უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

6 დეკემბერი, 2019 16:10
font-size

ბიძინა ივანიშვილი და გუნდის უმრავლესობა იყო წინააღმდეგი, თუმცა არ ჩვენ ვართ ცოტა - დიმიტრი ხუნდაძე

უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლისთვის ბრძოლას აგრძელებს.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი მისი ინიციატივის წინააღმდეგ გამოდის, თუმცა ამის მიუხედავად დეპუტატი „ხალხში გასვლას, ხელმოწერების შეგროვებას და საკუთარი ინიციატივის განხილვას აპირებს“.

"დღევანდელი შეხვედრაც ხანგრძილივი აღმოჩნდა, მაგრამ არ ყოფილა ზედმეტი დაძაბულობა. გვქონდა საშუალება კანონპროექტი წარგვედგინა და კითხვებზე პასუხი მიგვეღო. პასუხები ამომწურავი არ ყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ შევთანხმდით, რომ 2020 წელს მაჟორიტარულ-პროპორციული რჩება სისტემა, ვთქვით, რომ დესტრუქციულ ძალებს მაინც შეეძლებათ თავიანთი ქმედებების გაგრძელება. ეს კი შექმნის საფრთხეს და არასტაბილურ პოლიტიკურ გარემოს. ხედავთ, რომ ქუჩაშია დესტრუქციული ძალა, ამიტომ ამაზე გვჭირდება ამომწურავი პასუხი, რაც ვერ მივიღეთ. პრაქტიკულად იყო იგივე რაც აქამდე მოვისმინეთ. ამიტომ ეს შეხვედრა საკმარისა არ ყოფილა და ვფიქრობ, რომ კიდევ უნდა შევხვდეთ, მაგრამ ამაზეც ვერ მივიღეთ სრული პასუხი. არც ჩვენ ვართ ცოტა და ვაგრძელებთ პროცესს. მაქვს უფლება გავიდე ხალხში, შევაგროვო 200 ათასი ხელმოწერა და გამოვიტანო სამსჯელოზე ამერიკული მოდელი. არის დაშვებული შეცდომა რომ ნაჩქარევად გადავდივათ 2024 წელს პროპორციულ სისტემაზე და შევეცდებით ამ შეცდომის გამოსწორებას უკვე ჩვენ. უკვე ვართ 30-ზე მეტი. ჩვენ შევიკრიბებით და გაგაცნობთ ჩვენს გეგმას. ძირითადად ესაა ქუჩაში გასვლა და ასევე მაჟორიტარული სისტემის გარშემო ცნობიერების ამაღლება. ბიძინა ივანიშვილი და გუნდის უმრავლესობა იყო წინააღმდეგი, ეს პროცესი ისე განგვევითარებინა, როგორც განვაცხადეთ, თუმცა არ ჩვენ ვართ ცოტა. ამიტომ, ჩვენ ვაგრძელებთ პროცესს", - აღნიშნა ხუნდაძემ.

ქართველებს სურთ ბიზნესსაქმიანობის გაფართოება, სამართლიან არჩევნებში ხმის მიცემა, პასუხისმგებლიანი მედიის მოსმენა - კელი დეგნანი

18 იანვარი, 2020 , 12:00

ჩემთვის განსაკუთრებული პატივია, რომ საქართველოში აშშ-ის ელჩად შემარჩიეს. ეს არის ქვეყანა, რომელიც იზიარებს ამერიკის სიყვარულს თავისუფლებისა და დემოკრატიისადმი, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმ

გიორგი გახარია აშშ-ის ელჩ კელი დეგნანს ფიცის დადებას ულოცავს

18 იანვარი, 2020 , 11:25

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აშშ-ის ელჩ კელი დეგნანს ფიცის დადებას ულოცავს. მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ საქართველოში აშშ-ის ახალი ელჩის ჩამოსვლა დამატებით დინამიკას შესძენს ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტ

მე მართლა გული მწყდება, თუ სად აღმოჩნდა ბიძინა ივანიშვილი 7 წელში - მამუკა ხაზარაძე

17 იანვარი, 2020 , 15:25

გული მწყდება, როგორც ერთ-ერთ რიგით ქართველს, რომ საქართველო დღეს ასეთ მდგომარეობაშია, ამიტომ კომპრომისი არ იქნება , - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ საქალა

პარლამენტმა ნიკა მელიას ადგილმონაცვლედ ბადრი ბასიშვილის უფლებამოსილება სცნო

17 იანვარი, 2020 , 15:16

პარლამენტმა ბადრი ბასიშვილის უფლებამოსილების ცნობის თაობაზე დადგენილების პროექტს მხარი დაუჭირა. დადგენილების პროექტს მხარი 75-მა დეპუტატმა დაუჭირა, 2 კი წინააღმდეგ წავიდა. ბადრი ბასიშვილი პარლამენტში ნიკა მელიას ადგილმონ

ეკა ბესელია სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლეების არჩევის კომიტეტის სხდომაში მონაწილეობს

17 იანვარი, 2020 , 14:24

პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი, პარტია „სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარე ეკა ბესელია მონაწილეობას იღებს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლეების არჩევის კომიტეტის სხდომაში, რომელიც პარიზში იმ

საქართველოში აშშ-ის ახალმა ელჩმა, კელი დეგნანმა ფიცი დადო

17 იანვარი, 2020 , 14:21

საქართველოში აშშ-ის ახალმა ელჩმა, კელი დეგნანმა ფიცი დადო. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. ფიცის დადების ცერემონია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გაიმართა. კელი დეგნანის ფიცის დადების ცერემონ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`