უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

7 დეკემბერი, 2017 13:35
font-size

ბიბლუსის მოქმედება ყოფილი თანამშრომლის მიმართ დისკრიმინაციულია - სახალხო დამცველი

სახალხო დამცველმა შპს „ბიბლუსის“ მოქმედება მისი ყოფილი თანამშრომლის მიმართ, რომელიც „ბიბლუსის გალერეაში“ არ შეუშვეს, დისკრიმინაციულად შეაფასა. ამის გამო ომბუდსმენის აპარატმა 4 დეკემბერს შპს „ბიბლუსს“ განსხვავებული მოსაზრებების გამო პირდაპირი დისკრიმინაციის დადგენის შესახებ რეკომენდაციით მიმართა.

აღნიშნული პირი ერთ-ერთი მათგანია, ვინც „ბიბლუსში“ შრომითი პირობების უხეში დარღვევების შესახებ ფეისბუკის საშუალებით აცნობა საზოგადოებას.

„მედიანიუსი“ სახალხო დამცველის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„2017 წლის 4 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა შპს „ბიბლუსს“ განსხვავებული მოსაზრებების გამო პირდაპირი დისკრიმინაციის დადგენის შესახებ რეკომენდაციით მიმართა. განმცხადებლის ინტერესებს სახალხო დამცველის აპარატში ააიპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)“ წარმოადგენდა.

საქმის ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, განმცხადებელმა, სხვა დასაქმებულებთან ერთად, შპს „ბიბლუსში“ არსებულ შრომის პირობებზე საჯაროდ - ფეისბუქის მეშვეობით - ისაუბრა. 2017 წლის 15 თებერვალს, განმცხადებელი გათავისუფლდა დაკავებული პოზიციიდან შრომითი ხელშეკრულებითა და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევების გამო.

მოგვიანებით, განმცხადებელმა სცადა „ბიბლუსი გალერეაში“ შესულიყო როგორც მომხმარებელი, თუმცა კომპანიის წარმომადგენელმა ის შენობაში არ შეუშვა. შენობაში შეღწევიდან რამდენიმე წუთში მას ობიექტის დაცვის თანამშრომელმა შენობის დატოვება მოსთხოვა. დაცვის თანამშრომელმა განმცხადებელს განუმარტა, რომ მისმა „საქციელმა, გამოიწვია ძალიან დიდი არეულობა, [...] აურზაური, ხმაური, არეულობა...“ და ამდენად, „ზემდგომმა ხელმძღვანელებმა ჩათვალეს საჭიროდ [...], რომ [განმცხადებელს] არ აქვს შემოსვლის უფლება“; ის არის „არასასურველი და მიუღებელი სტუმარი“ და დაცვა გაფრთხილებულია, რომ განმცხადებელი „კატეგორიულად არ დაუშვან“ „ბიბლუსი გალერეას“ ტერიტორიაზე“.

რეკომენდაციაში სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ განმცხადებლის მიერ საჯაროდ საუბარი შპს „ბიბლუსში“ არსებულ შრომის პირობებზე, მიუხედავად იმისა, შეესაბამებოდა თუ არა სიმართლეს და იყო თუ არა შეურაცხმყოფელი, დაცული არის განმცხადებლის გამოხატვის თავისუფლებით. შესაბამისად, სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ განსხვავებული შეხედულებების გამო განმცხადებლისათვის „ბიბლუსის გალერეას“ ტერიტორიაზე შესვლისა და მომსახურების აკრძალვა და მინიჭებული უფლებებით სარგებლობით შეზღუდვა იყო არაპროპორციული ზომა, რომელიც არ ემსახურებოდა ლეგიტიმურ მიზანს და შესაბამისად, არ არის გამართლებული.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველი მიიჩნია, რომ შპს „ბიბლუსის“ მხრიდან გ.კ.-ს მიმართ, 2017 წლის 21 თებერვალს, ადგილი ჰქონდა პირდაპირ დისკრიმინაციას განსხვავებული შეხედულებების ნიშნით“, - ნათქვამია ომბუდსმენის წერილში,

N16 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულებმა სოციალური საწარმო გახსნეს

10 დეკემბერი, 2019 , 21:56

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი N16 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულების მიერ დაარსებული სოციალური საწარმოს გახსნას დაესწრო. ღონისძიებაზე, რომელიც N16 პენიტენციურ დაწესებულებაში გაიმართა, სოციალური საწ

კოტე ერისთავი Europabet-ის ახალ კამპანიაზე: ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს საკმარისი არ არის

10 დეკემბერი, 2019 , 17:15

მოძრაობის „ახალგაზრდები აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ წარმომადგენელი კოტე ერისთავი მიიჩნევს, რომ სათამაშო ბიზნესს რეგულაციები სახელმწიფომ უნდა დაუწესოს და მხოლოდ კომპანიების ინიციატივები პრობლემას ვერ მოაგვა

მომავალ წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიარდ 100 მილიონი ლარით მეტი დაიხარჯება - ირაკლი კოვზანაძე

10 დეკემბერი, 2019 , 15:40

„2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში მთავრობის პოლიტიკური ხედვები და პრიორიტეტები იკითხება. ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი სოციალური პასუხისმგებლობის გარდა, ხელს უწყობს ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას, ბიზნესის სტიმული

საქართველოს საგარეო უწყებამ საფრანგეთის ციხეში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის გადმოსვენების პროცედურაზე მუშაობა დაიწყო

10 დეკემბერი, 2019 , 15:40

საფრანგეთში საქართველოს საკონსულოში საფრანგეთის ციხეში საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შეტყობინება შევიდა. „საგარეო საქმეთა სამინისტრო კომუნიკაციაშია ოჯახის წევრებთან და მიმდინარეობს გადმოსვე

2020 წელს განათლების სექტორში დაახლოებით, 1,9 მილიარდი ლარი დაიხარჯება - ივანე მაჭავარიანი

10 დეკემბერი, 2019 , 15:10

2020 წელს განათლების სექტორში დაახლოებით, 1,9 მილიარდი ლარი დაიხარჯება, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა 2020 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვერსიის პარლამენტში წარდგენისას. მისი თქმით, აღნიშნული თანხიდან 285,0

2020 წლის იანვრიდან თეატრებსა და მუზეუმებში დასაქმებულთა ხელფასები საშუალოდ 100 ლარით გაიზრდება

10 დეკემბერი, 2019 , 15:10

2020 წლის იანვრიდან თეატრებსა და მუზეუმებში დასაქმებულთა ხელფასები საშუალოდ 100 ლარით გაიზრდება, - ამის შესახებ განცხადება ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა 2020 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვერსიის პარლამენტში წარდგენისას

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`