უახლესი ამბები
არქივი
პოლიტიკა


ბიძინა ივანიშვილმა 80-იან წლებში თავისი ბიზნესი დაიწყო ერეკლეს მოედანზე, უბანში ნარკოტიკების გაყიდვით და დღეს ამ ბიზნესს ის აგვირგვინებს მსოფლიო ნარკობარონის სტატუსით - შალვა ნათელაშვილი
„ლეიბორისტული პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატის შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ექსპორტზე გასატანად სამედიცინო და კოსმეტიკური მიზნით საქართველოში მარიხუანის მოყვანა-წარმოება ქვეყნის მომავალს მოსპობს.
„ჩვენი ულამაზესი მომავალი თაობა სერიოზული საფრთხის წინაშეა. ხელისუფლება იწყებს ნარკოტიკების წარმოებას, მოყვანას, ექსპორტსა და ჩვენი მომავლის მოსპობას. ასეთი საშიშროება არასოდეს ჩვენი ერისა და ხალხის წინაშე არ ყოფილა, არცერთი მტრის შემოსევისა და არცერთი ვაების დროს.
ბიძინა ივანიშვილმა 80-იან წლებში თავისი ბიზნესი დაიწყო ერეკლეს მოედანზე, უბანში ნარკოტიკების გაყიდვით და დღეს ამ ბიზნესს ის აგვირგვინებს მსოფლიო ნარკობარონის სტატუსით, რომელმაც გადააჭარბა ესკობარისა და გენერალ ნორიეგას ფორმატს.
იწყება ნარკოტიკების ოფიციალური მოყვანა, დამზადება, გაყიდვა, ექსპორტი, მთელი ამ ბიზნესის მეპატრონე და კურატორი ივანიშვილი და მისი ოჯახია. მათ ჩამოუყვანეს სპეციალისტები საერთაშორისო ორგანიზაციიდან. გამართულია მოლაპარაკება ნარკოკომპანია გოლდმანთან, ამ სქემას უცხოეთიდან კურირებს ცნობილი მილიარდერი ნარკოვაჭარი, მაშკევიჩი, რომელმაც თავის დროზე სავალდებულო რეცეპტიზაცია შემოგვიტანა და ეს გათვლილი იყო აფთიაქებში ნარკოტიკების შესაშვებად და ის აფთიაქებიც გამზადებული აქვთ“, - თქვა ნათელაშვილმა.
პრეზიდენტობის კანდიდატმა მთავრობისა და პარლამენტის წევრებს მოუწოდა, არ დაუჭირონ მხარი ახალ საკანონმდებლო ინიციატივას.
„პარლამენტისა და მთავრობის ვაი-წევრებს ვაფრთხილებ, თუ თქვენ ნარკოტიკების მოყვანა, რეალიზაცია, წარმოებაში გაშვების გადაწყვეტილებებს მხარს დაუჭერთ, ვერცერთი ვეღარასდროს ვეღარ იქნებით პოლიტიკაში და ვერ იმუშავებთ სახელმწიფო ორგანოებში“,- განაცხადა ნათელაშვილმა.
დღეს გახდა ცნობილი, რომ მთავრობას მომზადებული აქვს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას, ექსპორტზე გატანის მიზნით - ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებისათვის.
საკვანძო სიტყვები:

მინდა შევთავაზო უმრავლესობას, რომ მადლობებისთვისა და ქებისთვის ერთი დეპუტატი გამოიყოს - გიგა ბოკერია
20 თებერვალი, 2019 , 16:32

ინფრასტრუქტურის სამინისტრო ქალისთვის მეტისმეტად მძიმე ტვირთია - ნატო ჩხეიძე
20 თებერვალი, 2019 , 16:10

საქართველო-გერმანიის თანამშრომლობა განათლებისა და კულტურის კუთხით სრულიად ახალ საფეხურზე ავიდა - მიხეილ ბატიაშვილი
20 თებერვალი, 2019 , 15:40

თუ პარლამენტი კანონპროექტს ჩააგდებს პროცესი გამრუდებული მართლმსაჯულების საზიანოდ გაგრძელდება - გედვან ფოფხაძე
20 თებერვალი, 2019 , 15:15

ბესელია შუშის სასახლეში ივანიშვილს შეხვდა - `რუსთავი 2`
20 თებერვალი, 2019 , 15:15

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ფინეთის რესპუბლიკის დელეგაცია ეწვია
20 თებერვალი, 2019 , 13:50