უახლესი ამბები
- 05.03.2021 11:00თენგიზ ცერცვაძე სერგო ჩიხლაძეს მიმართავს: გრცხვენოდეთ, ბატონო სერგო!
- 05.03.2021 10:41როგორ გადავიხადოთ კომუნალურები მარტივად
- 05.03.2021 10:32საქართველოში მიწისძვრა მოხდა
- 05.03.2021 10:20ანონსი - 05.03.21
- 05.03.2021 10:20დღის კალენდარი - 5 მარტი
არქივი
ეკონომიკა


ბექა ფერაძემ ახალი პორტალი - labour.moh.gov.ge წარადგინა
შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ ახალი პორტალი- labour.moh.gov.ge წარადგინა, სადაც ბიზნესი ეკონომიკურ საქმიანობის აღდგენისას თანამშრომლების სავალდებულო ტესტირების მიზნით უნდა დარეგისტრირდეს.
ბექა ფერაძის განცხადებით, პორტალი მონიტორინგის მექანიზმია იმისთვის, რომ ეკონომიკური საქმიანობა ეფექტურად აღდგეს და თანამშრომლების ტესტირების პროცესი შეუფერხებლად წარიმართოს.
„ბიზნესთან მჭიდრო კომუნიკაციის მეშვეობით ჩამოვყალიბდით, თუ რა ოდენობის დასაქმებული ადამიანი უნდა იყოს გატესტილი ეკონომიკური საქმიანობის აღდგენასთან ერთად და ეს განისაზღვრა 20%-ით ყველა ტიპის სავაჭრო ობიექტის მიმართ, სადაც არის 30 და მეტი დასაქმებული, მათ შორის ეს ეხება ბაზრებს და ბაზრობებს. ასევე განსაზღვრულია, 50% კვების ობიექტების მიმართ და ასევე მასწავლებელთა ტესტირება აქტიურად ჩაერთვება ამ პროცესში. იმისთვის, რომ ეკონომიკური საქმიანობა ეფექტურად აღდგეს და ტესტირების პროცესი შეუფერხებლად წარიმართოს, ბუნებრივია, აუცილებელია მუდმივი მონიტორინგი, რისთვისაც შეიქმნა სპეციალური პორტალი, სადაც უკვე დღეიდან ნებისმიერ ბიზნესს, რომელიც 322-ე დადგენილების შესაბამისადაა დაანონსებული, რომ ოპერირებას იწყებს, მოახდინოს რეგისტრაცია“,-აღნიშნა ბექა ფერაძემ.
იაპონურ ბაზარზე ქართული კივის ექსპორტი განხორციელდა
4 მარტი, 2021 , 17:15

მარტში ყოველკვირეულად 70, ხოლო ზაფხულში დაახლოებით 200 ფრენა განხორციელდება -ნათია თურნავა
4 მარტი, 2021 , 15:30

იანვარში ლარი დოლარის მიმართ 0.3 პროცენტით გაუფასურდა - ეროვნული ბანკი
27 თებერვალი, 2021 , 12:00

საერთაშორისო მოგზაურობასთან დაკავშირებით იანვარში არსებული შეზღუდვების ფონზე, საქართველოში ვიზიტორების რაოდენობა მცირეა - ეროვნული ბანკი
27 თებერვალი, 2021 , 11:20
27 თებერვალს „ქართული დიასპორის ეკონომიკური ფორუმი“ გაიმართება
26 თებერვალი, 2021 , 15:50

იანვარში ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობა შემცირდა, უცხოურ ვალუტაში კი გაიზარდა
25 თებერვალი, 2021 , 14:14