უახლესი ამბები
- 30.04.2025 17:01საზოგადოებას მიაწოდეს ინფორმაცია, თითქოს ჩვენ უვიზო მიმოსვლა გავხსენით ავღანეთთან და კიდევ დანარჩენ 16 ქვეყანასთან, რაც მტკნარი სიცრუეა - ალექსანდრე დარახველიძე
- 30.04.2025 15:55„თბილისი ცენტრალის“ ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს
- 30.04.2025 15:48ღამის სამ საათზე სააკაშვილმა დამირეკა, გვირაბის კედლებზე ლამაზი ფოტოები დავკიდოთო, რომ დამაკავეს, ამ გვირაბზე იყო ლაპარაკი, ე.ი. იმ პერიოდში მისმენდნენ - ირაკლი გედენიძე
- 30.04.2025 15:41გლდანის რაიონში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ცხოველთა თავშესაფარი აშენდება
- 30.04.2025 15:35ისარგებლეთ საქართველოს ბანკის შეთავაზებით 4GB-ის ფესტივალის ბილეთების შეძენისას
- 30.04.2025 15:3029 აპრილს ჩხრეკა-ამოღების ჩატარება „ქართული ოცნების“ ტერორის კიდევ ერთ გამოხატულებას წარმოადგენს - საია
- 30.04.2025 15:04„ქართული ოცნება“ პარტიის ახალ თავმჯდომარეს 7 მაისს აირჩევს
- 30.04.2025 14:23SOLO-ს მხარდაჭერით Jazz Club 1984-ში ბექა გოჩიაშვილის ღონისძიება გაიმართება
- 30.04.2025 13:10აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ ტრამპის ადმინისტრაციას „რადიო თავისუფლებისთვის“ დაფინანსების აღდგენა დაავალა
- 30.04.2025 12:15ბიძინა ივანიშვილმა გაანადგურა ჩვენი ევროკავშირის კანდიდატობის მიღწევა, მისმა მარიონეტულმა პრემიერ-მინისტრმა გამოაცხადა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის შეჩერება გაყალბებული არჩევნების შემდეგ - თინა ბოკუჩავა
არქივი
პოლიტიკა


ბიძინა ივანიშვილმა აიღოს პასუხისმგებლობა მთავრობის ფუნქციონირებაზე - დავით უსუფაშვილი
პარტია „შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის გადადგომას გამოეხმაურა. პოლიტიკოსის განცხადებით, კვირიკაშვილის ნაბიჯი მმართველ გუნდში არსებული შიდა უთანხმოებითაა განპირობებული.
უსუფაშვილმა კონსტიტუციის იმ ჩანაწერზე გაამახვილა ყურადღება, სადაც წერია, რომ მთავრობა მიდის საპარლამენტო უმრავლესობასთან უთანხმოების შედეგად, თუმცა გიორგი კვირიკაშვილმა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან არსებულ აზრთა სხვადასხვაობაზე ისაუბრა.
„კრიზისი მწიფდებოდა, მოვიდა აქამდე. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს არის გადადგომა შიდა უთანხმოების გამო, რის ნიშნებასაც ვხედავდით, რამაც ალბათ, ბიძინა ივანიშვილის მობრუნება განაპირობა.
საკმაოდ რთული ვითარებაა ქვეყანაში. პრემიერ–მინისტრი გადადგა. ის, როგორც ჩანს, არ მონაწილეობს ახალ კონსულტაციებში. ის ვითარებაც, რომ მან ხაზი გაუსვა პარტიის თავმჯდომარესთან პრობლემებს, კონსტიტუცაში წერია, რომ მთავრობა მაშინ მიდის, როდესაც საპარლამენტო უმრავლესობასთან აქვს უთანხმოება.
ჩვენ ვცხოვრობთ არცთუ მთლად კონსტიტუციურ ვითარებაში, ამიტომ მგონია, რომ სწორი იქნება, დავუახლოვდეთ კონსტიტუციურ რეალობას. აიღოს პასუხისმგებლობა მთავრობის ფუნქციონირებაზე იმ პოლიტიკური ძალის ლიდერმა, რომელიც პარლამენტში უმრავლეოსობაშია, ეს არის ბიძინა ივანიშვილი და მან გააკეთოს ის, რაც შეუძლია. მე არ ვიცი, მას რა შეუძლია, მაგრამ ყველა სხვა ვარიანტი, სხვა პრემიერის შერჩევით და დე-ფაქტო პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების გაგრძელებით, მგონია, რომ უარეს ვითარებას მივიღებთ“, - განაცხადა უსუფაშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
საზოგადოებას მიაწოდეს ინფორმაცია, თითქოს ჩვენ უვიზო მიმოსვლა გავხსენით ავღანეთთან და კიდევ დანარჩენ 16 ქვეყანასთან, რაც მტკნარი სიცრუეა - ალექსანდრე დარახველიძე
30 აპრილი, 2025 , 17:01

„ქართული ოცნება“ პარტიის ახალ თავმჯდომარეს 7 მაისს აირჩევს
30 აპრილი, 2025 , 15:04
შეშლილი სამყაროს შემხედვარე, მხოლოდ სიბრძნე, წინდახედულობა და საზოგადოების ერთიანობა გადაგვარჩენს - შალვა პაპუაშვილი
30 აპრილი, 2025 , 12:41

ბიძინა ივანიშვილმა გაანადგურა ჩვენი ევროკავშირის კანდიდატობის მიღწევა, მისმა მარიონეტულმა პრემიერ-მინისტრმა გამოაცხადა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის შეჩერება გაყალბებული არჩევნების შემდეგ - თინა ბოკუჩავა
30 აპრილი, 2025 , 12:15
გერქვას საქართველოს ჯარისკაცი, უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობაა, ამ სტატუსის ღირსებით ტარებას დიდი შრომა და თავდადება სჭირდება - ირაკლი კობახიძე
30 აპრილი, 2025 , 11:58
პლატფორმა აგროვებს ყველა ამ ადამიანის მონაცემს და გააკეთებს ყველაფერს, რომ უკანონო გადაწყვეტილებების გამცემ და შემსრულებელ პირებს ჩვენი მოკავშირეების მხრიდან დაუწესდეთ სანქციები -„წინააღმდეგობის პლატფორმა“
29 აპრილი, 2025 , 19:09