უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

6 სექტემბერი, 2017 15:15
font-size

ბევრი მხარდამჭერი გვყავს და მიღებული შემოწირულებების მოცულობა სრულიად ლოგიკურია - არჩილ თალაკვაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის შეფასებით, აგვისტოში შემოსული მაღალი შემოწირულობები მიუთითებს „ქართული ოცნების“ ბევრ მხარდამჭერზე. თალაკვაძის განცხადებით, პარტიის მიზანია, გაზარდოს მცირე თანხის შემომწირველთა რაოდენობა.

„ქართულ ოცნებას”, ჩვენს პარტიას საპარლამენტო არჩევნებზე ხმა მისცა 856 000-მა ადამიანმა, რაც ნიშნავს, რომ გვყავს ბევრი მხარდამჭერი და მიღებული შემოწირულებების მოცულობა სრულიად ლოგიკურია. ჩვენ მეტი დაფინანსების მობილიზებაც გვჭირდება, რომ საარჩევნო კამპანია სრულყოფილად ჩავატაროთ და ყველა ადამიანთან მივიტანოთ ჩვენი პროგრამა და სამომავლო გეგმები. ჩვენი პარტიის სტრატეგია 2017-სა და შემდეგ წლებში არის კიდევ უფრო გავზარდოთ მცირე თანხების შემომწირველთა რაოდენობა. შეგახსენებთ, ასევე რამდენიმე ოპოზიციური პარტიის მიერ 2017 წლის პირველ 6 თვეში მობილიზებულ თანხებს, რომელიც „ქართული ოცნების“ მიერ მოპოვებულ დაფინანსებას ბევრად აღემატება. ინფორმაცია ჩვენი პარტიის დაფინანსებისა და მისი ხარჯვის შესახებ გამჭვირვალე და საჯაროა“, - განაცხადა თალკვაძემ.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, 2017 წლის აგვისტოში პოლიტიკურ პარტიებს შორის ყველაზე მეტი შემოწირულობა „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო - 4,555,993.00 ლარი. შემოწირულობების მხრივ მეორე ადგილი დაიკავა „ევროპულმა საქართველომ“ 287,440 ლარით, მას მოჰყვება თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი - მან გასულ თვეში შემოწირულების სახით 9.770 ლარი მიიღო.

სულ პარტიებისა და დამოუკიდებელი კანდიდატების მიერ მიღებულმა შემოწირულობებმა (როგორც ფულადმა, ასევე არაფულადმა და საწევრო შენატანებმა) 4,869,215.92 ლარი შეადგინა.

ანა მებურიშვილი

ქოცებო, თქვე ნაცებო შეწყვიტეთ ეს მორიგი უსუსური გადაწყვეტილება, რომელიც 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში თქვენი მარცხის შიშს ეფუძნება - „გახარია საქართველოსთვის“

19 აპრილი, 2024 , 17:25

„ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეთანხმებით, ზუგდიდის და რუსთავის საკრებულოებში ერთად დააინიცირა თავმჯდომარეების თანამდებობიდან გადაყენების საკითხი. ამ საკრებულოებში თავმჯდომარეები არია

ეს პროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას - ხავიერ კოლომინა

19 აპრილი, 2024 , 15:06

ეს პროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, - წერს NATO-ს სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ხავიერ კოლომინა.  ,,NATO შეშფოთებულია კ

ირაკლი კობახიძე ირანის ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა

19 აპრილი, 2024 , 12:48

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა. ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრ

პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

19 აპრილი, 2024 , 12:33

საქართველოს პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით 73 ხმით ცხრა ხმის წინააღმდეგ დაამტკიცა. კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანომ დაჩქარებული წესით განიხილა. “საგადასახადო კოდექსში&l

საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა იყო - სუს-ის ანგარიში

19 აპრილი, 2024 , 12:06

საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძა

მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა

19 აპრილი, 2024 , 11:13

ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა. უწყების ცნობით, მხარეებმა, გაერო-ს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით, საქართველოში განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი