უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

27 იანვარი, 2020 11:00
font-size

ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ახალ ელჩს რან გიდორს შეხვდა

გუშინ, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ახალ ელჩს რან გიდორს შეხვდა.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველო-ისრაელის 26 საუკუნოვან მეგობრობას.

„ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, რომ ვარ დღეს ბატონი ბიძინას და მისი მეუღლის სტუმარი. თბილისში 3 კვირის წინ ჩამოვედი ისრაელის ახალი ელჩის სტატუსით. ძალიან მინდოდა, პირადად მომეხსენებინა მადლობა თქვენთვის, როგორც ისრაელის დიდი მეგობრისთვის. ვიცი, რომ რამდენიმე წლის წინ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ყოფნის დროს, თქვენ სტუმრობდით ისრაელს. იმედი მაქვს, რომ კიდევ გვესტუმრებით. დიდ მადლობას მოგახსენებთ იმისთვის, რომ ხართ საქართველოში ებრაული სათვისტომოს დიდი მეგობარი და მხარს უჭერთ მის საქმიანობას, რასაც ჩვენ დიდად ვაფასებთ როგორც ისრაელში, ისე საქართველოში. ვსარგებლობ ამ შესაძლებლობით, თქვენს ოჯახს და ქართველ ხალხს მოგილოცოთ ახალი წელი და გისურვოთ წარმატება, კეთილდღეობა, ბედნიერება და სიხარული“, - განაცხადა ისრაელის ელჩმა.

ბიძინა ივანიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და ისრაელის 26 საუკუნოვანი მეგობრობა კიდევ უფრო გაღრმავდება.

„ისტორიულად იცით ჩვენი დამოკიდებულება და ჩემი პერსონალური დამოკიდებულება ამ სახელმწიფოსა და ერისადმი. საოცრად მიყვარს ებრაელი ხალხი. ორი კვირის წინ გავაცილეთ ყოფილი ელჩი შაფთაი ცური, რომელთანაც მე ვმეგობრობ და ვამაყობ მასთან მეგობრობით. დარწმუნებული ვარ, ახალი ელჩიც ისეთივე კარგი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის და კიდევ უფრო გავაღრმავებთ ჩვენს 26 საუკუნოვან მეგობრობას, რითაც ორივე ერი ვამაყობთ“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მატყუარა ხელისუფლებას რა ელოდება არჩევნებზე, ამას ვნახავთ - რომან გოცირიძე

21 თებერვალი, 2020 , 17:20

“ყველამ დავინახეთ, რომ „ქართული ოცნების“ საფირმო ნიშანი - ტყუილი - ყოველ ნაბიჯზე გამოიყენება,” - ამბობს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე. მისი თქმით, გაერთიან

მმართველ გუნდთან დიალოგს აზრი არ აქვს - სერგი კაპანაძე

21 თებერვალი, 2020 , 14:30

“ჩვენ ჩვენი შეთავაზებები წარვუდგინეთ და მათ ამაზე საპასუხოდ დაიჭირეს ჩვენი პოლიტიკური ლიდერები და აპირებენ სხვების დაჭერას. ამ ვითარებაში დიალოგს აზრი არ აქვს,” - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა სე

თუ პასუხი არ იქნება, მათი ლუსტრაცია მოხდება - მამუკა მდინარაძე

21 თებერვალი, 2020 , 14:30

„ძალიან ცოტა დრო რჩება იმ დროის გასვლამდე, როცა ოპოზიციამ პასუხი უნდა თქვას. თუ პასუხი არ იქნება, მათი ლუსტრაცია მოხდება,“ - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი თქ

პოლიტიკაში ერთს პლიუს ერთი ყოველთვის არ არის ორი - თემურ შაშიაშვილი

21 თებერვალი, 2020 , 14:30

„თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი ხელოვნური პოლიტიკური გაერთიანებებისა და ბლოკების მიმართ ნეგატიურადაა განწყობილი.  მისი თქმით, სწორედ პოლიტიკურმა ბლოკებმა და გაერთიანებებმა „ყველა ერთის წინააღმდე

კრიზისის დასაძლევად საქართველოს ფსიქოლოგიის შეცვლა სჭირდება - ჰოლ ჰოლი

21 თებერვალი, 2020 , 13:21

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ვაშინგტონში საქართველოს მთავრობის მიმართ რამდენიმე კრიტიკული განცხადება გაკეთდა. სენატიდან და წარმომადგენელთა პალატიდან ოფიციალურ თბილისს არაერთი წერილი გაუგზავნეს, რომლებშიც საქართველო

დიდ ბრიტანეთში, საბერძნეთსა და გერმანიაში საქართველოს ელჩებად სოფიო ქაცარავა, დავით დონდუა და ლევან იზორია დაინიშნენ

21 თებერვალი, 2020 , 10:44

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოში სოფიო ქაცარავა, საბერძნეთის რესპუბლიკაში დავით დონდუა, ხოლო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ლევან იზორია დაინიშნა, – ამის შესახებ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`