უკან
უახლესი ამბები
- 19.04.2024 12:06საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა იყო - სუს-ის ანგარიში
- 19.04.2024 11:50დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო
არქივი
საზოგადოება
2 აგვისტო, 2018 13:30
ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე, ხანძრის გამო საცხოვრებელი კორპუსიდან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა
თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე, საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, დაიწვა 30 კვ.მ. ფართი და საოჯახო ნივთები.
მათივე ინფორმაციით, ხანძარი ამ დროისათვის ლიკვიდირებულია.
,,ძლიერი დაკვამლიანების გამო, მაშველებმა კორპუსიდან მოქალაქეების ევაკუაცია განახორციელეს. მათ შორის ერთ-ერთი საცხოვრებლიდან გამოიყვანეს მცირეწლოვანი ბავშვი.
ადგილზე მობილიზებული იყო 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა“, - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
ნინო ექვთიმიშვილი