უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

11 იანვარი, 2019 14:30
font-size

ბიძინა ივანიშვილის მთავარი პრობლემა ის არის, რომ მან უარყო პოლიტიკის წესები - პაატა ზაქარეიშვილი

ბიძინა ივანიშვილის მთავარი პრობლემა ის არის, რომ მან უარყო პოლიტიკის წესები, კაცს, რომელსაც პოლიტიკა არ უყვარს, გაუჭირდება პოლიტიკაში ყოფნა, - განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“.

„მე მომწონს ის პროცესები, რაც საქართველოში მიმდინარეობს, როგორც იქნა, ქვეყანაში დაბრუნდა პოლიტიკა. ორი წელი იყო სრული სტაგნაცია, პოლიტიკას თავისი წესები აქვს და ბიძინა ივანიშვილის მთავარი პრობლემა ის არის, რომ მან უარყო პოლიტიკის წესები. კაცს, რომელსაც პოლიტიკა არ უყვარს, გაუჭირდება პოლიტიკაში ყოფნა, ეს სულ სხვა აზარტია“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

რაც შეეხება პოლიტიკაში მის შესაძლო დაბრუნებას, ზაქარეიშვილი არაფერს გამორიცხავს, თუმცა ამბობს, რომ ამ ეტაპზე საკუთარ თავს ვერც ერთ პარტიაში ვერ ხედავს.

„მე პოლიტოლოგი ვარ, თუმცა ახლა მე ვერ ვხედავ ჩემს პარტიას. პარტიის გარეშე შეუძლებელია პოლიტიკაში ყოფნა, მაგრამ ახლა მე ვერ ვხედავ პარტიას, რომლითაც ჩემი თავის რეალიზებას მოვახდენდი. მე არასდროს ვამბობ „არასდროს“, თუმცა მეეჭვება 2020-მდე ისეთი რამ მოხდეს, რომ რომელიმე პარტიაში დავბრუნდე. მესამე ძალის გამოჩენა მეეჭვება, თუმცა ვვარაუდობ, რომ შესაძლოა, ალეკო ელისაშვილმა მხარდამჭერები შემოიკრიბოს, ასევე მგონია, რომ „ქართული ოცნებაც“ შეიცვლება და ახალ რეალობას შესთავაზებს ამომრჩეველს“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

საკვანძო სიტყვები:

გიორგი გახარია არის მსხვილი კალიბრის კრიმინალი - ნიკა მელია

25 ივნისი, 2019 , 12:35

გიორგი გახარია არის მსხვილი კალიბრის კრიმინალი - ეს განცხადება, "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან გააკეთა. „ამ დარბაზში ხმას როგორ იღებენ, რა შტურმზე საუბრობენ, ღიად დეკლარირებული აგრესორი,

ყველა თანხმდება, რომ ძალის გამოყენება პოლიციის მხრიდან ლეგიტიმური იყო - მაია ცქიტიშვილი

24 ივნისი, 2019 , 17:30

შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეძლო აგრესიის შეჩერება და ჩვენი საზოგადოების მასობრივი არეულობისგან დაცვა, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა 20

გაცილებით მეტზე წავედით, ვიდრე ამას ვინმე წარმოიდგენდა - მამუკა მდინარაძე

24 ივნისი, 2019 , 17:00

მე არ ვიცი, რა ძალა სჭირდება ადამიანს ამ გადაწყვეტილებაზეც კი ამგვარი კრიტიკა რომ განახორციელოს და სატყუარა უწოდოს ყველაზე დემოკრატიულ პროცესს, - ასე პასუხობს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე

აუცილებლად უნდა გაგრძელდეს გიორგი გახარიას შს მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნა - ანა დოლიძე

24 ივნისი, 2019 , 15:35

პროპორციული არჩევნები არის ძალიან დიდი გამარჯვება, მაგრამ ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს ხალხის ბრძოლის მთავარი მოთხოვნა, მე ვრჩები ხალხთან. აუცილებლად უნდა გაგრძელდეს გიორგი გახარიას შს მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის მო

გიორგი გახარია ვერც პოლიტიკოსად შედგა - დავით ჭიჭინაძე

24 ივნისი, 2019 , 15:35

20-დან 21 ივნისის ღამეს ქვეყანაში სისხლი დაიღვარა და მე ვერ ვხედავ ვერავის დასჯილს. თუ ეს იყო ძალოვანი უწყებების ბრალი, პასუხი უნდა აგოს შს მინისტრმა. თუ, როგორც მთავრობა გვეუბნება, ეს იყო გარკვეული ექსტრემისტურ- პოლიტიკ

სამართლებრივი შეფასება მიეცემა, როგორც პარლამენტში შეჭრის მცდელობას, ასევე იმ შემთხვევებს, სადაც შეიძლება ჰქონოდა ადგილი ძალის გადამეტებას - მამუკა ბახტაძე

24 ივნისი, 2019 , 14:15

სამართლებრივი შეფასება მიეცემა როგორც პარლამენტში შეჭრის მცდელობას, ასევე იმ შემთხვევებს, სადაც შეიძლება ჰქონოდა ადგილი ძალის გადამეტებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „ქართული ოცნებ