უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

3 ნოემბერი, 2018 17:48
font-size

ბიძინა ივანიშვილს რა აქვს პირადად ჩემთვის სათქმელი, ეგ მაინტერესებს - ზაზა სარალიძე

სურვილი მაქვს, ბიძინა ივანიშვილმა ღია ეთერში გამცეს კითხვებზე პასუხი, - განაცხადა ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ პარლამენტის შენობის წინ, სადაც შვილმოკლული მამების მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს.

სარალიძის თქმით, მას სურს, რომ ბიძინა ივანიშვილმა უპასუხოს კითხვებს იმ ბრალდებებთან დაკავშირებით, რასაც მის მიმართ ამბობს.

"ჩემი სათქმელი მთელი სახელმწიფოსთვის ნათქვამი მაქვს უკვე. ბიძინა ივანიშვილს რა აქვს პირადად ჩემთვის სათქმელი, ეგ მაინტერესებს. თავის გადასაწყვეტია შემხვდება თუ არა. თუ არ ეშინია, უნდა შემხვდეს; რეალური პასუხების და კითხვების თუ არ ეშინია უნდა შემხვდეს. თუ არ უნდა შეხვედრა არ დავაძალებ, მაგრამ ძალიან დიდი სურვილი მაქვს პირდაპირ, ღია ეთერში გამცეს იმ კითხვებზე პასუხი, რა ბრალდებებიც წამოვიდა ჩემ მიმართ. ან თუ არ არის ამ საქმეში გათვითცნობიერებული, ის ვინც უთხრა, რომ ზაზა სარალიძე ასეთიაო, ის ხალხი გამოიყვანოს და მოახდევინოს ბოდიში.

ჩემთვის ბიძინა ივანიშვილი არაფერს წარმოადგენს, ჩვეულებრივი ადამიანია, ნებისმიერ ადამიანს დავუპირისპირდები, ვინც ოჯახის მიმართულებით ტალახს ისვრის", - განაცხადა სარალიძემ.

მისივე თქმით, მკვლელების დასჯამდე ბრძოლას არ შეწყვეტს.

ბიძინა ივანიშვილი Bloomberg-ის მილიარდერთა სიაში აღარ იძებნება

28 აპრილი, 2025 , 13:36

"ქართული ოცნების" დამფუძნებელი და ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი Bloomberg-ის მილიარდერთა სიაში აღარ იძებნება. bm.ge -ის ინფორმაციით, პლანეტის 500 ყველაზე მდიდარ ადამიანს შორის არც ერთი ქართველი აღარაა. რამ გამოიწვია ბიზნე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ზუგდიდში ცერერას პურის საცხობი აშენდა

28 აპრილი, 2025 , 12:33

საქართველოს ბანკი აგრძელებს ბიზნესის მხარდაჭერას და რეგიონში მეწარმეობის ხელშეწყობას. ამჯერად, ბანკის ფინანსური ინვესტიციით, ზუგდიდში ხორბლის გადამამუშავებელმა საწარმო ცერერამ პურის საცხობი ააშენა. საცხობი თანამედროვე ტე

ალექსანდრე წულაძემ და პაატა სალიამ ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში ახალგაზრდებისთვის თემატური ბანაკი გახსნეს

28 აპრილი, 2025 , 08:24

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ და იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრის ბაზაზე თემატური ბანაკი გახსნეს, რომელიც წელს რვა ნაკადად ჩატარდება

საქართველოს ბანკის აპრილის PLUS შეთავაზებები

25 აპრილი, 2025 , 17:03

საქართველოს ბანკი, ლოიალობის პროგრამის ფარგლებში, პარტნიორ ბიზნესებთან ერთად, მომხმარებლებს სპეციალურ - აპრილის შეთავაზებებს უკეთებს. საქართველოს ბანკის AmEx და PLUS ბარათის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ შემდეგი შეთავაზ

2024 წელს საქართველოს მოქალაქეობა რუსეთის 2361 მოქალაქემ მიიღო

25 აპრილი, 2025 , 16:54

2024 წელს საქართველოს მოქალაქეობა 3587 ადამიანს მიენიჭა, 1592 კი შეუწყდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. „საქსტატის“ ცნობით, საქართველოს მოქალაქეობის მიმღე

აქციების კონტექსტში სისხლის სამართლის წესით დაკავებული 10 პირის მიმართ იკვეთება არასათანადო მოპყრობის შემთხვევები - საია

25 აპრილი, 2025 , 14:47

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ინფორმაციით, აქციების კონტექსტში სისხლის სამართლის წესით დაკავებულმა 10 დემონსტრანტმა აღნიშნა მათზე დაკავების დროს, ტრანსპორტირებისას თუ განყოფილებაში მიმდინა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი