უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

25 იანვარი, 2018 17:45
font-size

ბიბილოვმა გაიარა სერბეთის ტერიტორია, მაგრამ მას არცერთი ოფიციალური შეხვედრა არ ჩაუტარებია - საქართველოს ელჩი სერბეთში

საბერძნეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის (ასევე აკრედიტებულია სერბეთის რესპუბლიკაში), იოსებ ნანობაშვილის განცხადებით, სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტს, ანატოლი ბიბილოვს სერბეთში ყოფნისას არცერთი ოფიციალური შეხვედრა არ ჩაუტარებია.

„ბიბილოვმა გაიარა სერბეთის ტერიტორია, მაგრამ მას არცერთი ოფიციალური შეხვედრა, საპატრიარქოს ჩათვლით, სერბეთის ტერიტორიაზე არ ჩაუტარებია. დღეს საუბრისას ამ თემას ორივე მხარე შეეხო. სერბეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერმა აღნიშნა, რომ ასეთი უსიამოვნო ინციდენტები სერბეთის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება. საუბარიც არ არის რაიმე სახის ოფიციალურ შეხვედრაზე, თუმცა ყოველი ასეთი ინციდენტის აღმოჩენისას ამგვარ აქტებს დაგმობენ. სხვა მხრივ, ქვეყნების შორის თანამშრომლობა ტერიტორიული მთლიანობის დაცვის კუთხით, რა თქმა უნდა, გაგრძელდება და აქ არანაირი ორაზროვნება არ არსებობს“,-თქვა ნანობაშვილმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის სერბეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერთან მაია გოიკოვიჩთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ელჩის თქმით, სერბეთის პატრიარქმა პირადად დაუდასტურა, რომ მისი შეხვედრა ბიბილოვთან და სამხრეთ ოსეთის დელეგაციასთან არაოფიციალური იყო.

ნანობაშვილმა აღნიშნა, რომ პრობლემას ქმნის ისეთი ფაქტორები, როგორიცაა ზოგიერთი პირის გადაადგილება რუსული პასპორტებით. ელჩის ვარაუდით, ბიბილოვი სწორედ რუსული პასპორტით გადაადგილდებოდა.

სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქ ირინეოს 12 იანვარს შეხვდა. შეხვედრა სერბეთის პატრიარქის რეზიდენციაში შედგა. ამასთან დაკავსირებით საქართველოს საპატრიარქომ სერბეთის საპატრიარქოს 15 იანვარს წერილი გაუგზავნა.

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

17 აპრილი, 2024 , 13:38

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი

17 აპრილი, 2024 , 12:14

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი