უკან
საზოგადოება
13 აპრილი, 2017 15:15
ბიძინა ივანიშვილმა გივი ბერიკაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა
საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტმა ბიძინა ივანიშვილმა მსახიობ გივი ბერიკაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა.
მარჯანიშვილის თეატრში, მსახიობის სამოქალაქო პანაშვიდზე ბიძინა ივანიშვილი, ოჯახის წევრებთან ერთად მივიდა.
მარჯანიშვილის თეატრში გივი ბერიკაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი 15:00 საათამდე გაგრძელდება, რის შემდეგაც მსახიობს საბურთალოზე ამაღლების ეკლესიის ეზოში დაკრძალავენ.
ნინო ექვთიმიშვილი