტერიერი მოაგაგონებთ ბენტლის ბევრ ისტორიულ გრან ტურერს. შედებს წარმოადგენს, მომავლის ხედვა რომელიც შეესაბამება ბენტლის სტატუსს როგორც - მსოფლიოში, ყველაზე მოთხოვნადი ლუქს საავტომობილო ბრენდი.

ცნობისთვის - Bentley Motors - არის მსოფლიოში პოპულარული მდიდრული ავტომობილების ბრენდი. კომპანიის ქარხანა და სათაო ოფისი მდებარეობს ქალაქ ქრუში (ინგლისში). აქვეა თავმოყრილი მისი ძირითადი საქმიანობა, დიზაინერული გადაწყვეტილებების, ასევე სამეცნიერო კვლევითი სამუშაოები მისი ოთხი სამოდელო ხაზის: Continental, Flying Spur, Bentayga და Mulsanne ავტომობილების პროექტირების და წარმოების ჩათვლით.

ბრიტანული მდიდრული საავტომობილო ბრენდების, ისეთი როგორიც არის Bentley, უნიკალურობა, გამოიხატება შემდეგი კომბინაციებით: ხელით შესრულებული საოცარი ნამუშევარი, ტრადიციები რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა, ინჟინერული გამოცდილებით და მოწინავე ტექნოლოგიებით. კომპანიამ შეინარჩუნა ბრიტანული მდიდრული საგნების მწარმოებელთა საუკეთესო მემკვიდრეობა. ბენტლის ქარხანაში, ქალაქ ქრუში დასაქმებულია დაახლოებით 4000 ადამიანი.

“La Gazzetta Dello Sport” უკვე ქართულ მედიასივრცეშია

1 თებერვალი, 2024 , 15:01

მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი და ისტორიული იტალიური სპორტული მედიაპლატფორმა „La Gazzetta Dello Sport“ უკვე საქართველოშია. მისი ქართული ვერსიის - „La Gazzetto Dello Sport  Georgia“-ს ოფიციალური წ

სახელოვანი ვიოლონჩელისტი იან მაკსინი საქართველოში კონცერტებს მართავს

29 იანვარი, 2024 , 17:02

საქართველოში ცნობილი ვიოლონჩელისტი, კომპოზიტორი და მრავალენოვანი ამერიკელი ვოკალისტი იან მაკსინი იმყოფება. იგი ჩვენს ქვეყანას ახალი ალბომის -- “Amor Renauts”-ის გამოშვებისადმი მიძღვნილი მსოფლიო ტურნეს ფარგლებ

საქართველოდან სიყვარულით სავსე გულით მივდივარ - ალ ბანო

27 ნოემბერი, 2023 , 11:27

"იტალიელები ქართველებს ძალიან ჰგვანებიან. განსხვავებული მხოლოდ ენაა. მაგრამ ჭიქა ღვინოსთან ენაც ქრება და მხოლოდ გული რჩება", -ასე მიესალმა ლეგენდარული იტალიელი მომღერალი ალ ბანო კარიზი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში შე

თბილისი ლეგენდარული ალ ბანოს პირველ სოლო კონცერტს უმასპინძლებს

24 ნოემბერი, 2023 , 12:38

24 ნოემბერს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ლეგენდარული იტალიელი მომღერლის, ალ ბანოს პირველი სოლო კონცერტი გაიმართება. მუსიკოსი საქართველოს საქველმოქმედო ფონდ "ცხოვრება მშვენიერიას" მოწვევით სტუმრობს. როგორც მომღერალმა

ისრაელელი მხატვრების გამოფენა თბილისში

24 ნოემბერი, 2023 , 11:48

ხვალ, 25 ნოემბერს თბილისში გაიხსნება ისრაელელი მხატვრების ჯგუფური გამოფენა, რომელიც მშვიდობას ეძღვნება. "სამართლიანობა, სიმართლე და მშვიდობა?" ასე ჰქვია გამოფენას, რომელიც თბილისში მიმდინარეობდა და ისრაელზე 7 ოქტომბერს ტ

ისრაელელი მხატვრების გამოფენა თბილისში

24 ნოემბერი, 2023 , 11:48

ხვალ, 25 ნოემბერს თბილისში გაიხსნება ისრაელელი მხატვრების ჯგუფური გამოფენა, რომელიც მშვიდობას ეძღვნება. "სამართლიანობა, სიმართლე და მშვიდობა?" ასე ჰქვია გამოფენას, რომელიც თბილისში მიმდინარეობდა და ისრაელზე 7 ოქტომბერს ტ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი