უკან

რეგიონები

9 აპრილი, 2020 16:47
font-size

ბევრი ქართველი დაბრუნდა სოფელში და მოსალოდნელია, რომ მათ მიწის ნაკვეთი დაამუშაონ - ფერმერთა ასოციაცია

ბევრი ქართველი დაბრუნდა სოფელში და მოსალოდნელია, რომ მათ საკუთარი მიწის ნაკვეთი დაამუშაონ და აწარმოონ სურსათი საკუთარი მოხმარებისათვის, - ამის შესახებ საქართველოს ფერმერთა ასოციაციის კვლევაში აღნიშნული, რომელიც COVID-19-ის სოფლის მეურნეობაზე გავლენის შესაფასებლად ჩატარდა.

გამოკითხული 175 ფერმერები და აგრობიზნესის წარმომადგენელები მიიჩნევენ, რომ COVID-19 -ს უარყოფითი გავლენა აქვს საწარმოო რესურსების ხელმისაწვდომობაზე.

გამოკითხულთა დაახლოებით 30% აცხადებს, რომ დოლარში არსებულ სესხზე გადასახადი გაიზარდა და როგორც ირკვევა, რესპონდენტების 40%-მა ისარგებლა ბანკის მიერ შემოთავაზებული სესხის გადავადებით.

ამის გარდა, რესპონდენტების 35% ადასტურებს, რომ ახალი სესხის აღება გართულებულია. კვლევის თანახმად, იკვეთება პრობლემები პროდუქციის რეალიზაციის მიმართულებითაც.

გამოკითხული ფერმერებისა და აგრობიზნესების 60% თანხმდება იმაზე, რომ ისინი ვერ შეძლებენ პროდუქტების გაყიდვას, რადგან სასტუმრო/კაფე/რესტორანი დაიხურა. ფერმერების ნახევარზე მეტი მიუთითებენ, რომ ტრანსპორტის გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვების გამო, წარმოებული პროდუქტის მიწოდება გართულებულია.

ფერმერთა ასოციაციამ კვლევის ფარგლებში მოამზადა რეკომენდაციები პოლიტიკის შემქმნელების დასახმარებლად კრიზისის დროს, ასევე კრიზისის შემდგომი სოფლის მეურნეობის პოლიტიკის შემუშავებისთვის. კერძოდ, ფერმერთა ასოციაცია მოკლევადიან პერიოდში ფერმერებისთვის იაფი (ან უპროცენტო) სესხების საჭიროებაზე მიუთითებს.

ასევე, სასწრაფოდ შესასრულებელ რეკომენდაციებს შორისაა: სასოფლო-სამეურნეო სერვისებზე წვდომის უზრუნველყოფა, მათ შორის თესლის მიწოდება, მცენარეთა დაცვა და სასუქების მიწოდება, მიმდინარე თესვის სეზონის დროული წარმოების უზრუნველსაყოფად. საგადასახადო შეღავათები (მათ შორის საშემოსავლო, ქონებისა და იმპორტის გადასახადზე).

კვლევა სრულად იხილეთ ბმულზე.

კასპში ახალი პროფესიული კოლეჯის მშენებლობა ფინალურ ეტაპზეა

27 მაისი, 2020 , 11:10

პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის მიზნით, კასპის მუნიციპალიტეტში პროფესიული კოლეჯის სასწავლო კორპუსის სამშენებლო სამუშაოები დასრულდა და სამშენელო პროექტი ბოლო ეტაპზე, შენობის მატერიალურ-ტექნიკური რესურსით აღჭურვაზე

რიკოთის საუღელტეხილო გზის მოდერნიზება არის უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლის განხორციელება არც ერთი დღით არ შეჩერებულა - გიორგი გახარია

22 მაისი, 2020 , 19:36

რიკოთის საუღელტეხილო გზის მოდერნიზების პროექტის ფარგლებში, ხევი-უბისას მონაკვეთზე, სოფელ ხევთან, დღეს პირველი, 180-მეტრიანი გვირაბი გაიჭრა, - სამუშაო პროცესს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ვიცე-პრემიერთან, რ

აგროდიზელის პროგრამით 5 000-ზე მეტმა ფერმერმა ისარგებლა - ლევან დავითაშვილი

22 მაისი, 2020 , 17:40

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, 20 მაისიდან, მთელი საქართველოს მასშტაბით, წარმატებით ხორციელდება ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში შემუშავებული აგროდიზელის პროგრამა. ფერმერები

“გორის მუნიციპალიტეტს ეკონომიკური კრიზისი და ქამრების შემოჭერის პოლიტიკა არ შეხებია”

22 მაისი, 2020 , 17:19

„თავისუფალი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი შოთა მაქაცარია გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ განხორციელებულ სატენდერო შესყიდვას ეხმაურება და აცხადებს, რომ გორის მუნიციპალიტეტის მერია 800 000 ლარს გასართობ ატრაქც

წყალტუბოს ცენტრალურ პარკში ოტია იოსელიანის ბიუსტი დაიდგმება

20 მაისი, 2020 , 14:51

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის გრიგოლ იოსელიანის ინიციატივით, წყალტუბოს ცენტრალურ პარკში მწერლ ოტია იოსელიანის ბიუსტი დაიდგმება. ბიუსტის ესკიზებიდან ერთის შერჩევა შესაბამისი კომისიის ერთობლივი გადაწყვეტილების შემდეგ გახ

ასეთ ამინდში, ასეთ სეზონზე ცარიელი კახეთი მძიმე საყურებელია - გიორგი გახარია

19 მაისი, 2020 , 14:40

ასეთ ამინდში, ასეთ სეზონზე, ასეთი მომზადებული და ცარიელი კახეთი მძიმე საყურებელია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კახეთში ტურისტული სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა. როგორც გიორგი გახარიამ ა