უკან

საზოგადოება

25 აპრილი, 2017 11:30
font-size

ბერლინში საქართველო-გერმანიის წელი საზეიმოდ გაიხსნება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე 25-27 აპრილს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას, სადაც 26 აპრილს გერმანელ კოლეგასთან ზიგმარ გაბრიელთან ერთად ბერლინში საზეიმოდ გახსნის საქართველო-გერმანიის მეგობრობის წელს.

საზეიმო ღონისძიება გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალურ სამინისტროს სახელგანთქმულ საზეიმო დარბაზში, „Weltsaal“-ში გაიმართება, მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართავენ საქართველოსა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრები.

ღონისძიების ფარგლებში ქართველი ხელოვანების მონაწილეობით გაიმართება კონცერტი. ბერლინში გახსნის ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება „მომავლის მემკვიდრეობა - 200 წელი: ქართულ-გერმანული ისტორიების“ საექსპოზიციო მასალა. ასევე გახსნის ღონისძიება ითვალისწინებს კულტურულ კომპონენტსაც, ხოლო საზეიმო გახსნის დასასრულს დაგეგმილია საუბრის/დისკუსიის გამართვა, რომელსაც მოდერირებას გაუწევს საქართველოს ელჩი გერმანიაში, ლადო ჭანტურია. დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ ფრანქფურტის წიგნის ბაზრობის ვიცეპრეზიდენტი ტობიას ვოსსი, ქართველი მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი და გერმანიის ბუნდესლიგის ყოფილი ფეხბურთელი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და საქართველოს პარლამენტის წევრი ლევან კობიაშვილი.

გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრებს გამართავს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ზიგმარ გაბრიელთან, გერმანიის ფედერალური კანცლერის მრჩეველთან საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ქრისტოფ ჰოისგენთან. გერმანიის ბუნდესტაგში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტსა და ნატო-ს საპარალამენტო ასამბლეაში გერმანიის დელეგაციასთან.

ვიზიტის ფარგებში მიხეილ ჯანელიძე ასევე შეხვედრებს გამართავს გერმანიაში ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან, ექსპერტულ წრეებთან და მედიასთან.

საკვანძო სიტყვები:

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

17 აპრილი, 2024 , 13:38

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი

17 აპრილი, 2024 , 12:14

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

ლევან იოსელიანმა აქციაზე დაკავებულები მოინახულა

17 აპრილი, 2024 , 11:34

ზაჰესის იზოლატორში შემოყვანილია ექვსი პირი, დღეს მოვინახულე ისინი, ორი მათგანი მიუთითებს ფიზიკურ დაზიანებებზე, რაზეც ახსნა-განმარტებას ართმევს ჩვენი წარმომადგენელი და შესაბამისად, ამ ინფორმაციას გადავუგზავნით სპეციალურ ს

საქართველომ სპორტზე თხრობის პირველ ფორუმს უმასპინძლა

16 აპრილი, 2024 , 18:16

საქართველოში სპორტზე თხრობის პირველი ფორუმი გაიმართა. ორდღიანი ღონისძიება EUROPOP-ის ორგანიზებით თბილისში, “Factory Tbilisi-ს“ ტერიტორიაზე მოეწყო. ევროპოპის ფორუმის მომხსენებლები იყვნენ სპორტის სხვადასხვა სფე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი