უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

8 ოქტომბერი, 2018 12:30
font-size

ბიძინა ივანიშვილი დაბარებული იქნება ინგლისის სასამართლოში - ზაზა ოქუაშვილი

„მე ვარ ბრიტანეთის მოქალაქე და ვარ ყველაზე დიდი ინვესტორი ბრიტანეთიდან საქართველოში, ეს სტატუსი მაქვს მონიჭებული“,- ამის შესახებ „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელმა, ზაზა ოქუაშვილმა „რუსთავი 2“-ის გადაცემა „კვირის აქცენტებში“ განაცხადა.

ბიზნესმენმა მადლობა გადაუხადა ბრიტანეთის ელჩს, რომელმაც „მათ დიპლომატიური მხარდაჭერა გამოუცხადა“.

„მადლობა მინდა გამოვთქვა ბრიტანეთის ელჩისადმი, რომელმაც თავის გამოსვლაში მხარი დაგვიჭირა დიპლომატიურად“,- განაცხადა ოქუაშვილმა.

შეკითხვაზე, ელოდა თუ არა ლევან ყიფიანის ვერსიას, რომ ოქუაშვილს ჩანაწერები და ყიფიანის სახელი და გვარი ბრიტანეთში ინვესტორებთან გამოადგებოდა, ოქუაშვილმა უარყოფითად უპასუხა.

„არ ვიცი, რანაირი გვარიშვილია ასეთი ლევან ყიფიანი, მით უმეტეს – ინგლისისთვის“, - აღნიშნა ბიზნესმენმა.

ამასთანავე ოქუაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ქვეყნის ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე ინგლისის სასამართლოში პასუხის გაცემა მოუწევს.

მან ასევე აუდიოჩანაწერებზე სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას უნდობლობა გამოუცხადა და განაცხადა, რომ ფირებს ინგლისსა და საფრანგეთში ექსპერტიზა ჩაუტარდებათ.

„ბიძინა ივანიშვილი დაბარებული იქნება ინგლისში სასამართლოზე. იქ იქნება კრიმინალური საქმე ივანიშვილის წინააღმდეგ, იმ დარღვევებზე, იმ თანხის გათეთრებაზე, იმ ყაჩაღობაზე, დავარქვათ - ფულის გამოძალვაზე, რასაც მსოფლიო ცივილიზაცია ებრძვის და მითუმეტეს საფრანგეთი, როდესაც იცის, რომ მისი მოქალაქე, საფრანგეთის მოქალაქე სჩადის ამას.

ნუ დახარჯავენ ენერგიასა და დროს ავთენტურობაზე, ორიგინალობაზე. ყველა მინდა რომ დავარწმუნო, რომ „რუსთავი 2“-დან მე ეს წამოვიღე და ჩავაბარე, როგორც საფრანგეთში, ასევე ინგლისში სახელიან ფირმებს, რომლებიც ყველაფერს დეტალურად დაადასტურებენ,“-განაცხადა ოქუაშვილმა.

იცნობთ თუ არა რომელიმე დემოკრატიულ ქვეყანას მთელს სამყაროში, სადაც ფასების რეგულაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ახდენს? ასეთი ქვეყანა უბრალოდ არ არსებობს - ნუგზარ წიკლაური

23 იანვარი, 2026 , 10:38

როდესაც ქვეყანა 5 მილიარდს იხდის საჯარო მოხელეების ხელფასებში, 500 მილიონს იხდის მხოლოდ პრემიებში და ენით აღუწერელია ფუფუნება, რომელშიც ცხოვრობენ მინისტრები და ამ ვითარებაში, როდესაც ეს ზღვარდაუდებელი სიხარბე უკვე მ

ამერიკული ადმინისტრაცია იმეორებს იმ ყველაფერს, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით განსაკუთრებით 2022 წლის დასაწყისიდან მოყოლებული, რასაც საუბრობენ ისინი ევროპასთან დაკავშირებით, უბრალოდ ჭეშმარიტებაა და ამიტომ არის სრული თანხვედრა - ირაკლი კობახიძე

23 იანვარი, 2026 , 09:49

ჩვენ აბსოლუტურად ვიზიარებთ ამერიკული ადმინისტრაციის პოზიციას და არათუ ვიზიარებთ, პრაქტიკულად, სწორედ, ამერიკული ადმინისტრაცია იმეორებს იმ ყველაფერს, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით განსაკუთრებით 2022 წლის დასაწყისიდან მოყოლებული,

ვფიქრობ, არსებობს სივრცე ფასების შემცირებისთვის, სერიოზული სამუშაოა ამისთვის ჩასატარებელი, ამაში დაგვეხმარება პარლამენტიც, აპრილის ბოლომდე ეს პროცესი უნდა დასრულდეს - ირაკლი კობახიძე

23 იანვარი, 2026 , 09:46

ვფიქრობ, რომ სივრცე არსებობს ფასების შემცირებისთვის, სერიოზული სამუშაო არის ამისთვის ჩასატარებელი, ამაში დაგვეხმარება პარლამენტიც, სადაც შეიქმნება შესაბამისი კომისია და საჯაროდ წარიმართება პროცესი და მოსახლეობას შეეძლება

ოპოზიცია არ იცავს ბიზნესს, სინამდვილეში იცავს მაღალ ფასებს, ფიქრობენ, რომ თუ ფასები იქნება მაღალი, მოსახლეობის კმაყოფილების დონე იქნება შედარებით დაბალი და ამაში ხედავენ შანსს - ირაკლი კობახიძე

23 იანვარი, 2026 , 09:19

ოპოზიცია არ იცავს ბიზნესს, სინამდვილეში იცავენ მაღალ ფასებს, ისინი არიან მაღალი ფასების მხარეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE”-ის ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, ოპ

ჩვენ განსაკუთრებით ვდარდობთ ევროპაზე, რადგან ჩვენი თავი მიგვაჩნია ევროპული სივრცის ბუნებრივ ნაწილად და ვხედავთ, რომ ევროპა და ევროკავშირი გადის ძალიან მძიმე პროცესებს - ირაკლი კობახიძე

23 იანვარი, 2026 , 09:14

თავისთავად საინტერესო პროცესები წარიმართება, ბუნებრივია, იოლად პროგნოზირებადი არ არს ამ პროცესების გაგრძელება, თუმცა, რაც ძალიან საინტერესოა, ბოლოდროინდელმა პროცესებმა ძალიან ბევრი რამ ამხილა, მათ შორის ბევრი ისეთ რამ, რ

ჩვენ არა მარტო პოლიტიკოსებთან ვართ მზად დისკუსიებისთვის, არამედ საზოგადოების წარმომადგენლებთანაც - ირაკლი კობახიძე

23 იანვარი, 2026 , 09:09

ჩვენი მოლოდინი არის ის, რომ რადიკალური ძალები ისევ შეეცდებიან ამა თუ იმ ფორმით ჩაშალონ ჯანსაღი დისკუსიები, თუმცა ამ ქვეყანაში არსებობენ ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ ეს რადიკალური დღის წესრიგი, - ამის შესახებ საქართველოს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი