უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

24 ოქტომბერი, 2018 12:30
font-size

ბიძინა ივანიშვილმა აღიარა, რომ თავად არის მარიხუანას კულტივაციის შესახებ კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორი

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა სამი წამყვანი არხის ჟურნალისტებთან ინტერვიუში განაცხადა, რომ თავად არის მარიხუანას კულტივაციის შესახებ კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორი. ასე უპასუხა მან რუსთავი 2-ის ჟურნალისტის, ეკა კვესიტაძის შეკითხვას, არის თუ არა მარიხუანას კულტივაციის ლეგალიზება მისი იდეა.

„რა თქმა უნდა, მათ რიცხვში სამედიცინო და კოსმეტიური მიმართულებით წარმოებას მხარს ვუჭერდი ერთადერთი მიზეზით - ძალიან დიდი ხიბლია იმაში რომ ჩვენ შეიძლება დამატებით მილიარდი და შეიძლება 2 მილიარდის ექსპორტიც მოვახერხოთ სოფლის მეურნეობის პროდუქციით“, -თქვა ივანიშვილმა.

მისი განმარტებით, კოსმეტიკური და სამედიცინო დანიშნულებით კანაფის წარმოების საკითხზე მსჯელობა გაგრძელდება , თუმცა , თუ მმართველ გუნდში დაასკვნიან, რომ ეს მართლაც ხიფათის შემცველია, ის საზოგადოების წინააღმდეგ არ წავა.

„რასაც აქვს ხიბლი ამ წარმოებაში და რატომაც შევიდა პარლამენტში ეს კანონმდებლობა და მეც ვმონაწილეობდი განხილვაში, სანამ ეს კანონპროექტი შევიდოდა. კიდევ ვიმეორებ, წარმოება სამედიცინო და კოსმეტიკური მოხმარების მიზნით,რენტაბელობა ძალიან დიდი, რაც ჩემთვის ძალიან საინტერესოა-500%-ზე მეტია. არის ძალიან დიდი ობიექტური გათვლები იმისა, რომ შეიძლება მილიარდი დოლარისა და მეტი ექსპორტი განხორციელდეს ერთ, ორ და სამი წლის განმავლობაში. რა თქმა უნდა, შფოთვა, რომელიც გამოავლინა საზოგადოებამ, ადეკვატური იყო რეაქცია გუნდის მხრიდან, კანონპროექტი არის შეჩერებული, გაგრძელდება მასზე მსჯელობა მათ რიცხვში საპატრიარქოსთან“, - აღნიშნა ექს-პრემიერმა.

საზოგადოებას მიაწოდეს ინფორმაცია, თითქოს ჩვენ უვიზო მიმოსვლა გავხსენით ავღანეთთან და კიდევ დანარჩენ 16 ქვეყანასთან, რაც მტკნარი სიცრუეა - ალექსანდრე დარახველიძე

30 აპრილი, 2025 , 17:01

არავითარი უვიზო მიმოსვლა არ გაგვიხსნია ავღანეთთან და კიდევ 16 ქვეყანასთან, პირიქით, დავუწესეთ დამატებითი შეზღუდვა, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა.

„ქართული ოცნება“ პარტიის ახალ თავმჯდომარეს 7 მაისს აირჩევს

30 აპრილი, 2025 , 15:04

„ქართული ოცნების“ ყრილობა 7 მაისს ჩატარდება, -  ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადებაშია აღნიშნული. „ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში პოლიტიკური საბჭოს სხდო

შეშლილი სამყაროს შემხედვარე, მხოლოდ სიბრძნე, წინდახედულობა და საზოგადოების ერთიანობა გადაგვარჩენს - შალვა პაპუაშვილი

30 აპრილი, 2025 , 12:41

გილოცავთ საქართველოს თავდაცვის ძალების დღეს! საქართველოს თავდაცვის ძალებს გაკისრიათ განსაკუთრებული მისია, ფხიზლად იდგეთ წინა ხაზზე და დაიცვათ ჩვენი ქვეყანა ნებისმიერი მტრისაგან, რომელიც ქართულ სახელმწიფოებრიობას შეიძლება

ბიძინა ივანიშვილმა გაანადგურა ჩვენი ევროკავშირის კანდიდატობის მიღწევა, მისმა მარიონეტულმა პრემიერ-მინისტრმა გამოაცხადა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის შეჩერება გაყალბებული არჩევნების შემდეგ - თინა ბოკუჩავა

30 აპრილი, 2025 , 12:15

ჩვენს დელეგაციაში ერთი ადგილი თვალსაჩინოდ ცარიელი რჩება, ადგილი, რომელიც საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნის, ადამიანს, რომელიც 2008 წელს პუტინს დაუპირისპირდა, საქართველოს სუვერენიტეტ

გერქვას საქართველოს ჯარისკაცი, უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობაა, ამ სტატუსის ღირსებით ტარებას დიდი შრომა და თავდადება სჭირდება - ირაკლი კობახიძე

30 აპრილი, 2025 , 11:58

გერქვას საქართველოს ჯარისკაცი, ეს ერთდროულად უდიდესი პატივი და უზარმაზარი პასუხისმგებლობაა, ამ სტატუსის ღირსებით ტარებას დიდი შრომა და თავდადება სჭირდება, სწორედ ამიტომ იმსახურებს საქართველოს ჯარისკაცი ხალხის ნდობასა და

პლატფორმა აგროვებს ყველა ამ ადამიანის მონაცემს და გააკეთებს ყველაფერს, რომ უკანონო გადაწყვეტილებების გამცემ და შემსრულებელ პირებს ჩვენი მოკავშირეების მხრიდან დაუწესდეთ სანქციები -„წინააღმდეგობის პლატფორმა“

29 აპრილი, 2025 , 19:09

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შექმნილი „წინააღმდეგობის პლატფორმა“ რამდენიმე ფონდის ხელმძღვანელების სახლებში ჩატარებულ ჩხრეკასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „დ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი