უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

17 ნოემბერი, 2016 18:00
font-size

ბიძინა ივანიშვილის ლოზუნგი იყო დავამთავროთ ერთპარტიულობა, წრეზე ვიარეთ და ისევ იქ მოვედით - დავით უსუფაშვილი

საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის, განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ ვერ გადადგა ის აუცილებელი ნაბიჯები დემოკრატიული განვითარებისკენ, რაც 2012 წელს და მის შემდგომ ჰქონდა დაგეგმილი.

ამის შესახებ უსუფაშვილმა შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა.

„სამწუხაროდ, ჩვენ ვერ გადავდგით ის აუცილებელი ნაბიჯები ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისკენ, სახელმწიფოს ფუნდამენტის გამყარებისკენ, რაც დაგეგმილი იყო 2012 წელს და 2012 წლის შემდგომ კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ. ჩვენ ვერ მივიღეთ უფრო მრავალპარტიული და უფრო ეფექტური პარლამენტი. მაგრამ მივიღეთ პარლამენტი, რომელსაც აქვს საშუალება იყოს ძალიან პროდუქტიული და ეფექტურიც, მაგრამ აქვს, სამწუხაროდ,ხიფათიც, რომ იყოს მეტი შეცდომის დამშვებიც, იმ კომპოზიციიდან გამომდინარე რაც პარლამენტში შეიქმნა“,-განაცხადა უსუაფშვილმა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის პარტნიორიბა და მასთან 4-5 წლის მოღვაწეობა ამ თემასთან მიმართებაში ივანიშვილი შეხედულებებმა გადააწყვეტინა.

„მისი ლოზუნგი იყო „დავასრულოთ ერთპარტიულობა“, „უნდა დავამყაროთ მრავალპარტიულობა“. მან პირველი ნაბიჯები სწორედ ასე გადადგა- ერთი პარტია, მეორე პარტია, ვისთანაც მე სტრატეგიულად ვითანამშრომლებ, მე თვითონ შევქმნი პარტიას რომელიც ერთმნიშვნლოვნად იქნება ერთ-ერთი მოთამაშე პოლიტიკურ სივრცეში. მაგრამ, ვიარეთ წრეზე და მოვედით ისევ იქ, რომ თურმე ერთპარტიულობის შეცვლა ვიღაცებისთვის ნიშნავდა ცუდი ერთპარტიულობის შეცვლას კარგი ერთპარტიულობით. ანუ ვართ ისევ კარგი მეფის ძიებაში“,-აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მონიკა დავლიანიძე

საკვანძო სიტყვები:

არ მიმიღია გადაწყვეტილება მედიაში და კერძოდ რუსთავი2-ში დაბრუნების თაობაზე - ნინო შუბლაძე

21 აგვისტო, 2019 , 18:29

ჟურნალისტი ნინო შუბლაძე აცხადებს, რომ „რუსთავი 2“-ში დაბრუნების თაობაზე გადაწყვეტილება არ მიუღია, თუმცა შემოთავაზება მიიღო. აღნიშნულის შესახებ შუბლაძე „ფეისბუქში“ წერს. “სალამი ყველას ❤ სახე

არც ერთ პროექტში მონაწილეობა, არც ერთი სტატუსი, არც ერთი პოლიტიკური მოძრაობის შექმნა არ არის ინდულგენცია - ნათია თურნავა

21 აგვისტო, 2019 , 16:27

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებასა და მათი ანგარიშების დაყადაღებას გამოეხმაურა. „მიმდინარეობს გამოძიება, რომელიც გადავიდ

ოკუპაციას უნდა ვებრძოლოთ გონიერებით - კახა კალაძე

21 აგვისტო, 2019 , 15:08

ჩვენი აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ მშვიდობიანი პოლიტიკა და ოკუპაციას უნდა ვებრძოლოთ გონიერებით, განათლებით, წინსვლითა და ეკონომიკური განვითარებით, – ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს კითხვაზე, რა

“რასაც „რუსთავი 2“ - ზე ვუყურებთ, არის ქრესტომატიული მაგალითი ავტორიტარიზმისკენ მაღალი სიჩქარით მიმავალი სახელისუფლებო მანქანის”

21 აგვისტო, 2019 , 14:50

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი „რუსთავი 2“ - ზე განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. „ის, რასაც „რუსთავი 2“ - ზე ვუყურებთ, არის ქრესტომატიული მაგალითი ავტორიტარიზმისკენ მაღალი სიჩქარით

”რაც მოხდა, სიურპრიზი არ იყო“ - ქიბარ ხალვაში

20 აგვისტო, 2019 , 21:59

„რუსთავი 2“ - ის მფლობელი ქიბარ ხალვაში ფეისბუქში წერს: ”რაც მოხდა, სიურპრიზი არ იყო, მაგრამ მაინც არ არის სასიამოვნო. ყველაფერი კარგად იქნება.” -დაწერა ხალვაშმა. შეგახსენებთ„რუსთავი 2&ldquo

„მოამბე“ ვერ ხედავს. პრეზიდენტი დუმს. პრემიერი ფაროსანას დასდევს - ნატო ჩხეიძე გუგუტიანთკარში შექმნილ ვითარებაზე

20 აგვისტო, 2019 , 19:24

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ნატო ჩხეიძე სოფელ გუგუტიანთკარში ე. წ ბორდერიზაციის პროცესს ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს: „სერიიდან: აბა, შეხედეთ: დღევანდელი 12-საათიანი საინფორმაციო გამოშვებების ინფორმაციე

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს