უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

10 აგვისტო, 2018 17:25
font-size

ბექა დავითულიანი საკრებულოს ოპოზიციას სიცრუეში ადანაშაულებს

თბილისის საკრებულოს “ფრაქცია ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, ბექა დავითულიანი, საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე, ოპოზიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, დიღმის ტყე-პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთს ზონის სტატუსი ეცვლება და იქ მშენებლობა იგეგმება. ბექა დავითულიანმა აღნიშნულ ინფორმაციას სიცრუე უწოდა და განაცხადა, რომ ოპოზიცია მთელი გასული კვირის მანძილზე ტყუილზე აგებულ პროპაგანდას ეწეოდა.

მისი თქმით საუბარია „კია მოტორსის“ ცენტრის ტერიტორიაზე, ავტომობილების ცენტრის ნაცვლად, მრავალფუნქციური კომპლექსის - „ორანჟერეას“ მოწყობაზე და არანაირი რეკრეაციის ხელყოფა არ ხდება.

„წლების წინ, აღმაშენებლის ხეივანში აშენებულ „კია მოტორსის“ შენობას ფუნქცია ეცვლება და მის ადგილას საგამოფენო მრავალფუნქციური ცენტრის მოწყობა იგეგმება. შესაბამისად, ოპოზიცია უბრალოდ ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ დიღმის ტყე-პარკში მშენებლობა დაიწყება. ტყე-პარკის ტერიტორია აქ არაფერ შუაშია“ - განაცხადა ბექა დავითულიანმა.

„ფრაქცია ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ოპოზიციას სიცრუის ტირაჟირებისგან და საზოგადოების შეცდომაში შეყვანისგან თავის შეკავება ურჩია.

ჩვენ „ოცნება“ გვყავს დასამარცხებელი - დავით უსუფაშვილი

20 მაისი, 2019 , 17:45

„შენების მოძრაობის“ მთავარი ამოცანა, „ოცნების“ დამარცხებაა და მისი მოძრაობის წევრები, საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ერთად, არანაირი ტიპის აქციაში მონაწილეობას არ გეგმავენ, - ამის შე

ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ საპროტესტო ტალღა უნდა დაიწყოს ზუგდიდიდან - სანდრა რულოვსი

20 მაისი, 2019 , 15:40

„ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ საპროტესტო ტალღა უნდა დაიწყოს ზუგდიდიდან, გადაედება მთელ ქვეყანას და დამთავრდება შუშის სასახლესთან, ივანიშვილის სასახლესთან,“ - ეს განცხადება სანდრა რულოვსმა გაერთიანებულ ოპოზიციასთან

პარტიაში ყოველთვის არსებობდა განსხვავებული მოსაზრებები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რღვევას აქვს ადგილი - კობა ნაყოფია

20 მაისი, 2019 , 15:40

არჩევნების შედეგებს ოპოზიცია არ აღიარებს და ახალ გეგმაზე მუშაობას იწყებს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აღმასრულებელი მდივანი, კობა ნაყოფია ამბობს, რომ პროტესტის დიდი ტალღა დაიწყება, სანდრა რულოვსი კი ყველა

`ქართული ოცნება` და `ნაციონალური მოძრაობა` ერთგვარ სიმბიოზად ჩამოყალიბდა - ისინი კვებავენ ერთმანეთს - გია ხუხაშვილი

20 მაისი, 2019 , 15:05

"ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" ერთგვარ სიმბიოზად ჩამოყალიბდა - ისინი კვებავენ ერთმანეთს, ავსებენ და ინაწილებენ ძალაუფლებას, - ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის" გადაცემაში "ნიუსრუმი"

უნდა დამთავრდეს ჭაობი, რომელმაც გაგვიბედა და გვითხრა, რომ ჯალათი არის მსხვერპლი და სიმართლისთვის მებრძოლი არის ავაზაკი - გიორგი მარგველაშვილი

19 მაისი, 2019 , 12:05

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა საკუთარი არჩევანი მთაწმინდის ოლქში დააფიქსირა. გიორგი მარგველაშვილის თქმით, უნდა დამთავრდეს ჭაობი, რომელმაც ხალხს გაუბედა და უთხრა, რომ ჯალათი არის მსხვერპლი და სიმართლისთვის მებრძოლი არის

რაც არ უნდა მოხდეს, პროვოკაციები იქნება ეს თუ სამართალდარღვევები, განურჩევლად მხარეებისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირება, იქნება მკაცრი და სწრაფი - გიორგი გახარია

19 მაისი, 2019 , 10:17

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთაწმინდაზე საკუთარი არჩევანი დააფიქსირა და მედიასთან კომენტარი გააკეთა. ჟურნალისტის კითხვაზე, ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, თუ რამდენად არის გააქტიურებული იქ