უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

21 სექტემბერი, 2023 13:48
font-size

ბიძინა დადგა პრობლემის წინაშე, რომ სისტემა არ ჩამოიშალოს და ამ ადამიანებმა არ ჩათვალონ, რომ ბიძინას ამ პრობლემებისგან მათი დაცვა არ შეუძლია - გია ხუხაშვილი

როდესაც სანქციები დაიწყო, ამან სისტემაში ყველა დააფრთხო. მან ააშენა სისტემა, სადაც არიან ადამიანები, რომლებიც დიდი და პატარა ფარცხალაძეები არიან, სისტემაში მყოფი უმრავლესობის მენტალიტეტი იგივეა, რაც ფარცხალაძის, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

კითხვაზე, რატომ იცავს ხელისუფლება ფარცხალაძეს, ხუხაშვილი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილს უფრო დიდი პრობლემა შეექმნა, რადგან ფარცხალაძის სანქცირებამ „მის შექმნილ სისტემაში ყველა დააფრთხო“.

მისივე თქმით, ფარცხალაძეს მისცეს საშუალება, ერთი დღის განმავლობაში ყველაფერი შვილზე გადაეფორმებინა და „მერე დაიბანეს მასზე ხელები“.

„ხელისუფალს, ვინც საბოლოო გადაწყვეტილებებს იღებს ასეთ კრიზისულ სიტუაციებში, ფარცხალაძე არაფერში აინტერესებს. დიდი სიამოვნებით მოისვრიდა და გათავისუფლდებოდა მისგან. არც იმის ეშინია, რომ ფარცხალაძე კომპრომატების ფრიალს დაიწყებდა. მას შეექმნა ბევრად დიდი პრობლემა, ვიდრე ერთი ფარცხალაძეა. საქმე ისაა, რომ როდესაც სანქციები დაიწყო, ამან სისტემაში ყველა დააფრთხო. მან ააშენა სისტემა, სადაც არიან ადამიანები, რომლებიც დიდი და პატარა ფარცხალაძეები არიან, სისტემაში მყოფი უმრავლესობის მენტალიტეტი იგივეა, რაც ფარცხალაძის. მათთვის მაგარი კაცია ფარცხალაძე, დიდი ფული იშოვა, კაცური კაცია, ვიღაცას საქმე გაურჩია. ასეთი ფასეულობათა სისტემაა დამკვიდრებული. ფარცხალაძე იმიტომ დაასანქცირეს, რომ გავლენას ახდენდა ქართულ საზოგადოებაზე. „ქართული ოცნება“ იმავეს არ აკეთებდა? მთელ „ქართულ ოცნებას“, რომელიც ამას აკეთებდა „მესიჯბოქსით“, გაუჩნდა საფრთხე, შფოთი და მოლოდინი, რომ რადგან იმავეს ვაკეთებ, ხვალ შეიძლება მეც დამაკისრონ ეს სანქციები. ბიძინა დადგა პრობლემის წინაშე, რომ სისტემა არ ჩამოიშალოს და ამ ადამიანებმა არ ჩათვალონ, რომ ბიძინას ამ პრობლემებისგან მათი დაცვა არ შეუძლია“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

ამასთან, უშუალოდ ფარცხალაძესთან დაკავშირებით მან აღნიშნა: „ინფორმაცია იყო რომ მის ერთ-ერთ ნაკვეთზე, ტაბახმელაში ეკლესია ყოფილა და ეკლესიაც შვილზე გადაუფორმებია. ყველაფერი გამიგია, მაგრამ არ ვიცოდი, თუ ვინმეს საკუთარი ეკლესია ჰქონდა, საკუთარი მღვდელი კიდევ. ხელფასს თუ იღებს იმაში, რომ ყოველ დილით პატრონზე ლოცულობს... არ მინდა დავიჯერო, თუ ეს სინამდვილეა, მაგრამ თუ სინამდვილეა, გაღმა გასვლის ტოლფასია“, - აღნიშნა ხუხაშვილმა.

გვარამია ჭკუიდან გადასულ სააკაშვილს ღმერთად აცხადებდა, ხოლო დედამიწას - ბრტყლად - თამარ ჩერგოლეიშვილი

5 დეკემბერი, 2023 , 12:43

გვარამია ჭკუიდან გადასულ სააკაშვილს ღმერთად აცხადებდა, ხოლო დედამიწას – ბრტყლად, რომ იმას სამსახურიდან არ გაეგდო და ბევრი მაღალქუსლიანი ძვირფასი ბოტასი ეყიდა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს&l

ინფორმაცია, თითქოს ჯარში შედის უხარისხო საკვები პროდუქტები, აბსოლუტურად აცდენილია რეალობას და ემსახურება ჯარის დისკრედიტაციას - ჯუანშერ ბურჭულაძე

4 დეკემბერი, 2023 , 16:30

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ერთ-ერთი მედიის ეთერში გასულ რეპორტაჟს ეხმაურება და აცხადებს, რომ რადიკალურად აცდენილია რეალობას ინფორმაცია, თითქოს ჯარში უხარისხო საკვები პროდუქტები შედის. „მინდა,

თამარ ჩერგოლეიშვილი მიხეილ სააკაშვილზე: ფსიქოლოგიურად ცუდ ადგილას გაიჭედა, ერთხელ მითხრა, მე მოცარტი ვარ და გიგა სალიერიო

1 დეკემბერი, 2023 , 12:09

სააკაშვილი ფსიქოლოგიურად ძალიან ცუდ ადგილას გაიჭედა და არ იღებდა რეალობას, ითხოვდა, გვეთქვა, რომ ყველას ისევ გვიყვარს, რომ არარეალისტური სურათები გვეხატა, ერთხელ მითხრა, მე მოცარტი ვარ და გიგა სალიერიო, – ამის შესა

ხაზარაძის განცხადებაში ირიბად აღიარებულია, რომ ჩარევა ხდება ტელევიზიის საქმიანობაში - არჩილ თალაკვაძე

30 ნოემბერი, 2023 , 13:30

ნელ-ნელა სიმართლე გამოაშკარავდა, ამის დაფარვა შეუძლებელი იქნებოდა და ვისაც ეგონა, რომ ყოველთვის დაფარული დარჩებოდა, ცდებოდა, საბოლოო ჯამში, სიმართლე დღის შუქზე გამოვიდა და ნელ-ნელა ირკვევა, რატომ იყვნენ ეს ადამიანები&nbs

რომელი შევასრულე, „ტვ პირველის“ სარედაქციო პოლიტიკა შევცვალე, თუ „არტარეამ“ კულტურის მაგივრად პოლიტიკის მაუწყებლობა დაიწყო - მამუკა ხაზარაძე

30 ნოემბერი, 2023 , 13:10

პარტია „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ ტელეკომპანია „ტვ პირველის“ სარედაქციო პოლიტიკა არ შეუცვლია. მამუკა ხაზარაძეს ჟურნალისტ ეკა კვესიტაძის გადაცემაში სტუმრობისას კითხვა დაუსვეს 2019

სააკაშვილი თუ ჯანმრთელია, მაშინ საპატიმროში გადაიყვანონ - ბექა ლილუაშვილი

29 ნოემბერი, 2023 , 12:09

სააკაშვილი თუ ჯანმრთელია, მაშინ საპატიმროში გადაიყვანონ, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა. ლილუაშვილის თქმით, მნიშვნელოვანი საკითხია, როგორ ხდება ის, რომ სააკაშ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი