უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

11 აგვისტო, 2020 12:50
font-size

ბექა ლილუაშვილი - ჩვენი კონსულტანტების მთავარი ქვაკუთხედი რეკომენდაციების ნაწილში არის ის, რომ საქართველო უნდა დარჩეს ნათელ წერტილად საინვესტიციო რუკაზე

ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა იქნება უმუშევრობა, შესაბამისად ამ მიმართულებით სახელმწიფოს როგორც დამსაქმებლის როლი მნიშვნელოვანი იქნება, განსაკუთრებით კრიზისის აქტიური მიმდინარეობის პერიოდში, როდესაც კერძო სექტორს ამის შესაძლებლობა ნაკლებად აქვს. იგივე ინფრასტრუქტურულ პროექტებში დასაქმების მიმართულებით, – ამის შესახებ ეკონომიკურ საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ბექა ლილუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორის ოთხეულში“ განაცხადა.

მისივე თქმით, კრიზისის შედეგად, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იქნება უმუშევრობის მაჩვენებლის ზრდა და საჭირო იქნება სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი ღონისძიებების გატარება.

„ჩვენი მთავარი გამოწვევაა ბიუჯეტის დეფიციტი, სახელმწიფო ვალის ზრდა და ასევე მთავარი გამოწვევა უმუშევრობა იქნება, ყველას გვესმის რომ უმუშევრობის მაჩვენებელი ამ კრიზისის შედეგად გაიზრდება და აუცილებლად იქნება საჭირო ღონისძიებები იმისთვის, რომ საშუალო და გრძელვადიან პერიოდში დავაბალანსოთ ეს მაჩვენებელი. თუნდაც კარგ, პოზიტიურ სცენარში გეთანხმებით რომ ტურიზმის სრულფასოვნად აღდგენა დიდი ალბათობით შეუძლებელი იქნება, რადგან ვინც ამას აფასებს ყველა ამბობს, რომ გლობალურად გადააზრება მოხდა ზოგადად ტურიზმის.

როგორც აღვნიშნეთ დაბალანსებისთვის მოგვიწევს, რომ დამატებითი ინსტრუმენტები გამოიყენოთ საინვესტიციო პოლიტიკის კუთხით, როგორც სახელმწიფო ინვესტიციების მიმართულებით, ასევე კერძო სექტორის ინვესტიციების მიმართულებით და უმუშევრობის დაძლევისთვის ეს არის უალტერნატივო. კერძო სექტორში ვგულისხმობ როგორც ადგილობრივ ბიზნესს, ასევე პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს,“- აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.

როგორც პრემიერის მრჩეველმა განაცხადა, კონსულტანტები, რომლებიც ქვეყანას ეკონომიკური კრიზისის დაძლევაში ეხმარებიან, აღნიშნავენ, რომ საქართველო უნდა დარჩეს ნათელ წერტილად საინვესტიციო რუკაზე.

„კონსულტანტების, რომლებიც გარკვეულ რეკომენდაციებს გვაძლევენ, მთავარი ქვაკუთხედი მათი რეკომენდაციების ნაწილში არის ის, რომ საქართველო უნდა დარჩეს ნათელ წერტილად საინვესტიციო რუკაზე, რადგან როცა გაურკვევლობის ხარისხი დაიკლებს ინვესტორები დაიწყებენ პოტენციური, მაღალი უკუგების საინვესტიციო არეალის ძებნას, რადგან შეუძლებელია, რომ ოქრო დიდი ხანი დარჩეს საინვესტიციო ინსტრუმენტად და აუცილებლად ქვეყანა უნდა დახვდეს ინვესტორს კონკრეტული შეთავაზებებით“, – განაცხადა პრემიერის მრჩეველმა.

კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 0.39%-ით შემცირდა - ეროვნული ბანკი

25 სექტემბერი, 2020 , 16:30

2020 წლის პირველი სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 14 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით. ეროვნული ბანკის მონაცემებით, აგვისტოში, წინა

ეკონომიკის სამინისტრო უწყვეტ რეჟიმში მუშაობს სხვადასხვა დარგების წარმომადგენლებთან ეკონომიკური სტიმულირებისა და ხელშეწყობის პაკეტების მიმართულებით - ირაკლი ნადარეიშვილი

24 სექტემბერი, 2020 , 17:40

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი ბავშვთა გასართობი ცენტრების წარმომადგენლებს შეხვდა, რომლის დროსაც განხილული იყო აღნიშნული ბიზნეს-მიმართულების წინაშე დღეს არსებული გამოწვევები. ა

საქართველოს ბანკი ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერას განაგრძობს

24 სექტემბერი, 2020 , 16:30

საქართველოს ბანკი კვლავ განაგრძობს ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერას. ბანკის ფინანსური ჩართულობით ხის ნაკეთობების ბრენდი „თილისმა“ წარმოებას აფართოვებს. კომპანიამ საქმიანობა 2018 წელს დაიწყო და დღეს ბრენდის ნ

კომერციული ბანკების მოგება აგვისტოში გაიზარდა - ვალუტის ყიდვა-გაყიდვით კი 71.8 მლნ ლარის ზარალი მიიღეს

22 სექტემბერი, 2020 , 15:00

კომერციულმა ბანკებმა 2020 წლის აგვისტო 96,363 მლნ ლარის წმინდა მოგებით დაასრულეს. ეს კი წინა თვესთან შედარებით, 32,870 მლნ ლარით მეტია, ივლისში ბანკების წმინდა მოგება 63,493 მლნ ლარს შეადგენდა. ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზ

2020 წლის მეორე კვარტალში საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი 12.3 პროცენტით შემცირდა

18 სექტემბერი, 2020 , 11:50

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის მეორე კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 11 210.0 მილიონ ლარს გაუტოლდა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტ

საქართველოს ბანკმა ვაჭრობის დაფინანსებისთვის Citi- სგან 50 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ფინანსური რესურსი მოიზიდა

18 სექტემბერი, 2020 , 10:55

საქართველოს ბანკმა ვაჭრობის დასაფინანსებლად Citi-სგან 50 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ფინანსური რესურსი მოიზიდა. აღნიშნული ტრანზაქცია საქართველოს ბანკსა და Citi-ს შორის 2011 წელს გაფორმებული შეთანხმების Continuing Agree

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

პოლიტიკური პარასკევი ნატო ჩხეიძე