უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

9 ოქტომბერი, 2017 17:10
font-size

ბიძინა ივანიშვილი თაბორის მთაზე ელექტროსადგურის დადგმას გეგმავს - ელენე ხოშტარია საკრებულოს ხვალინდელ სხდომაზე დასწრებას ითხოვს

„ევროპული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი თაბორის მთაზე ელექტროსადგურის მშენებლობას აპირებს. პარლამენტის დეპუტატის ინფორმაციით, მშენებლობის გაფორმება ტენდერის გარეშე, პირდაპირი წესით ხდება.

მან განაცხადა, რომ თელასის გვერდის ავლით ივანიშვილი დენში განსაზღვრულზე ნაკლებ საფასურს იხდის და ეს მთავრობასთან შეთანხმებით ხდება.

„მინდა, საზოგაოდებას მივაწოდო ინფორმაცია ბიძინა ივანიშვილის მტაცებლობის შესახებ, რომელიც ჩვენ შევიტყვეთ იმ დამატებით მტაცებლობასთან ერთად, რომელიც მან მოაწყო თაბორის მთაზე. თქვენ იცით, რომ მან საკრებულოს, როგორც ნოტარიული ბიუროს გამოყენებით მიიტაცა ჯერ თაბორის მთის 40 ჰექტარი, მერე იმატებს კიდევ 5000 მ2-ს , რომ ეს მთა მთლიანად მისი გახდეს და იქ მოაწყოს თავისი ეზო. ეს არ იკმარა ბიძინა ივანიშვილმა და ჩვენ ხელთ გვაქვს საქართველოს მთავრობის დადგენილება, რომლის მიხედვითაც მისი ეზოს მოვლისთვის და მისი პრივილეგიებისთვის იგეგმება ელექტროსადგურის დადგმა თაბორის მთაზე, ამაში კი იხარჯება ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი ჯიბიდან ამოღებული 1 700 000. კორუფციულად, პირდაპირი ხელშეკრულებით, არა ტენდერით, ჩქარ-ჩქარა, მათ ამოგვიღეს ჯიბიდან 1 700 000 იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილს მოუწყონ ეზო, მან გააშენოს სასტუმრო და მოიწყოს კომფორტი.

გარდა ამისა, ყველა სხვა შემთხვევაში, სასტუმროები, რომელთა აშენებას ის აქ აპირებს, იხდიან დენის ჩვეულებრივ ტარიფს, ბიძინა ივანიშვილს, თელასის გვერდის ავლით, პრივილიგირებულ ფასად აძლევენ დენს მაშინ, როცა ჩვენ გვახსოვს, რომ „ქართული ოცნება“, კონკრეტულად კალაძე მოსახლეობას პირდეპოდა, რომ ადამიანებს გაუიაფდებოდათ დენი. ადამიანებს დენი გაუძვირეს, ხოლო ბიძინა ივანიშვილს უიაფებენ დენს ჩვენს ხარჯზე, ჩვენს კუთვნილ ტერიტორიაზე, მის მიერ მიტაცებულ თაბორის მთაზე“, - აღნიშნა ხოშტარიამ.

ხოშტარიას თქმით, ელექტროსადგურის მშენებლობას ასობით ხის გაჩეხვა მოჰყვება, რაც კალაძის „ეკოლოგიურად სუფთა“ ქალაქის პოლიტიკას ეწინააღმდეგება.

ხოშტარიამ საკრებულოს მიმართა, რომ როგორც პარლამენტარი, დაუშვან ხვალინდელ სხდომაზე, სადაც ბიძინა ივანიშვილისთვის მიწების გადაცემის საკითხი იქნება განხილული.

„ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, გაფორმდება ბიძინა ივანიშვილის მიერ დამორჩილებულ სახელმწიფო ინსტიტუტებში და ხვალ იმართება საკრებულოს სხდომა, რომელმაც უნდა დაასრულოს ერთი ეტაპი და 4 საათზე გაუფორმოს ივანიშვილს ამ ტერიტორიების მიტაცება. ჩვენ, საქართველოს პარლამენტის წევრები „ევროპული საქართველოდან“ გავაგზავნეთ წერილი საკრებულოში და არც უნდა გვჭირდებოდეს, მაგრამ ავუხსენით, მივუთითეთ რეგლამენტის ის პუნქტები, რომელთა მიხედვით, ჩვენ, პარლამენტის წევრებს, უფლება გვაქვს , დავესწროთ საკრებულოს სხდომას სათათბირო უფლებით. წინა შემთხვევაში, როცა საქართველოს დეპუტატი ძალადობრივად გამომიყვანეს საკრებულოს სხდომიდან, ამით მათ დაარღვიეს კანონი. ამჯერად ვაფრთხილებ საკრებულოს თავმჯდომარეს, უპირველეს ყოვლისა, კალაძე-ივანიშვილის ჯგუფს, რომელიც ძირითადად იღებს გადაწყვეტილებას, ხვალ არ დაარვიოს კანონი. ჩვენ, „ევროპული საქართველოს“ დეპუტატები მივალთ საკრებულოს სხდომაზე და აუცილებლად დავაფიქსირებთ ჩვენს აზრს“, -განაცხადა ხოშტარიამ.


შეგახსენებტ, 29 სექტემებერს თბილისის საკრებულომ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით ორი გადაწყვეტილება მიიღო. საკრებულომ პუშკინის სკვერთან, „პანორამა თბილისის“ სასტუმროს მიმდებარედ მიწისქვეშა ავტოსადგომის ასაშენებლად მიწის ნაკვეთს ფუნქციური ზონის სტატუსი შეუცვალა, ხოლო თაბორის მთაზე 4 700 მ2 ფართობის მიწას რეკრეაციული სტატუსი „თაბორი რიზორთსის“ სასარგებლოდ მოხსნა. თაბორის მთის აღნიშნულ ტერიტორიაზე ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიას გოლფის მოედნების მოსარწყავად საირიგაციო ნაგებობის აშენება სურს.

სხდომის დაწყების წინ დაპირისპირება მოჰყვა „ევროპული საქართველოსა“ და ენმ-ის თბილისის მერობის კანდიდატების - ელენე ხოსტარიასა და ზაალ უდუმაშვილის პროტესტს, რომლებიც შემდგომ ძალის გამოყენებით გაიყვანეს საკრებულოდან.

ანა მებურიშვილი

USAID-ის, როგორც მთავარი დონორის ჩახსნამ საერთაშორისო ასპარეზიდან და მათ შორის საქართველოდანაც, სხვა ფონდები აიძულა, ნაწილობრივ მაინც შეევსოთ ევროებით გამქრალი დოლარები - შალვა პაპუაშვილი

28 აპრილი, 2025 , 12:02

ახალი ადმინისტრაცია რეალურად ახერხებს „დიფსთეითის“ დამარცხებას, რისი შედეგიც იქნება სხვა ქვეყნების შიდა პოლიტიკაში რბილი თუ ხისტი ძალით ჩაურევლობა და პარტნიორთა ინტერესების გათვალისწინება, თუ ამის შედეგად მხო

2030 წლისთვის ჩვენ ვიქნებით ყველა კანდიდატ ქვეყანაზე მეტად მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად ყველა თვალსაზრისით - ირაკლი კობახიძე

28 აპრილი, 2025 , 10:12

მიუხედავად იმისა, რომ კანდიდატის სტატუსი იყო მოაზრებული, როგორც შანტაჟის ინსტრუმენტი საქართველოს წინააღმდეგ, ჩვენ არც შანტაჟს დავექვემდებარეთ და თან კანდიდატის სტატუსი მივიღეთ, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მი

ჩვენი ხელისუფლების პირობებში ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, შედეგი არის ის, რომ რამდენიმე წლით არის გახანგრძლივებული ადამიანის სიცოცხლის სავარაუდო ხანგრძლივობა - ირაკლი კობახიძე

28 აპრილი, 2025 , 09:09

ჩვენი ხელისუფლების პირობებში ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, ყველა მიმართულებით არის განსხვავებული დამოკიდებულება ადამიანის მიმართ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი

დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს-2012 წლამდე ქვეყანას სრულად ჰქონდა დაკარგული სუვერენიტეტი - ირაკლი კობახიძე

28 აპრილი, 2025 , 09:04

დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს. ესეც არის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს 2012 წლის შემდეგ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა &bdq

ყველა თვალსაზრისით იყო ურთულესი ვითარება, პოლიტიკაში შემოვიდა ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც გააკეთა განაცხადი ცვლილებებთან დაკავშირებით და საზოგადოება გაჰყვა სწორედ ამ გზავნილებს - ირაკლი კობახიძე

28 აპრილი, 2025 , 08:43

პოლიტიკაში შემოვიდა ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც გააკეთა განაცხადი ცვლილებებთან დაკავშირებით და საზოგადოება გაჰყვა სწორედ ამ გზავნილებს, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმ

დღეს შეხედონ, უკრაინის ხელისუფლება რა დღეში არის და მაგ დღეში ჩვენ ვიქნებოდით სულ რამდენიმე კვირაში 2022 წელს - შალვა პაპუაშვილი

25 აპრილი, 2025 , 14:13

მგონი, ჟურნალისტები დეტალურად აკვირდებოდით ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკურ ცხოვრებას. ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ ყველაფერი ვნახეთ, საფრთხე, რისკი, თავდასხმა და ა.შ. როგორც ჩვენი შიდა მოღალატე ოპოზიციის, ისე ზოგიერთი უც

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი