უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

12 იანვარი, 2019 17:45
font-size

ბესელია მზად არის გამწვავებაზე წავიდეს - კორნელი კაკაჩია

საინტერესო იქნება ბესელიას მოსმენა, რადგან იგი პარტიის ერთ-ერთი ლიდერია და მის მიერ გაჟღერებულმა ინფორმაციებმა შეიძლება არა მხოლოდ პარტიის, არამედ ივანიშვილის იმიჯზეც იმოქმედოს, – ასე ეხმიანება ,,რეზონანსთან" საუბარში პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია ეკა ბესელიას მუქარანარევ პასუხს ბიძინა ივანიშვილის განცხადებაზე, რომ იგი ორშაბათს გაახმოვანებს პარტიაში არსებულ შიდა დაპირისპირებაზე თავის პოზიციას და ბევრ რამეს მოჰფენს ნათელს.

„ბესელია მზად არის გამწვავებაზე წავიდეს. როგორც ჩანს, მას ბოლო წუთამდე ჰქონდა იმედი, რომ ივანიშვილი მას და მის გუნდს არ გაწირავდა, მაგრამ მისი განცხადების შემდეგ მიხვდა, რომ ეს ბრძოლა ივანიშვილის კარზე წაგებული აქვს. ფაქტიურად, შეგუებულია აზრს, რომ „ქართული ოცნებიდან“ გაუშვებენ, ამიტომაც გადაწყვიტა ნათელი მოფინოს იმ მოვლენებს, რომელიც მმართველ გუნდში დღეს არსებობს", - აცხადებს კაკაჩია.

მისივე თქმით, ბესელიას მიერ სააშკარაოზე გამოტანილმა ინფორმაციამ შეიძლება არა მხოლოდ პარტიის, არამედ ივანიშვილის იმიჯზეც იმოქმედოს.

„საზოგადოებამ ნაწილობრივ მაინც იცოდა ივანიშვილის როლზე პარტიაში, მაგრამ ვინ იყო ივანიშვილის შემდეგ გადაწყვეტილებების მიმღები მმართველ გუნდში, ამის გაგება საინტერესო იქნება. „ოცნება“ აქამდე როგორღაც ახერხებდა ერთობის შენარჩენებას, მაგრამ ამის გაკეთება ამ ჯერზე გაუჭირდება, მით უმეტეს, თუ ბესელია და მისი გუნდი ოპოზიციაში გადავა, ეს სერიოზულ ზიანს მიაყენებს “ქართულ ოცნებას”, – განაცხადა კორნელი კაკაჩიამ.

საკვანძო სიტყვები:

როცა ვსაუბრობთ გამჭვირვალობაზე, ღიაობაზე, წარმოუდგენელია, ამ დროს მოსამართლე ამბობდეს, რომ მისი გადამოწმება არ შეიძლება - ლევან ხაბეიშვილი

25 მარტი, 2024 , 17:22

როცა ვსაუბრობთ გამჭვირვალობაზე, ღიაობაზე, წარმოუდგენელია, ამ დროს მოსამართლე ამბობდეს, რომ მისი გადამოწმება არ შეიძლება, - ამის შესახებ განაცხადა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა. „ის

მურუსიძე/ჩინჩალაძეს რომ კლანს ეძახით, ჩემთვის არ ნიშნავს, რომ კეთილსინდისიერები არ არიან - მამუკა მდინარაძე

25 მარტი, 2024 , 16:48

სიტყვა კლანი არის გამოგონილი ტერმინი. უკვე ტყუილს შეიცავს თქვენი კითხვა [მიმართავს ჟურნალისტს] და ამიტომ ცოტა რთულია ასე ძალიან დინჯად და რაფინირებულად პასუხების გაცემა, აქ ემოციაც მოდის ხოლმე, - აცხადებს ჟურნალისტებთან

ვინც „ნაცებთან“ დგას, ის ქართველი არ არის - მიხეილ ყაველაშვილი თაკო ჩარკვიანს

22 მარტი, 2024 , 17:29

რაც „ნაცებმა“ გირგვლიანს გაუკეთეს, ამის შემდეგ ციხიდან მიშას გამოშვებას რომ ითხოვ, არ გრცხვენია? - მიმართა პარტია „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა ოპოზიციონერ დეპ

გუშინ გომელაური გამოვიდა და გარდაცვლილიო... გარდაცვლილი კი არა, ჩემი ძმა რუსმა ოკუპანტებმა ჩაცხრილეს - გივი გინტური

21 მარტი, 2024 , 13:22

გუშინ გომელაური გამოვიდა და გარდაცვლილიო... გარდაცვლილი კი არა, ჩემი ძმა რუსმა ოკუპანტებმა ჩაცხრილეს , - განაცხადა ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ძმამ გივი გინტურმა ტელეკომპანია „ ფორმულასთან“ საუბრი

ჩვენ კი არა, აშშ ვერ იცავს საზღვარს ბოლომდე, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა - ვახტანგ გომელაური

20 მარტი, 2024 , 17:52

დაახლოებით 400 კმ-ია საოკუპაციო ხაზი ცხინვალის მიმართულებით. ურთულესია, არაერთხელ მისაუბრია და შეიძლება მეათედ ვსაუბრობ, მისი 100%-იანი გადახურვა ფიზიკურად შეუძლებელია. რაც არ უნდა თანხები, ბიუჯეტი მოგვცენ, რაც არ უნდა გ

ოპოზიციის წარმომადგენლებმა არ იცოდნენ, „ევრონესტის“ ასამბლეაზე ევროპული პერსპექტივის შესახებ რეზოლუციის გატანა თუ იგეგმებოდა - გიორგი ბოტკოველი

20 მარტი, 2024 , 13:13

საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით რეზოლუცია , რომელიც „ევრონესტის“ საპარლამენტო ასამბლეაზე უნდა დაინიცირებულიყო, დელეგაციის ხელმძღვანელის, მაკა ბოჭორიშვილის მიერ არ იყო შ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი