უკან

სამართალი

11 აგვისტო, 2017 16:30
font-size

ბექა ხახუბიას საქმეზე ბრალდებულ პოლიციელებს გირაო შეეფარდათ და თანამდებობებიდან გათავისუფლდნენ

გორის რაიონის სასამართლომ გორის გვირაბთან მომხდარი ავარიის დროს დაღუპული ბექა ხახუბიას საქმეზე, საპატრულო პოლიციის შიდა ქართლის სამმართველოს სამი თანამშრომელი დარბაზიდან 1000 ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა და მათი თანამდებობიდან გადაყენების გადაწყვეტილება მიიღო.

ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის შვილის, ბექა ხახუბიას დაღუპვის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს:
,,საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა საპატრულო პოლიციის 3 თანამშრომელი. პროკურატურამ მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინა, სასამართლოს მათთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000 ლარის ოდენობით გირაოს შეფარდების და თანამდებობიდან გადაყენების შუამდგომლობით მიმართა.

გორის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო 1 000 ლარის ოდენობით შეუფარდა და მათი თანამდებობიდან გადაყენების გადაწყვეტილება მიიღო.

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ 2017 წლის 17 მაისს თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე მაღალი სიჩქარით მოძრავი ბ.ხ.-ს მართვის ქვეშ მყოფი ,,BMჭ X5“-ის მარკის ავტომანქანის შეჩერების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, პატრულ-ინსპექტორებმა ზ.რ.-მ, გ.ს.-მ და ნ.ხ.-მ, გადაამეტეს კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებას და გორის გვირაბთან მოქალაქეთა ავტომანქანებით გადაკეტეს საავტომობილო გზა. აღნიშნული ქმედებით პატრულ-ინსპექტორები უსაფუძვლოდ იმედოვნებდნენ, რომ შეაჩერებდნენ ბ.ხ.-ს მიერ მართულ ავტომანქანას და მძღოლთან განახორციელებდნენ კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის მოქმედებებს, თუმცა, გორის გვირაბიდან მაღალი სიჩქარით გამომავალმა, ხელოვნურად შექმნილი დაბრკოლების გამო ვერ შეძლო შეჯახების თავიდან აცილება, მუხრუჭის გარეშე გადავიდა პირველ ზოლში, რის შედეგადაც დაეჯახა გვერდულ ზოლში მდგარ ავტომანქანა ,,FOღD თღANშIთ 190 EF“-ს, ხოლო შემდეგ კი - საავტომობილო გზაზე განივად მდგარ სატვირთო ავტომანქანას ,,MEღჩEDEშ-BENძ AჩთღOშ“. მიღებული დაზიანებების შედეგად ბ.ხ. ადგილზე გარდაიცვალა.

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით (სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით), და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება), რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5 წლამდე ვადით.“

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკორეალიზატორი დააკავა

16 დეკემბერი, 2017 , 13:20

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს საორგა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კახეთში ოჯახში ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

16 დეკემბერი, 2017 , 11:50

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ყვარლის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახში ძალადობის ბრალდებით, 1958 წელს დაბადებული, ამავე დანა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

15 დეკემბერი, 2017 , 14:55

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს მე-4 განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1975 წელს დაბადებული ზ.ბ., ცეცხლ

თბილისში საქველმოქმედო ფონდის ოფისი გაქურდეს

15 დეკემბერი, 2017 , 13:50

თბილისში, კლდიაშვილის ქუჩაზე საქველმოქმედო ფონდ, ,,მომავლის გზის“ ოფისი გაქურდეს. მოპარულია კომპიუტერული ტექნიკა, შემოწირული თანხა და სხვა ნივთები. ფონდის თანამშრომლებმა დღეს დილით აღმოაჩინეს, რომ შენობა გატეხილი ი

#9 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციამ გიორგი მამალაძის პერსონალური მონაცემები უკანონოდ გადასცა გამოძიებას - ადამიანის უფლებათა ცენტრი

15 დეკემბერი, 2017 , 12:55

ადამიანის უფლებათა ცენტრმა სასჯელაღსრულების სამინისტროს გენერალურ ინსპექციას მიმართა მათი წევრის, ადვოკატ თამარ ავალიანის საქმიანობის ხელშეშლის გამო #9 პენიტენციურ დაწესებულებაში. სწორედ აქ იხდის სასჯელს დეკანოზი გიორგი

კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

15 დეკემბერი, 2017 , 12:20

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ხონის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი არასამე