კომენტარი
ბიძინა ივანიშვილს აშანტაჟებენ ქვეყნის ბედით, რომ გავხსნათ მეორე ფრონტი, შევუერთდეთ სანქციებს - კახა კალაძე
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან კიდევ ერთხელ ისაუბრა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სასამართლო დავასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მან ყველა პროცესი მოიგო, თუმცა, მისი თანხები პოლიტიკური შანტაჟის გამო გაჩერებულია.
როგორც კალაძემ აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილი საკუთარი კეთილდღეობის გამო, ქვეყნის ინტერესებს არ დათმობს.
„ბატონმა ბიძინამ ყველანაირი სასამართლო პროცესი მოიგო და მიზანმიმართულად პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება ხდება. მის თანხებს აჩერებენ, მიდის პოლიტიკური შანტაჟი. არ მინდა, რომ სხვადასხვა დეტალზე ვისაუბრო. ამისი დრო თუ მოვა, რა თქმა უნდა, ყველაფერს სააშკარაოზე გამოვიტანთ. ეს თანხები არის ამ ადამიანის საკუთრება და სასამართლოც მოიგო ბერმუდაში, სინგაპურში. გადაწყვეტილება მიღებულია. ჩნდება კითხვა – ვინ ან რატომ აჩერებს აღნიშნულ თანხებს, რატომ არ უბრუნებს ადამიანს თავის ფულს? ბიძინა ივანიშვილი არის დე-ფაქტო სანქცირებული. მას აშანტაჟებენ ქვეყნის ბედით, რომ გავხსნათ მეორე ფრონტი, შევუერთდეთ სანქციებს. დამერწმუნეთ, რომ ქვეყნის ინტერესები არ ითმობა და მას არანაირი სანქციები, პირადი კეთილდღეობა ამად არ უღირს. ისინი ბიძინა ივანიშვილს კიდევ კარგად არ იცნობენ. ჩვენ შევინარჩუნებთ სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და მშვიდობას. ჩვენ ქვეყნის საწინააღმდეგო არცერთ ნაბიჯს არ გადავდგამთ და ყოველთვის ქვეყნის ინტერესებს დავიცავთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
თუ არ ეშინია ივანიშვილს, თუნდაც ციხიდან ჩამრთონ პირდაპირ დებატებში - მიხეილ სააკაშვილი
23 იანვარი, 2026 , 10:30
ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს შექმნის იდეა არის თეორიულად სწორი, კონტექსტი - უკიდურესად პრობლემური - ნიკა ჩერქეზიშვილი
22 იანვარი, 2026 , 17:08
ვინც სერიოზულად საუბრობს დემოკრატიასა და ნამდვილ პოლიტიკურ დებატებზე, საკუთარ მოწინააღმდეგე პოლიტიკურ ლიდერებს ციხეში არ კეტავს - ხატია დეკანოიძე
22 იანვარი, 2026 , 16:51
სხვადასხვა კომპანიიდან დოკუმენტების გამოთხოვა ფასთა წარმოქმნის პროცესის შესწავლის მიზნით ხდება - სუს-ი
22 იანვარი, 2026 , 16:35
თბილისის უძველესი შენობების იერსახის შენარჩუნება და მასზე ზრუნვა ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა - ზურაბ აბაშიძე
22 იანვარი, 2026 , 14:39
540 ათასი ლარი, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაუხადა, საარჩევნო დავალიანება იყო - ირაკლი ფავლენიშვილი
16 იანვარი, 2026 , 13:23


