უახლესი ამბები
- 28.04.2025 16:11სახეში დაარტყა ხელი. ისეთი ხმა იყო დარტყმის შემდეგ, დაიშალა საერთოდ აქცია - გრიგოლ ბესელია
- 28.04.2025 15:26ხელისუფლებაში გამწარებული არიან, ასეთ კნინობით ფორმაში კახი კახიშვილისგან საუბარი მოულოდნელი იყო, თუმცა ეს ხასიათის სიმდაბლეზე მიუთითებს - გია ვოლსკი
- 28.04.2025 12:33საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ზუგდიდში ცერერას პურის საცხობი აშენდა
- 28.04.2025 11:45გორში მკვლელობა მოხდა
- 28.04.2025 11:25საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მზია ამაღლობელის სახელით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საჩივრით მიმართა
- 28.04.2025 11:21პროკურატურამ 7 წლის ბავშვის მიმართ ძალადობის ფაქტზე დაკავებულ დედას და ბებიას ბრალდება წარუდგინა
- 28.04.2025 10:43ლავროვმა და რუბიომ ტელეფონით უკრაინაზე ილაპარაკეს
- 28.04.2025 10:122030 წლისთვის ჩვენ ვიქნებით ყველა კანდიდატ ქვეყანაზე მეტად მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად ყველა თვალსაზრისით - ირაკლი კობახიძე
- 28.04.2025 09:35სამეგრელოს პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
- 28.04.2025 09:09ჩვენი ხელისუფლების პირობებში ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, შედეგი არის ის, რომ რამდენიმე წლით არის გახანგრძლივებული ადამიანის სიცოცხლის სავარაუდო ხანგრძლივობა - ირაკლი კობახიძე
არქივი
პოლიტიკა


ბიძინა ივანიშვილმა მიწის ნაკვეთი წამართვა - ემზარ კვიციანი
,,პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი ემზარ კვიციანი ამბობს, რომ დიდი ხანია, იბრძვის სააკაშვილის ხელისუფლების დროს წართმეული ქონების დასაბრუნებლად, მაგრამ არაფერი გამოუვიდა.
როგორც დეპუტატი გაზეთ ,,ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ამბობს, მას იმედი ჰქონდა, რომ ,,ქართული ოცნების“ ხელისუფლება მას სამართლიანობის აღდგენაში დაეხმარებოდა, თუმცა ასე მოხდა.
,,მიშამ ბევრი ქონება წამართვა მათ შორის ბაკურიანში მიწის ნაკვეთი, სულ რაღაც 831 კვ.მ, ეს ნაკვეთი ბიძინა ივანიშვილის ბაკურიანის რეზიდენციის გვერდით არის. 2012 წლიდან ვითხოვ მის დაბრუნებას, მაგრამ არ მიბრუნებენ. გადავწყვიტე, გამეგო, რა ბედი ეწია ამ ნაკვეთს. როგორც ყველა მიწის ნაკვეთს, ამასაც ჰქონდა თავისი კოდი. შევედით საჯარო რეესტრის საიტზე და ვხედავ, რომ ეს ნაკვეთი ახლა ივანიშვილის საკუთრებაა. ახლა ვხვდები, თუ რატომ არ მიბრუნებს ივანიშვილი ქონებას, - ამბობს კვიციანი.
მისი თქმით, ,,ნაციონალებმა“ ეს ნაკვეთი 2006 წელს წაიღეს. მართალია, მიწის ნაკვეთი მისთვის ივანიშვილს არ წაურთმევია, მაგრამ დეპუტატი ბიძინა ივანიშვილს მაინც დამნაშავედ მიიჩნევს.
,,მართალია, ეს მიწა მიშამ წაიღო, მაგრამ, ფაქტობრივად, ბიძინა ივანიშვილმა წამართვა. მან ხომ იცოდა, რომ ეს მიწა ჩემი იყო? მისთვის ეს მიწა არაფერს ნიშნავს, მაგრამ არ დამიბრუნა. ეს აჩენს ეჭვს, რომ ის და სააკაშვილი ერთად მებრძვიან“, - აღნიშნავს კვიციანი.
დეპუტატი იმითაც არის აღშფოთებული, რომ ქონების დაბრუნების ნაცვლად დააჯარიმეს. ამის მიზეზი არასწორად შევსებული დეკლარაციაა.
,,სოროსის და მასონების ჭინკები დიდი ხანია მებრძვიან. ახლა გადაწყვიტეს, დეკლარაციით მომდონ შარი. დეკლარაცია რომ შევავსე, ხელფასი არ მქონდა მითითებული. დეპუტატი ვარ და ჩემი ხელფასი საჯაროა. შეეძლოთ, ჩემ გარეშეც გაეკვიათ, მაგრამ ხომ უნდა გააწვალონ პატრიოტი ადამიანი და ბანკიდან მიმატანინეს ცნობა.
მერე სხვა შარი მომდეს. იცით, რომ ჩემი ოჯახი ჩემზე ერთი წლით ადრე დაბრუნდა საქართველოში. ჩემს უფროს შვილს თავის მეგობრებთან ერთად აქ რაღაც ფირმა დაუარსებია, რომელიც შუა გზაზე მიატოვეს. ამის შესახებ აღარც კი ახსოვდა. მე სულ არ ვიცოდი. ახლა მეუბნებიან, რატომ არ მიუთითეო და ამის გამო 1.000 ლარით დამაჯარიმეს. იმის ნაცვლად ქონება დამიბრუნონ, იქით წამართვეს ფული“, - ამბობს კვიციანი.
,,პატრიოტთა ალიანსის“ წევრი პირადად ივანიშვილს მიმართავს და ეკითხება, რატომ გადაეკიდა ასე.
,,ვერ ძღები ეტყობა ჩემი გამწარებით. ხმამაღლა ვისაც ებრძვი, თვალის ასახვევად, მაგალითად გიგა ბოკერიას, იმათთან ბიზნესგარიგებაში ხარ და სამშობლოს დამცველებსა და პატრიოტებს ქონებას გვართმევ და გვაჯარიმებ?! არ ვიტყოდი არაფერს, ოდნავ ეჭვიც რომ მეპარებოდეს.
ბაკურიანის ჩვენი 831 კვადრატული მეტრი მიწა შენ მეზობლად, რომელიც ღამის ორ საათზე სააკაშვილმა ნოტარიუსით დაათმობინა სახელმწიფოს სასარგებლოდ ცირა ხორგუანს, როგორ აღმოჩნდა შენს საკუთრებაში, ,,დიდო ქველმოქმედო“? ყველაფერს აქვს საზღვარი, თუმცა შენ ვინ რას გეკითხება, მეც ავყევი ემოციას სხვებივით, - მიმართავს კვიციანი ივანიშვილს, რომლის მმართველად ,,მასონებსა და მასონების ჭინკებს“ ასახელებს.
საკვანძო სიტყვები:
USAID-ის, როგორც მთავარი დონორის ჩახსნამ საერთაშორისო ასპარეზიდან და მათ შორის საქართველოდანაც, სხვა ფონდები აიძულა, ნაწილობრივ მაინც შეევსოთ ევროებით გამქრალი დოლარები - შალვა პაპუაშვილი
28 აპრილი, 2025 , 12:02
2030 წლისთვის ჩვენ ვიქნებით ყველა კანდიდატ ქვეყანაზე მეტად მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად ყველა თვალსაზრისით - ირაკლი კობახიძე
28 აპრილი, 2025 , 10:12
ჩვენი ხელისუფლების პირობებში ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, შედეგი არის ის, რომ რამდენიმე წლით არის გახანგრძლივებული ადამიანის სიცოცხლის სავარაუდო ხანგრძლივობა - ირაკლი კობახიძე
28 აპრილი, 2025 , 09:09

დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს-2012 წლამდე ქვეყანას სრულად ჰქონდა დაკარგული სუვერენიტეტი - ირაკლი კობახიძე
28 აპრილი, 2025 , 09:04
ყველა თვალსაზრისით იყო ურთულესი ვითარება, პოლიტიკაში შემოვიდა ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც გააკეთა განაცხადი ცვლილებებთან დაკავშირებით და საზოგადოება გაჰყვა სწორედ ამ გზავნილებს - ირაკლი კობახიძე
28 აპრილი, 2025 , 08:43
დღეს შეხედონ, უკრაინის ხელისუფლება რა დღეში არის და მაგ დღეში ჩვენ ვიქნებოდით სულ რამდენიმე კვირაში 2022 წელს - შალვა პაპუაშვილი
25 აპრილი, 2025 , 14:13